ასოცირებული პროფესორი, მედიევისტიკის, ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულებით
ირმა ყარაულაშვილმა 1992 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი არმენოლოგიის განხრით. სწავლა განაგრძო ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის მედიევისტიკის ფაკულტეტზე, სადაც 1996 წელს მიენიჭა მაგისტრის წოდება, ხოლო 2004 წელს – დოქტორის ხარისხი (summa cum laude, best dissertation award, 2nd place (2004/5)). 2004-2005 აკადემიურ წლებში იყო პრინსტონის უნივერსიტეტის ელინურ კვლევათა ცენტრის პოსტდოქტორანტი, 2005-2006 წ.წ – პარიზის ადამიანის შემსწავლელ მეცნიერებათა სახლის დიდროს სტიპენდიატი, 2016 წელს კი – რუსთაველის ფონდის მიერ დაწესებულ ოქსფორდის უნივერსიტეტში საქართველოს შემსწავლელ მეცნიერებათა პროგრამის სტიპენდიატი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ასწავლის 2008 წლიდან. 2013-2014 წლებში მიწვეული ლექტორის სტატუსით ლექციებს კითხულობდა მონპელიეს პოლ ვალერის უნივერსიტეტში.
ნარატიული წყაროები, ისტორიოგრაფია, ლიტერატურის ისტორია, ჰაგიოგრაფია, აპოკრიფები
„ალავერდის ოთხთავში შემავალი აბგარის ეპისტოლის წარმომავლობის საკითხისათვის. ნაწილი I“, წახნაგი 3 (2011): 36-65.
„რამდენიმე სიტყვა იუსტინიანეს, ედესის წმინდა სოფიის ტაძრის, ქრისტიანული სიონისა და ეთიოპიური ქრისტიანობის შესახებ“. ქრისტიანულ-არქეოლოგიური ძიებანი 3 (2010): 662-695.
„ედესის მანდილიონი და ჰიერაპოლისის კერამიდიონი ასურელ მამათა ცხოვრების უძველეს რედაქციაში“. საქართველოს სიძველენი 14 (2010): 54-73.
„ედესის მეფე აბგარი და უფლის მიერ რჩეული მმართველის ქრისტიანული იდეის ჩამოყალიბება“. წახნაგი 2 (2010): 157-188.
„ანჩისხატი: კერამიდიონი ჰიერაპოლისიდან თუ მანდილიონი ედესიდან?“ მრავალთავი 20 (2003): 170-178.
"The Date of the Epistula Abgari". Apocrypha 13 (2002): 85-111.
ქართული ლიტერატურა XII-XVIII საუკუნეებში; ძველი ქართული ნარატიული წყაროები; ძველი ქართული საეკლესიო მწერლობა; სემინარი წყაროთმცოდნეობაში (ინტერდისციპლინური) II
საბაკალავრო ნაშრომი (ლიტერატურათმცოდნეობა); ქართული ლიტერატურა XII-XVIII საუკუნეებში; ქართული ლიტერატურის პარადიგმატული ისტორია; ძველი ქართული საეკლესიო მწერლობა; სემინარი წყაროთმცოდნეობაში (ინტერდისციპლინური) I