1973 წელს მიიღო ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხი ბოტანიკის დარგში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკის ინსტიტუტში [ამჟამად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტი]. 1959-1982 წლებში იყო ბოტანიკის ინსტიტუტის მკვლევარი, აკადემიური მდივანი, მცენარეთა ეკოლოგიის განყოფილების გამგე, დირექტორის მოადგილე, 1982-2006 წლებში – ბოტანიკის ინსტიტუტის დირექტორი, 2006-2010 წლებში – ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, ხოლო 2010 წლიდან დღემდე ინსტიტუტის მცენარეთა სისტემატიკისა და გეოგრაფიის განყოფილების გამგეა.
1967-2006 წლებში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, 2006 წლიდან – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ხოლო 2010 წლიდან – ამავე უნივერსიტეტის პროფესორი-ემერიტუსი.
არის საქართველოსა და ავსტრიის მეცნიერებათა აკადემიების წევრ-კორესპონდენტი, საქართველოს ბოტანიკური საზოგადოების პრეზიდენტი, გერმანიის ბოტანიკური საზოგადოების წევრი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბიომრავალფეროვნებისა და ეკოლოგიური პრობლემების კომისიის ხელმძღვანელი, ბუნების კონსერვაციის საერთაშორისო კავშირის (IUCN) კავკასიის მცენარეთა წითელი ნუსხის ავტორიტეტული ჯგუფის (Caucasus Plant RLA) კოორდინატორი.
წიგნები
სტატიები ჟურნალებში (ვრცელი სია)