ასოცირებული პროფესორი, ხელოვნების და კულტურის კვლევების მიმართულებით
1989 წელს წარჩინებით დაამთავრა თსუ ისტორიის ფაკულტეტის ხელოვნების ისტორიის და თეორიის განყოფილება. სადიპლომო ნაშრომი პოლონური სამგანზომილებიანი მხატვრული ტექსტილის შესახებ მოამზადა ქ. ლოძის უნივერსიტეტში, პოლონეთში. 1999 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ქართული გობელენის შესახებ. 1992 წლიდან ასწავლიდა თსუ, აზიისა და აფრიკის ინსტიტუტში, მცირე აკადემიაში, სადაც პირველმა დაიწყო ჩინეთის, იაპონიის და ინდოეთის ხელოვნების კურსების წაკითხვა. 2002 წლიდან აქტიურად მუშაობს სამუზეუმო სფეროში და მონაწილეობს მის რეფორმაში. 2006 აპრილიდან 2014 დეკემბრამდე იყო აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი. არის მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM) საქართველოს ეროვნული კომიტეტის თანადამფუძნებელი და საბჭოს წევრი. აქვს არასამთავრობო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი და მრავალფეროვანი გამოცდილება, რომლის ძირითადი სფეროებია: ჩინური კულტურა (საქართველო-ჩინეთის მეგობრობის საზოგადოება), მხატვრული ტექსტილი (ქართული ტექსტილის ჯგუფი), მუზეუმი (საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, ICOM საქართველო). 2010 წლიდან ასწავლის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.
რჩეული პუბლიკაციები
წიგნები
ინდოეთის ხელოვნება; მუზეუმი-სოციალური და კულტურული ასპექტები; სამუზეუმო საქმის შესავალი; ჩინეთის ხელოვნება
იაპონიის ხელოვნება; საგანმანათლებლო პროგრამები მუზეუმში; სამუზეუმო საქმის შესავალი; ხელოვნების წარდგენა აუდიტორიისთვის
სურათის სივრცე ევროპისა და შორეული აღმოსავლეთის ტრადიციაში (შემ) საბაკალავრო
მუზეუმი – სოციალური და კულტურული ასპექტები (გაზ) საბაკალავრო
სამუზეუმო საქმის შესავალი // სრულად განახლდა (გაზ, შემ) შესავალი კურსი
სამუზეუმო გამოფენები (გაზ, შემ) საბაკალავრო
სამუზეუმო მენეჯმენტი (გაზ, შემ) საბაკალავრო
საგანმანათლებლო პროგრამები მუზეუმში (გაზ) საბაკალავრო
საქართველოს მუზეუმები (გაზ) საბაკალავრო
იაპონიის ხელოვნება (შემ) საბაკალავრო
ჩინეთის ხელოვნება (გაზ) საბაკალავრო
ინდოეთის ხელოვნება საბაკალავრო
სამუზეუმო საქმის შესავალი (იგივე: თანამედროვე მუზეუმი – გამოწვევები და პერსპექტივები) (გაზ) საბაკალავრო
სამუზეუმო პრაქტიკა (გაზ) საბაკალავრო
თანამედროვე მუზეუმი – გამოწვევები და პერსპექტივები საბაკალავრო
შორეული აღმოსავლეთის კულტურის საფუძვლები საბაკალავრო
ჩინეთის და იაპონიის ხელოვნების საფუძვლები საბაკალავრო