ნინო ცინცაძე

ასოცირებული პროფესორი, ენისა და მეტყველების თერაპიის მიმართულებით

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ბავშვის განვითარების ინსტიტუტის დირექტორი. 2006 წელს დააფუძნა საქართველოში პირველი ადრეული ჩარევის პროგრამა, ხოლო 2017 წელს, ევროპის რამდენიმე უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, განავითარა და ხელმძღვანელობს ენისა და მეტყველების თერაპიის პირველ სამაგისტრო პროგრამას.

მონაწილეობდა ქართულენოვანი ბავშვის ენის ათვისების კორპუსის შექმნაში და აგრძელებს კვლევით საქმიანობას ენის ათვისების ამ მიმართულებით. მუშაობს ადრეული ინკლუზიური განათლების საკითხებზე და არის ადრეული განათლების კურიკულუმის თანაავტორი.

კვლევითი ინტერესები: ენის ათვისება, ადრეული ინტერვენცია, ადრეული განათლება.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები

ენობრივი განვითარება და განვითარების დარღვევები, ადრეული ჩარევა, ინკლუზიური განათლება.

  • კომუნიკაცია, ენა და მეტყველება, გზამკვლევი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისათვის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი, 2015
  •  ბაგა-ბაღის აღმზრდელ პედაგოგის სახელმძღვანელო, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, თბილისი, 2015
  •  სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამა ბაგა-ბაღებისათვის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი, 2012
  • ათი განსაკუთრებული გაკვეთილი, რესურსწიგნი ინკლუზიური განათლებისათვის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, 2010

მიმდინარე სალექციო კურსები

ენობრივ განვითარებაზე მოქმედი ფაქტორები; სადოქტორო სემინარი 1; ენობრივი განვითარება და დარღვევები

ბავშვის განვითარება და კომუნიკაციურ-ენობრივი განვითარება; კლინიკური პრაქტიკა II: ენის შეფასება და ინტერვენცია; პროფესიული ეთიკა კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპიაში