პროფესორი, ასტროფიზიკა-ასტრონომის მიმართულებით
თეიმურაზ ზაქარაშვილმა 1991 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი. 1997 წელს აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „მზის მაგნიტური ველის თავისებურებანი”, 2004 წელს კი – სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „მაგნიტოჰიდროდინამიკური ტალღების პარამეტრული ურთიერთქმედება და მისი ასტროფიზიკური გამოყენება“. 1995 წლიდან მუშაობს აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში მეცნიერ-თანამშრომლის, უფროსი მეცნიერ-თანამშრომლისა და მთავარი მეცნიერ-თანამშრომლის პოზიციაზე. სხვადასხვა დროს მუშაობდა სტ ენდრიუს უნივერსიტეტში (დიდი ბრიტანეთი: 2001-2002), ბალეარის კუნძულების უნივერსიტეტსა (ესპანეთი: 2005-2006) და კოსმოსური კვლევების ინსტიტუტში (ავსტრია: 2009-2015). 2000-2004 და 2007-2008 წლებში სტუმრობდა ბალეარის კუნძულების უნივერსიტეტს, როგორც მიწვეული პროფესორი. ამჟამად ლექციებს კითხულობს გრაცის უნივერსიტეტში (ავსტრია). 1998-2000 წლებში იყო საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდიატი, როგორც გამორჩეული ახალგაზრდა მეცნიერებათა კანდიდატი, ხოლო 2005-2006 წლებში – როგორც გამორჩეული ახალგაზრდა მეცნიერებათა დოქტორი. 2017 წელს მიენიჭა საქართველოს საუკეთესო სამეცნიერო ჯგუფის ხელმძღვანელის პრემია. 2008 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორია, 2010 წლიდან – ასოცირებული პროფესორი, 2018 წლიდან კი – სრული პროფესორი. ილიაუნის კოსმოსური კვლევების ცენტრის თანადამფუძნებელია. ძირითადი კვლევითი საკითხებია: მზის ფიზიკა, კოსმოსური პლაზმის ფიზიკა, ასტროფიზიკა. ორასამდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორია, მათგან ასზე მეტი გამოქვეყნებულია საერთაშორისო რეფერირებულ ჟურნალებში.
რჩეული პუბლიკაციები
წიგნები, სტატიები ჟურნალებში, სტატიები გაზეთებში, პუბლიკაციების ვრცელი სია
საბაკალავრო საფეხური
სამაგისტრო საფეხური
2020-2021 წელი
საბაკალავრო საფეხური
სამაგისტრო საფეხური
2019-2022 წელი
საბაკალავრო საფეხური
სამაგისტრო საფეხური
სადოქტორო საფეხური
2018-2019 წელი
საბაკალავრო საფეხური
სამაგისტრო საფეხური
სადოქტორო საფეხური
2017-2018 წელი
საბაკალავრო საფეხური
სამაგისტრო საფეხური
სადოქტორო საფეხური
2016-2017 წელი
სადოქტორო საფეხური
2015-2016 წელი
სადოქტორო საფეხური
2014-2015 წელი
სამაგისტრო საფეხური
2013-2014 წელი
სადოქტორო საფეხური
2012-2013 წელი
სამაგისტრო საფეხური
სადოქტორო საფეხური
2011-2012 წელი
სამაგისტრო საფეხური
სადოქტორო საფეხური
2010-2011 წელი
სამაგისტრო საფეხური