სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მიმართულებით პროფესორი
შალვა მატუაშვილმა (დაბ. 1958) 1980 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. 1987 წლიდან მუშაობდა საქართველოს სურათების ეროვნული გალერეაში შემოქმედებითი სახელოსნოს ხელმძღვანელად, სულხან-საბა ორბელიანის სახ. სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში – მოწვეულ პედაგოგად. 2005-2010 წლებში იყო სამხატვრო აკადემიის მოწვეული პეადგოგი. 2007 წლიდან მუშაობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ცენტრის პედაგოგად (ხატვა, ფერწერა, დაზგური ფერწერისა და ნახატის კომპოზიცია). 2017 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მიმართულების ასოცირებული პროფესორია სახვით ხელოვნებაში. 1987 წლიდან მონაწილეობს რესპუბლიკურ და საერთაშორისო ჯგუფურ გამოფენებსა და აქციებში, აწყობს პერსონალურ გამოფენებს.
ჯგუფური და პერსონალური გამოფენები (ადგილობრივი)
ასევე მოსკოვის, ტოკიოს, მილანის, პარიზის, ბერლინის, ნიუ-იორკისა და საქართველოს კერძო კოლექციები
ხატვისა და ფერწერის სტუდიური კურსი 4: შიშველი ფიგურა
ხატვისა და ფერწერის სტუდიური კურსი 3: ადამიანის ფიგურა. სტუდიური კურსი
2007 წლიდან კითხულობდა ხატვისა და ფერწერის ხუთსაფეხურიან კურსებს. 2012 წლიდან დღემდე კითხულობს საბაკალავრო პროგრამის ხატვისა და ფერწერის სტუდიურ კურსებს: