დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპული ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის ფრანგული ფილოლოგიის განყოფილება.
1999 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „ანთროპოცენტრიზმი და კომუნიკაციური ლინგვისტიკა”.
იკვლევდა რომანულ ენებს, ასევე ლინგვისტიკისა და ენის ფილოსოფიის, კულტუროლოგიის უმნიშვნელოვანეს აქტუალურ საკითხებს; მუშაობდა ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორის თანამდებობაზე; 2009 წელს ილიას უნივერსიტეტმა პროფესორ ემერიტუსის საპატიო წოდება მიანიჭა; 2017 წლიდან მულტიდისციპლინური მკვლევარი კავკასიური სახლის კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამის მსმენელთათვის კითხულობდა ლექციების სამ სპეციალურ კურსს: „სახარებისეული ტექსტი და თანამედროვე აზროვნება”, „პედაგოგიკა და განათლების სისტემა”, „არასწორხაზოვანი აზროვნება”.
ბიბლიოგრაფია
- „სიღრმეთა დიალოგი და „ტრაგიკული ტრიადა“ (ლექციები მეტათეორიასა და კულტურის თეორიაში). თბილისი. ენა და კულტურა, 2006
- „კომუნიკაციური ლინგვისტიკა“ (მონოგრაფია). თბილისი. „ენა და კულტურა“,2004.
- კულტუროლოგიის საფუძვლები = Grundlagen der Kulturologie: ლექციების კურსი (ავტორი). თბილისი, ენა და კულტურა, 2004. 162 გვ.,ISBN: 9994023489
- დასავლეთი: ლექციები დასავლეთის ჰერმენევტიკაში (ავტორი). თბილისი, ენა და კულტურა, 2000. 165გვ. ISBN: 999288651X
- ანთროპოცენტრიზმი და კომუნიკაციური ლინგვისტიკა: თეორიული სინთეზი (ავტორი). თბილისი, ენა და კულტურა, 1998. 175 გვ.
- ლექციები ენათმეცნიერების შესავალსა და ზოგად ენათმეცნიერებაში: ზოგადთეორიული საკითხები (ავტორი). თბილისი, ენა და კულტურა, 1997. 192 გვ.