რიჩარდ სვინბერნის აკადემიური ცხოვრება დაკავშირებულია ოქსფორდის უნივერსიტეტთან, სადაც სწავლობდაფილოსოფიასა და თეოლოგიას. განსაკუთრებით აინტერესებდა საკითხი – გამართლებულია თუ არა რწმენაქრისტიანული რელიგიის სწავლებისა.
რიჩარდ სვინბერნი აღიზარდა ქრისტიანული ტრადიციით. 1995 წელს დატოვა ანგლიკანური ეკლესია და მიიღომართლმადიდებლობა.
სვინბერნმა წლები მიუძღვნა ფიზიკური და ბიოლოგიური მეცნიერებების ისტორიას, რაც მისი ფილოსოფიურირეფლექსიის წყარო იყო.
1963 წლიდან ჰალის უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს ფილოსოფიაში. 1972 წლიდან კილის უნივერსიტეტისფილოსოფიის პროფესორია. ამ პერიოდში მისი აკადემიური ინტერესი იყო რელიგიის ფილოსოფია. 1985-დან 2002 წლამდე იყო ოქსფორდის უნივერსიტეტის ქრისტიანული რელიგიის ფილოსოფიის პროფესორი. 1993 წელს აირჩიესბრიტანეთის აკადემიის წევრად. ლექციებს კითხულობდა მსოფლიოს ბევრ უნივერსიტეტში.
1968 წელს დაიბეჭდა მისი პირველი წიგნი „სივრცე და დრო“. 1971 წელს გამოვიდა „სასწაულის ცნება“. 1981-1997 წლებში გამოიცა ტრილოგია „რწმენა და აზროვნება“, „ღმერთის არსებობა“, „თეიზმის კოჰერენტულობა. პასუხისმგებლობა და ცოდვების გამოსყიდვა“ (1989), „გამოცხადება“ (1992), „ქრისტიანული ღმერთი“ (1994), „განგებადა ბოროტების პრობლემა“ (1998), „ეპისტემური გამართლება“ (2001), „განკაცებული ღმერთის აღდგომა“ (2003), „გონება, ტვინი და თავისუფალი ნება“ (2013), დებატები ჯეიმს სტერბასთან სათაურით „დაუშვებდა კი კეთილიღმერთი ამდენ ტანჯვას?“ (2023).
რიჩარდ სვინბერნი ავტორია პოპულარული წიგნებისა: „არსებობს თუ არა ღმერთი?“ (1996), „იყო თუ არა იესოღმერთი?“ (2008).
რიჩარდ სვინბერნს საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭეს ლიუბლიანის კათოლიკურმა უნივერსიტეტმა (2015), ბუქარესტის დიმიტრი კანტემირის ქრისტიანულმა უნივერსიტეტმა (2016), ლიხტენშტაინის ფილოსოფიის საერთაშორისო აკადემიამ (2017).
2023 წელს მიენიჭა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.