მარიამ გაბელაია

2013 წელს მიიღო ეკოლოგიის მაგისტრის ხარისხი და სადოქტორო პროგრამაზე განაგრძო სწავლა. 2019 წელს მიიღო დოქტორის ხარისხი ორმაგი ხარისხის სადოქტორო პროგრამაზე სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებებსა (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) და ბიოლოგიაში (გენტის უნივერსიტეტი, ბელგია). 2020 წელს მიიღო მარგარეტ კონიგის სახელობის სტიპენდია პოსტ-სადოქტორო კვლევისათვის ლაიბნიცის ბიომრავალფეროვნების შემსწავლელ ინსტიტუტში (ბონი, გერმანია). ამჟამად მუშაობს ამავე ინსტიტუტში მორფოლოგიური ლაბორატორიის ტექნიკური ასისტენტის პოზიციაზე.

მანანა ნემსაძე (გარდაცვლილი)

1967 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბიოლოგიის განხრით, 1972 წელს – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ი. ბერიტაშვილის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურა. 1999 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ნეირომეცნიერების სპეციალობით. 2004-2006 წლებში მანანა ნემსაძე იყო ბერიტაშვილის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ძილ-ღვიძილის ციკლის ნეირობიოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 2006-2010 წწ. – ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; 2010 წელს მიენიჭა უნივერსიტეტის ემერიტუსის წოდება. ბიბლიოგრაფია Gogichadze […]

ირაკლი ელიავა (გარდაცვლილი)

ემერიტუს-პროფესორი ირაკლი ელიავა (1929-2021). ირაკლი ელიავას უდიდესი წვლილი მიუძღვის საქართველოში ზოოლოგიური მენიერების განვითარებაში. 1947 წელს ის გახდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი. განსაკუთრებულად წარმატებული სტუდენტი გადავიდა სასწავლებლად ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგია-ნიადაგმცოდნეობის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1953 წელს. ის შეისწავლიდა კულტურული მცენარეების პარაზიტულ ნემატოდებს და 1962 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ამ სფეროში. კოლეგები იცნობდნენ […]

ჯუანშერ ჩქარეული

1965 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი. 1966-1970 წლებში სწავლობდა რუსეთის ბირთვული კვლევების გაერთიანებული ინსტიტუტის ასპირანტურაში. 1970 წელს დაიცვა საკანდიდატო და 1985 წელს – სადოქტორო დისერტაცია ელემენტარულ ნაწილაკთა ფიზიკასა და კოსმოლოგიაში. 1971-1991 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტში უფროს, წამყვან და მთავარ მეცნიერ-თანამშრომლად, 1991 წლიდან ელემენტარულ ნაწილაკთა ფიზიკის განყოფილების ხელმძღვანელია. 1986-1991 წლებში თბილისის […]

გიორგი ნახუცრიშვილი

1973 წელს მიიღო ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხი ბოტანიკის დარგში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკის ინსტიტუტში [ამჟამად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტი]. 1959-1982 წლებში იყო ბოტანიკის ინსტიტუტის მკვლევარი, აკადემიური მდივანი, მცენარეთა ეკოლოგიის განყოფილების გამგე, დირექტორის მოადგილე, 1982-2006 წლებში – ბოტანიკის ინსტიტუტის დირექტორი, 2006-2010 წლებში – ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, ხოლო 2010 წლიდან დღემდე ინსტიტუტის მცენარეთა სისტემატიკისა […]

აივენგო შათირიშვილი

1964 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 1967 წელს – ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურა გენეტიკის განხრით. 1966-1973 წლებში სტაჟირება გაიარა ლენინგრადის (ამჟამად სანქტ-პეტერბურგის) უნივერსიტეტის გენეტიკის კათედრასა და მეცნიერებათა აკადემიის ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტის რადიაციული გენეტიკის ლაბორატორიაში. 1974 დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო 1995 წელს – სადოქტორო დისერტაცია გენეტიკის სპეციალობით. 1968 წელს აირჩიეს თსუ-ის გენეტიკის კათედრის ასისტენტად, […]