1963 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი; 1963-დან 1967 წლამდე იყო ამავე უნივერსიტეტის ასპირანტი ახალი ქართული ენის განხრით. 1972 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია (თემა „სიტყვათგანლაგება ახალ ქართულში” (X1X-XX სს-ის პროზაული მასალის მიხედვით)); 2003 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „მიმართვის ფორმათა სტრუქტურა და ფუნქციონირება ახალ ქართულში“.
შუქია აფრიდონიძე სხვადასხვა დროს მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი ქართული ენის კათედრასთან არსებულ ტოპონიმიკის ლაბორატორიასა და არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში. 2006 წლიდან იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ქართული ენის სწავლებისა და კვლევის მიმართულების ხელმძღვანელი, აკადემიური საბჭოს წევრი და ემერიტუს-პროფესორი.
ბიბლიოგრაფია
- საქართველოს ტოპონიმია, ქვემო იმერეთი: ლექსიკონი ინვერსიული ლექსიკონითა და რუკებით (შემდგენელი). თბილისი, თსუ, 2003. 678 გვ.
- ჟურნალისტის სტილისტიკური ცნობარი(თანარედაქტორი). თბილისი, ჟურნალისტთა საერთ. ცენტრი, 2002. 270 გვ.
- ჩვენი ენა ქართული(ავტორი). თბილისი, არჩილ სულაკაურის გამომცემლობა, 2002. 168 გვ. ISBN: 99928-52-78-X
- ტესტები ქართულ ენაში (მასწავლებელთა ატესტაციისათვის)(შემდგენელი) თბილისი, 1997. 39 გვ.
- საბჭოთა კავშირის გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი(რედაქტორი). თბილისი, ქართული საბჭ. ენციკლოპ. მთ. სამეცნ რედაქცია, 1987. 250 გვ.
- სიტყვათგანლაგება ახალ ქართულში: ენათმეცნიერება (ავტორი). თბილისი, მეცნიერება, 1986. 150 გვ.