2001 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ბაკალავრიატი, სპეციალობით — ქართული ენა და ლიტერატურა; კლასიკური ფილოლოგია, ხოლო 2003 წელს – ამავე უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის მაგისტრატურა, სპეციალობით კლასიკური ფილოლოგია. 2006 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი (აკადემიური დოქტორის ხარისხი).