ლუკა ნახუცრიშვილი

ასოცირებული პროფესორი, ფილოსოფიის მიმართულებით

ლუკა ნახუცრიშვილმა 2008 წელს ბაკალავრიატი დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოსოფიის მიმართულებით, 2008-2010 წლებში სწავლობდა ფილოსოფიას პრაღის, ტულუზისა და ვუპერტალის უნივერსიტეტების ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაში, ხოლო 2010-2013 წლებში პერპინიანისა და ტიუბინგენის უნივერსიტეტებიდან მიიღო შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის დოქტორის წოდება. 2013 წლიდან ასწავლის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში და არის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის მკვლევარი და კოორდინატორი. 2015-2017 წლებში პოსტსადოქტორო კვლევის განსახორციელებლად ალექსანდერ-ფონ-ჰუმბოლდტის ფონდის სტიპენდიით იყო ბერლინის ლიტერატურისა და კულტურის კვლევის ცენტრისა და ბაიროითის უნივერსიტეტის თურნაუს მუსიკალური თეატრის კვლევითი ინსტიტუტის მიწვეული მკვლევარი.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები

კრიტიკული თეორია, ისტორიის ფილოსოფია, ხელოვნების ფილოსოფია, მარქსიზმის ისტორია

რჩეული პუბლიკაციები
„შტრაიკბრეხერი [Streikbrecher]. Ortlos im georgischen Fremdwortschatz“. In: Falko Schmieder, Georg Toepfer (Hg.), Wörter aus der Fremde. Begriffsgeschichte als Übersetzungsgeschichte, Kadmos, Berlin, 2017;
“Richard Wagner als Kulturheros. Metonymien und Inflationen einer brüchigen Identität“ in: Zaal Andronikashvili, Giorgi Maisuradze, Franziska Thun-Hohenstein, Matthias Schwartz (Hg.), Der Kulturheros. Genealogien. Konstellationen. Praktiken, Kadmos, Berlin, 2017;
„ხელოვანი ბოდლერისა და ვაგნერის ეპოქაში და „ტანჰოიზერის“ სკანდალი პარიზის ოპერაში“, შესავალი ესე თარგმანისათვის: შარლ ბოდლერი, რიხარდ ვაგნერი და „ტანჰოიზერი“ პარიზში, მთარგმნელი ლუკა ნახუცრიშვილი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, თბილისი, 2016;
ფაშიზმის თეორიები. დოქტრინა და კრიტიკა, თანაშემდგენლები: ელენე ლადარია, გიორგი მაისურაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი, 2015;
“Corps propre et corps technique(s) – Jean-Luc Nancy et la phénoménologie“ In: Elizabeth A. Behnke, C. Ciocan (éds.), Studia Phaenomenologica XII/2012, « Possibilities of Embodiment », Romanian Society for Phenomenology & Humanitas, 2012;
ონტოლოგია და ეთიკა ემანუელ ლევინასის ფილოსოფიაში, საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემია, თბილისი, 2011;

მიმდინარე სალექციო კურსები

  • წლის გაზაფხულის სემესტრი:
  • 1848 წლის საფრანგეთის რევოლუცია. ფილოსოფია, ისტორია, სოციალური თეორია და კულტურა (საბაკალავრო)
  • ვალტერ ბენიამინის თეზისები „ისტორიის ცნების შესახებ“ (სამაგისტრო)
  • შესავალი თანამედროვე აზროვნებაში II (საბაკალავრო)

სალექციო კურსების კატალოგი

  • 2017-2018 სასწ. წლის შემოდგომის სემესტრი:
    ისტორიის ფილოსოფია. წინსვლის იდეა და მისი კრიტიკა (საბაკალავრო)
    „ხელოვნების რელიგია“. ესთეტურისა და საკრალურის ურთიერთმიმართების პრობლემა გერმანული ხელოვნების თეორიაში (სამაგისტრო)
    შესავალი თანამედროვე აზროვნებაში I (საბაკალავრო)
  • 2014-2015 სასწ. წლის შემოდგომის სემესტრი:
    ჰეგელის „ესთეტიკა“ (საბაკალავრო)
    ჰაიდეგერი და ჰიოლდერლინი (სამაგისტრო)
    2013-2014 სასწ. წლის გაზაფხულის სემესტრი:
    ონტოლოგია და ეთიკა (ტილიხი – ჰაიდეგერი – ლევინასი (სამაგისტრო)