თამარ ლომიძე

თამარ ლომიძემ 1971 წელს დაამთავრა თბილისის ივ.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1978 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „მხატვრული ინდივიდუალობის პრობლემა ლიტერატურაში“, ხოლო 2006 წელს – სადოქტორო დისერტაცია თემაზე „მხატვრული აზროვნების თავისებურებები ქართულ რომანტიზმში“ . 1973 -2010 წლებში მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში უფროს მეცნიერ თანამშრომლად; 2004-2012 წლებში – შეფასებისა და გამოცდების ცენტრში ზოგადი უნარების ჯგუფისა და ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფის ექსპერტად; 2006 წლიდან მუშაობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო ემერიტუსი.

თამარ ლომიძე არის 60-მდე პუბლიკაციის ავტორი (ადგილობრივ და საერთაშორისო აკადემიურ გამოცემებში); მას გამოქვეყნებული აქვს სამი მონოგრაფია: „ქართული რითმის ისტორიიდან“ (გამომც. „მეცნიერება“,1988); „ქართული რომანტიზმის პოეტიკა“ (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2014), სადაც პირველად არის მონოგრაფიულად შესწავლილი ქართული რომანტიზმის პოეტიკა და შემოთავაზებულია ანალიზის ახალი მეთოდოლოგია; და „ქართული ლექსი: სტრუქტურა და სემანტიკა“ (თსუ გამომცემლობა, 2021), სადაც ახლებურადაა გაანალიზებული ქართული ვერსიფიკაციის პრობლემური საკითხები.

თამარ ლომიძეს 2015 წელს მიენიჭა გრიგოლ კიკნაძის სახელობის პრემია მონოგრაფიისთვის „ქართული რომანტიზმის პოეტიკა“, ხოლო 2022 წელს – ლიტერატურული პრემია „ანა “ (აირის მერდოკის რომანის „ზღვა, ზღვა“ თარგმნისთვის). თამარ ლომიძე არის ჟურნალების – „ლიტერატურული ძიებანი“ და „სჯანი“ – რედკოლეგიის წევრი, ასევე – შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის ქართული ასოციაციის წევრი.

 

სამეცნიერო ინტერესის სფეროები
  • ქართული ლიტერატურის ისტორია
  • ლექსმცოდნეობა
  • თეორიული პოეტიკა
  • ლინგვისტური პოეტიკა
  • სემიოტიკა
  • შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობა

რჩეული პუბლიკაციები :

წიგნები

  • მონოგრაფია „ქართული რითმის ისტორიიდან“. თბ., 1988; „ქართული რომანტიზმის პოეტიკა“ (თბ., 2014);
  • მონოგრაფია „ქართული ლექსი: სტრუქტურა და სემანტიკა“ (2021)

სტატიები ჟურნალებში

  • On the Character of Georgian Verse. Studia Metrica et Poetica. vol 8, №2 (2021).;
  • რიტმული დანაწევრების ფუნქცია ლექსში. სჯანი, 2021, № 22; „მერანი“ და „ლურჯა ცხენები“. გალაკტიონოლოგია, 2019;
  • ილია ჭავჭავაძის პოეტიკა: ძირითადი ტენდენციები. სჯანი, 2019, № 20/1;
  • Gregory the Theologian’s Hymns „To the Evil“ and Nikoloz Baratashvili’s „Evil Spirit“. Christian Sources of Georgian Romanticism (ქ. ბეზარაშვილთან ერთად). Pro Georgia. Journal of Kartvelological Studies, Nowy Prometeusz, Warszawa, 2011; მეორეული სემანტიკა პოეტურ ტექსტში. სემიოტიკა, 2009, №6; Self Conception in the Works of Georgian Romanticist Poets. ცივილიზაციური ძიებანი, 2007, №5;
  • რუსული ფორმალიზმი. ლიტერატურის თეორია (მე-20 საუკუნის ძირითადი მეთოდოლოგიური კონცეფციები და მიმდინარეობები). თბ., 2006;
  • კარნავალური მოტივები ქართველ რომანტიკოსთა შემოქმედებაში. „ლიტერატურული ძიებანი“, 2004, XXV; ფერის მხატვრული გააზრების თავისებურებები ნიკ.ბარათაშვილის პოეზიაში. „ლიტერატურული ძიებანი“, 2000, XXI;
  • პოეტური ტექსტის ანალიზის ლინგვისტური საფუძვლები. „სჯანი“, 2000, №1; „მერანი“ (სტრუქტურული ანალიზი) .„ლიტერატურა და ხელოვნება“, 1992, №1-2.

პუბლიკაციების ვრცელი სია

  • On the Character of Georgian Verse. Studia metrica et Poetica. vol. 8, №2 (2021);
  • რიტმული დანაწევრების ფუნქცია ლექსში. სჯანი, 2021, №22;
  • აკაკი წერეთლის პოეტიკა: ძირითადი ტენდენციები. სჯანი, 2020, 21;
  • სიკვდილისა და სიცოცხლის მეტაფორათა სემანტიკა პირველყოფილ ცნობიერებაში.ლიტერატურათმცოდნეობის XIV საერთაშორისო სიმპოზიუმის მოხსენებათა კრებული, 2020;
  • ილია ჭავჭავაძის პოეტიკა: ძირითადი ტენდენციები. სჯანი, 2019, №20/1;
  • დროის კონცეფცია აკა მორჩილაძის „ფალიაშვილის ქუჩის ძაღლებში“.ლიტერატურათმცოდნეობის XIII საერთაშორისო სიმპოზიუმის მოხსენებათა კრებული, 2019;
  • „მერანი“ და „ლურჯა ცხენები“.გალაკტიონოლოგია“, 2019, VIII;
  • ასი უძველესი იაპონური ლექსი ქართულ ენაზე.სჯანი, 2018,№19;
  • სტრუქტურა და სემანტიკა (ჩახრუხაულის „სემანტიკური შარავანდის“ შესახებ). ევროპული და აღმოსავლური მყარი სალექსო ფორმები ქართულ პოეზიაში. (I), თბ., „მერიდიანი“, 2018.
  • ქართული იამბიკოს კვლევის ისტორიიდან.ევროპული და აღმოსავლური მყარი სალექსო ფორმები ქართულ პოეზიაში. (I), თბ., „მერიდიანი“, 2018;
  • ანბანთქებათა სტრუქტურა და ფუნქციები ქართულ პოეზიაში.ევროპული და აღმოსავლური მყარი სალექსო ფორმები ქართულ პოეზიაში. (I),თბ., „მერიდიანი“, 2018;
  • ტრიოლეტი საქართველოში. ევროპული და აღმოსავლური მყარი სალექსო ფორმები ქართულ პოეზიაში. (I), თბ., „მერიდიანი“, 2018;
  • ქალური დისკურსის მხატვრული მახასიათებლები ანა კალანდაძის პოეზიაში.ლიტერატურული ძიებანი, 2017, XXXVIII;
  • ქართული რომანტიზმის პოეტიკა. რომანტიზმი ლიტერატურაში ეპოქათა და კულტურათა გზაჯვარედინზე. შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მე11 საერთაშორისო სიმპოზიუმის მასალები. თბ., 2018;
  • ტრიოლეტი მე-20 საუკუნის 10-20-იანი წლების ქართულ პოეზიაში. გელათის მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალი. 3-4 (2017);
  • ქართული იამბიკოს შესწავლის ისტორიიდან. ლექსმცოდნეობის მეცხრე სამეცნიერო სესიის მასალები. თბილისი. 2016 წელი;
  • კონცეპტუალური მოდელირება პოეტურ ენაში (რომანტიკული და სიმბოლისტური მოდელები). სემიოტიკა 17 (2017);
  • მეტაფორა და მეტონიმია ქართულ რომანტიკულ პოეზიაში. „სემიოტიკა“ 14 (2014).
  • სულხან-საბა ორბელიანის „სიტყვის კონა“ (სემანტიკური სტრუქტურა). „სემიოტიკა“ 13 (2013);
  • „მახვილი ძველ ქართულში და „ვეფხისტყაოსნის“ რითმის პრობლემა“ .შედარებითი ლიტერატურის კრებული, 1, 2013;
  • კლასიკური ეპისტემეს ცნება და სულხან-საბა ორბელიანის „სიტყვის კონა“. კრებ. XVI-XVIII საუკუნეების ქართული ლიტერატურა (აღმოსავლურ-დასავლური კულტურულ-ლიტერატურული პროცესების გზასაყარზე). თბ., 2012;
  • „საყოველთაო გრამატიკის“ შექმნა დასავლეთ ევროპაში და ანტონ კათალიკოსის გრამატიკა“. კრებ. XVI-XVIII საუკუნეების ქართული ლიტერატურა (აღმოსავლურ-დასავლური კულტურულ-ლიტერატურული პროცესების გზასაყარზე). თბ., 2012;
  • XVI-XVIII საუკუნეების ლიტერატურის კვლევის მეთოდოლოგიური გამოცდილება ევროპულ ლიტერატურათმცოდნეობაში. კრებ. XVI-XVIII საუკუნეების ქართული ლიტერატურა (აღმოსავლურ-დასავლური კულტურულ-ლიტერატურული პროცესების გზასაყარზე). თბ., 2012;
  • კლასიკური ეპისტემის ცნება და ქართული ანბანთქებები. სემიოტიკა 12 (2012);
  • K. Bezarashvili, T. Lomidze. Old Christian Hymns (Adversus Eumdem) in Byzantium and the Poetry of Georgian Romanticism. Scripta and e-Scripta. 10-11. 2012, pp. 149-170;
  • „მოტივი“ – კრებ. „ლიტერატურათმცოდნეობის შესავალი“(შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის გამოცემა). 2012;
  • გრიგოლ ღვთისმეტყველის ციკლი „ბოროტისა მიმართ“ და ნიკოლოზ ბარათაშვილის „სულო ბოროტო“: ქართული რომანტიზმის ქრისტიანული წყაროები. „წახნაგი“ (ფილოლოგიურ კვლევათა წელიწდეული). 2012, 3. (ქ. ბეზარაშვილთან ერთად);
  • კიდევ ერთხელ ენობრივი ექსპერიმენტების შესახებ ფუტურისტულ პოეზიაში. ლექსმცოდნეობის კონფერენციის მასალები (IV). თბ., 2011;
  • Gregory the Theologian’s Hymns „To the Evil“ and Nikoloz Baratashvili’s „Evil Spirit“. Christian Sources of Georgian Romanticism (ქ. ბეზარაშვილთან ერთად). Pro Georgia. Journal of Kartvelological Studies, Nowy Prometeusz, Warszawa, 2011;
  • სოსიურის ანაგრამათა თეორია და ენობრივი ექსპერიმენტები ფუტურისტულ პოეზიაში“. სემიოტიკა 9 (2011);
  • უცნაურისა და გაუცნაურების ცნებათა სემანტიკა მე-20 საუკუნის 10-20-იანი წლების კულტურაში. სემიოტიკა 10 (2011);
  • ლინგვისტიკა და პოეტიკა. სემიოტიკა 7 (2010);
  • მეტაფორა და მეტონიმია. „სემიოტიკა“, 2009, №5;
  • ამაღლებულისა და განსაცვიფრებლის ცნებები ძველ ლიტერატურულ-თეორიულ ნააზრევში და გალაკტიონთან (ქ. ბეზარაშვილთან ერთად) – „წახნაგი“ (ფილოლოგიურ კვლევათა წელიწდეული), თბ., 2009, №1;
  • მეორეული სემანტიკა პოეტურ ტექსტში. „სემიოტიკა“, 2009, №6;
  • ალიტერაცია და პარონიმული ატრაქცია – ლექსმცოდნეობის კონფერენციის მასალები (II). თბ., 2009;
  • სტრუქტურა და სემანტიკა (ქ. ბეზარაშვილთან ერთად). „სემიოტიკა“, 2008, №4;
  • ანალიტიკური ტერმინოლოგია ი. ტინიანოვის სალექსო ენის პრობლემაში“ – ლექსმცოდნეობის მეორე სამეცნიერო სესიის მასალები, თბ., 2007;
  • ფილოსოფია და პოეზია (ფიხტე და ბარათაშვილი) . „სემიოტიკა“, 2007, №2;
  • Self Conception in the Works of Georgian Romanticist Poets. ცივილიზაციური ძიებანი, 2007, №5;
  • რითმა – სინტაგმა თუ სისტემა? „სემიოტიკა“, 2007, №1;
  • მეტონიმია ჟენეტთან .„სჯანი“, 2006, №7;
  • სტრუქტურალიზმი – ლიტერატურის თეორია (მე-20 საუკუნის ძირითადი მეთოდოლოგიური კონცეფციები და მიმდინარეობები). თბ., 2006;
  • რუსული ფორმალური სკოლა - ლიტერატურის თეორია (მე-20 საუკუნის ძირითადი მეთოდოლოგიური კონცეფციები და მიმდინარეობები). თბ., 2006;
  • კარნავალური მოტივები ქართველ რომანტიკოსთა შემოქმედებაში. „ლიტერატურული ძიებანი“, 2004, XXV;
  • ალ. ჭავჭავაძის პოეტური სტილის პრობლემა. „ლიტერატურული ძიებანი“, 2002, XXIII;
  • თეორიული დაფუძნების პრობლემა პოეტიკაში. „სჯანი“, 2002, №3;
  • ნიკ. ბარათაშვილის „ხმა იდუმალი“ (სტრუქტურული ანალიზი). „ლიტერატურა და ხელოვნება“, 1999, №3;
  • მხატვრული აზროვნების თავისებურებები ქართულ რომანტიზმში. ლიტერატურული ძიებანი“, 1998, XIX;
  • ნიკ. ბარათაშვილის პოეტური სტილის პრობლემა, ჟურნ. „ახალი პარადიგმები“, 1998, №1;
  • გრ. ორბელიანის „ჩემს დას ეფემიას“ (სტრუქტურული ანალიზი). ლიტერატურა და ხელოვნება“ 1998, №2;
  • ალ. ჭავჭავაძის „გოგჩა“. ლიტერატურა და ხელოვნება, 1998, №1;
  • „მირბის, მიმაფრენს…“ – კრებ. „ ლექსი, მხოლოდ ერთი ლექსი“. თბ., 1995;
  • განწყობა და ლექსის მუსიკა. კრებ. „ჭაშნიკი“, თბ., 1984;
  • Семантика метафор жизни и смерти в первобытном сознании. კონფერენციის „Проблема комплексного изучения художественного творчества“ მასალათა კრებული (ყაზანი, 1980);
  • Общая теория фундаментальных отношений личности и некоторые вопросы художественного творчества“ – არაცნობიერი ფსიქიკურის პრობლემებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სიმპოზიუმის მასალები, ტ. 2, თბ.,1979.

მხატვრული თარგმანები

  • ვლადიმირ ნაბოკოვი. ლოლიტა (2002). გამომც. „ლოგოს-პრესი“
  • ერნესტო ჩე გევარა. მოტოციკლისტის დღიური (2013). გამომც. „დიოგენე“
  • ტომას პინჩონი. ლოტ-49-ს გამოცხადება (2013). გამომც. „დიოგენე“
  • ფილიპ როთი. ამერიკული პასტორალი (2014). გამომც. „დიოგენე“
  • ჯეფრი იუჯინიდისი. თვითმკვლელი ქალწულები (2015). გამომც. „დიოგენე“
  • ტრეისი შევალიე. გოგონა მარგალიტის საყურით(2016). გამომც. „დიოგენე“
  • სიუ მონკ კიდი. ფუტკრების იდუმალი ცხოვრება (2017). გამომც. „დიოგენე“
  • რეიმონდ კარვერი. რაზე ვსაუბრობთ, როდესაც ვსაუბრობთ სიყვარულის შესახებ (2017).. გამომც. „დიოგენე“
  • აირის მერდოკი. შავი პრინცი.2019.. გამომც. „დიოგენე“
  • აირის მერდოკი. ზღვა, ზღვა. 2021.. გამომც. „დიოგენე“