პროფესორი, ქიმია, ბიოქომია
ქეთევან კუპატაძემ 1993 წელს დაამთავრა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი ქიმია-ბიოლოგიის მიმართულებით. 1997 წელს დაამთავრა იმავე უნივერსიტეტის ასპირანტურა. 1998 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო 2003 წელს სადოქტორო დისერტაცია. გამოქვეყნებული აქვს 70-ზე მეტი ნაშრომი, მონოგრაფია, სახელმძღვანელო. სამი სასწავლო-ვირტუალური პროგრამის ავტორია ქიმიასა და ბიოქიმიაში. ასევე, ორასზე მეტი სამეცნიერო-პოპულარული სტატიის ავტორია ქიმიის მიმართულებით. ქიმიის პოპულარიზაციისთვის 2017 წელს დაჯილდოვდა მოლდოვას მეცნიერებათა აკადემიის და ქიმიური საზოგადოების სპეციალური მედლით.
ქიმიის პოპულარიზაციის მიზნით აქტიურად თანამშრომლობს ტურქეთის ქალაქ ესქიშეჰირის მეცნიერების პოპულარიზაციის ცენტრთან, სადაც 2017 წლიდან დღემდე შემოდგომაზე და გაზაფხულზე ატარებს სპეციალურ მასტერ კლასებს ქიმიის მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის.
დაამთავრა მეორადი ფაკულტეტი ჟურნალისტიკის სპეციალობით. აქტიურად თანამშრომლობდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთთან. 1998-2003 წლებში იყო სულხან-საბა ორბელიანის სახელობის თბილისის პედაგოგიური უნივერსიტეტის ქიმიის კათედრის დოცენტი, 2003-2005 წლებში კი – ამავე უნივერსიტეტის ქიმიის კათედრის პროფესორი. გარადა ამისა, იყო ამავე უნივერსიტეტის დიდი სამეცნიერო საბჭოს წევრი და 2000-2005 წლებში ასპირანტურის განყოფილების გამგე.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობს 2006 წლიდან ცოცხალი სამყაროს შემსწავლელ ფაკულტეტზე, შემდეგ მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტზე, ამჟამად კი საბუნებისმეტყველო და მედიცინის ფაკულტეტის სრული პროფესორია. კურსებს კითხულობს ქიმიის და ბიოქიმიის მიმართულებით (საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურებზე). ძირითადი კვლევითი საკითხებია: ქიმია, ქიმიის დიდაქტიკა, ქიმიის ისტორია.
არის ქიმიის ექსპერტი და ავტორი ინტერნეტგაზეთში „მასწავლებელი“.
არის “Southern Brazilian Journal of Chemistry”-ს ტექნიკური რედაქტორი , “Tchê Química”-ს და “SCIREA Journal of Chemistry”-ს სამეცნიერო საბჭოს წევრი.
რჩეული პუბლიკაციები
წიგნები
"Aluminibus et Salibus... არ გაამხილოთ", სამეცნიერო-პოპულარული სტატიების კრებული ქიმიაში. 2017. გამომცემლობა "ტრიასი".
„სიყვარული ქიმიაა?“, სამეცნიერო-პოპულარული სტატიების ნაკრები; გამომცემლობა „უნივერსალი“, 2014წ.
„ზოგადი ბიოქიმია“, ლაბორატორიული სამუშაოების ნაკრები, გამომცემლობა „იოტა“ 2006წ.
„ელქტრონული სწავლება“, მონოგრაფია, გამომცემლობა „უნივერსალი“, 2009წ.
„ვირტუალური ქიმია“, ელექტრონული პროგრამა; 2009.
ვირტუალური ბიოქიმია“, ელექტრონული პროგრამა; 2003.
სტატიები გაზეთებში
სამეცნიერო-პოპულარული სტატიები ქიმიაში ინტერნეტ გაზეთ „მასწავლებელში“ :
http://www.mastsavlebeli.ge/
| პრაქტიკული კურსი: საველე ჰიდრობიოლოგია და ეკოლოგიური ქიმია; ქიმიის საფუძვლები; შესავალი ზოგად ქიმიაში (ლაბორატორიულით); შესავალი ზოგად ქიმიაში (ლაბორატორიულით) (ENG) |
| ქიმიის საფუძვლები; შესავალი ზოგად ქიმიაში; შესავალი ზოგად ქიმიაში (ENG); წყალი-სიცოცხლის საწყისი |
საგრანტო პროექტები
• Black Sea cross border cooperation ; A Black Sea network promoting integrated natural WAStewater Treatment systEms – WASTEnet ; Coordinator in Georgia. 2013-2015.
• Student Active Learning in Science. Tempus. 2011-2012.
• Popular lectures around Georgian schools. GNSF. 2010.
•Realization of Obviousness Principle in the Process of teaching Chemistry (Synthesis of virtual Programs according Chemistry Course of Basic Schoosl)- Project Manager/ Research Director/ Methodologist. Rustaveli Fondation. #007-08 (2008-2009)
• Reading and writing for development critical thinking; Open Society-Georgia. trainer. 1999-2001
• The influence of breathing points on the condition of blood vessels. Scientific-works ; 1998 ; Ministry of health of Georgia;