პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი. ენათმეცნიერება.
თამარ მახარობლიძემ 1981 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. იგი საქართველოსა და უცხოეთში გამოცემული 30-ზე მეტი წიგნის, მონოგრაფიისა და სახელმძღვანელოს, ასევე ასზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, საბავშვო წიგნისა და ორასამდე უცხოური ტელე- და რადიო პროექტის, დოკუმენტური ფილმების, სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი მხატვრული და ანიმაციური ფილმების ავტორია. თ. მახარობლიძე გახლავთ ქართული ჟესტური ენის კვლევების ფუძემდებელი. მან შექმნა პირველი ქართული დაქტილური ანბანი ადგილობრივ ყრუთა თემისთვის, ასევე პირველი ქართული ლორმის ანბანი უსინათლო ყრუებისთვის.
2017 წელს, როგორც შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის კონკურსში გამარჯვებულს, გადაეცა წლის საუკეთესო მეცნიერის ჯილდო (საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები).
ზოგადი ენათმეცნიერება, ჟესტური ენები, ქართველოლოგიური კვლევები, მეტყველების განვითარება, კვანტიტატიური ლინგვისტიკა, ენათა სწავლება
წიგნები
თავი წიგნში
წიგნის რედაქტორობა
რეცენზირება
წიგნის თავი
სტატიები სამეცნიერო ჟურნალებში:
კონფერენციის თეზისები
მორფოლოგია 1; მორფოლოგია 2; ჟესტური ენები; ქართული ჟესტური ენა
მორფოლოგია 1; ქართული ენის ტიპოლოგიური ანალიზი
ქართული ჟესტური ენა - https://www.youtube.com/watch?v=MJRts86u3yA
ქართული ჟესტური ენა – https://www.youtube.com/watch?v=MJRts86u3yA