მიხაელ კვანტე

მიხაელ კვანტე ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი თანამედროვე გერმანელი ფილოსოფოსი, მიუნსტერის უნივერსიტეტის პროფესორი და პრორექტორია. მას ეკუთვნის ფუნდამენტური გამოკვლევები ჰეგელის, მარქსის, ადამიანის უფლებების, სოციალური სახელმწიფოსა და თანამედროვე ეთიკური პრობლემატიკის შესახებ.

მიხაელ კვანტე დაიბადა 1962 წელს ზენდენში (გერმანია). 1992 წელს მიენიჭა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი (დისერტაციის თემა „ჰეგელის მოქმედების კონცეფცია“) მიუნსტერის ვესტფალიის ვილჰელმის უნივერსიტეტში, 2001 წელს იმავე უნივერსიტეტში მოამზადა ჰაბილიტაცია „პიროვნული იდენტობა, როგორც ბიოეთიკის პრინციპი“.

იგი იყო დუისბურგ-ესენისა (2003-2005) და კიოლნის (2005-2009) უნივერსიტეტების პროფესორი, ხოლო 2009 წლიდან მიუნსტერის ვესტფალიის ვილჰელმის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის პრაქტიკული ფილოსოფიის სრული პროფესორია.

პროფესორი კვანტე არის ბიოეთიკის ცენტრის (Zentrum für Bioethik) სპიკერი, ბიოეთიკის უმაღლესი კვლევების ცენტრის წევრი და წამყვანი მკვლევარი უმაღლესი დონის კვლევით კლასტერში „რელიგია და პოლიტიკა“(ორივე მიუნსტერის უნივერსიტეტში). 2004-2011 წლებში იყო საერთაშორისო ჟურნალის Ethical Theory and Moral Practice ასოცირებული რედაქტორი, ხოლო 2012 წლიდან არის ჟურნალ Hegel Studien-ის თანარედაქტორი.

მისი სამეცნიერო ინტერესების სფერო მოიცავს გერმანულ იდეალიზმს (განსაკუთრებით ჰეგელისა და მარქსისფილოსოფიას), მოქმედების თეორიას, პიროვნულ იდენტობას, ეთიკასა და ბიოეთიკას. ავტორია  30-მდე  წიგნის და 150-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა.

ავტორია წიგნებისა: „ჰეგელის მოქმედების კონცეფცია“ (Hegel’s Concept of Action, Cambridge University Press 2004, paperback ed. 2007), „სოციალური ევროპის ფორმირება“ (Enabling Social Europe, Springer 2005, თანაავტ. Bernd v. Maydell et.al.), „ჰეგელის სულის ფენომენოლოგია“ (Hegel’s Phenomenology of Spirit, Cambridge University Press, 2008, თანარედ. Dean Moyar), „მორალური რეალიზმი“ (Moral Realism,Helsinki 2004, თანარედ. Jussi Kotkavirta), „პრაგმატული რეალიზმი“ (Pragmatic Idealism, Rodopi 1998, თანარედ. Axel Wustehube).