მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

პროფესორი, კინოს ისტორიისა და თეორიის მიმართულებით





დაიბადა 1957 წლის 7 მარტს თბილისში. 1979 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია ხელოვნებათმცოდნის სპეციალობით (კინოფილმის სახვითი გადაწყვეტა). 1987 წელს გ. ჩუბინაშვილის სახელობის ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია „ქართული ფილმების სახვითი გადაწყვეტა“. 1993-94 წლებში ჰქონდა დიდროს სტიპენდია პარიზის „ადამიანის ინსტიტუტში“, მუშაობდა თემაზე „კინოს ენა და ფილმის აღქმის თავისებურებები“. 1981 წლიდან მუშაობს პედაგოგად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში, ილიას უნივერსიტეტში. 1995 წლიდან მუშაობს „რადიო თავისუფლებაში“ კულტურის მიმომხილველად. 1995 წლიდან – სახელმწიფო ტელევიზიის კინორედაქციაში („პირველი არხი“), 1997 წლიდან – „რუსთავი – 2“-ში (გადაცემა „ფსიქოს“ წამყვანი და ავტორი), 2008 წლიდან არის პირველი არხის და „რადიო თავისუფლების“ ერთობლივი პროექტის „წითელი ზონის” ავტორი, 2017 წლიდან გადაცემა „ანარეკლების („რადიო თავისუფლებისა და აჭარის ტელევიზიის ერთობლივი პროგრამის) ავტორი და წამყვანი.
სხვადასხვა დროს წაიკითხა ლექციები კონსტანცის (გერმანია), სორბონის (საფრანგეთი), კლერმონფერანის (საფრანგეთი), ბათუმის უნივერსიტეტებში. 2003-2011 წწ. იყო ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ აღმასრულებელი საბჭოს წევრი.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

კინოს ენა და ფილმის აღქმის თავისებურებები, ფილმის სახვითი გადაწყვეტა, ცენზურის ისტორია კინოში

რჩეული პუბლიკაციები:
1 Konflikt und Kooperation im Südkaukasus 2015 Berlin
2. ”Sergei Paradjanov’s ecumenical vision” (“Armenian review, vol. 42 University of California. Los angeles
3. „კინოს ენის შესახებ “, კინო”,1991, N3
4. “Le cinema georgien”. (Paris. “Centre Georges Pompidou, 1988
5. ეიზენშტეინი, ელ გრეკო და კინო, „საბჭოთა ხელოვნება“,1986, N11

წიგნები
1 Grenzlan Konflikt und Kooperation im Südkaukasus 2015 Berlin
2. „ცრემლიანი სათვალე“ , 2013, თბილისი
3. „ადამიანის უფლებები და ქართული კულტურა“, 2008, თბილისი
4. “Caucasus. Cultural aspects of Armenia, Azerbaijan, Georgia” (Apollonia 2003)
5. Sergej Ejzenštejn : oltre il cinema [Venezia] : La Biennale ; c1991
6. “Le cinema georgien”. (Paris. “Centre Georges Pompidou, 1988
სტატიები ჟურნალებში

1. „ქართული ფილმების სახვითი გადაწყვეტა“, „საბჭოთა ხელოვნება”, 1983, N5
2. მიხეილ კალატოზიშვილი -– პოეტი, „საბჭოთა ხელოვნება“, 1984, N6
3. „აზრი, გამოხატული სტილით – მიქელანჯელო ანტონიონი, „კინო“, 1985,N 3
4. „კინოს ენის შესახებ“, „კინო“, 1989, N4
5. „ქართული კინოავანგარდი“, „კინო“, 1990

პუბლიკაციების ვრცელი სია
1.„დრო და სივრცე ლუკინო ვისკონტის შემოქმედებაში“ (1984, „საბჭოთა ხელოვნება”)
2. „ელ გრეკო, ეიზენშტეინი და კინო“(1986, „საბჭოთა ხელოვნება“)
3. „ტელეფილმი, როგორც ხელოვნება“ („კინო“,1989)
4. “Le cinema georgien”. (Paris. “Centre Georges Pompidou, 1988
5. “Sergei Paradjanov” (“Le cinema armenien”. Paris “Centre Georges Pompidou, 1993)
6. “Die filmische neoavangarde der 60er jahre” (Bonn, 1994)
7. „უიარაღოდ, მხოლოდ თვალით“ („ახალი პარადიგმები“, 1999)
8. “Georgian cinema – attitude towards present-day reality” “Caucasus. Cultural aspects of Armenia, Azerbaijan, Georgia” (apollonia 2003)
9.”Sergei Paradjanov’s ecumenical vision” (“Armenian review, vol. 42 University of California. Los angeles

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

საბაკალავრო: 1. მსოფლიოს კინოს ისტორია. კინოს დაბადების წინაპირობები, ფოტოგრაფია, უხმო კინო; 2 კინოენა და კინოფილმის აღქმის თავისებურებანი; 3. შესავალი კინოაზროვნებაში
სამაგისტრო: კინოხელოვნება და ცენზურა

1. კინოს თეორიის ისტორია(2010-2014)
2. საზღვარგარეთული კინოს ისტორია (1985-2014)
3. ფილმის ანალიზი (2002-2010)
4. კინოკრიტიკის სემინარი (1987-2010)

  1. ერიკ რომერი https://www.youtube.com/watch?v=52vNtFUDKQs&t=756s
  2. მონტაჟური კინოს კრიტიკა https://www.youtube.com/watch?v=qtN6e0JK5FI&t=3342s
  3. ლუკინო ვისკონტი https://www.youtube.com/watch?v=YgvGg-lrH6A&t=31s
  4. ქართული კინოავანგარდი https://www.youtube.com/watch?v=mqlFQs5BpNs&t=29s
  5. კინო და ფსიქოანალიზი https://www.youtube.com/watch?v=Zr5Zl_5XZfI&t=4s
  6. კინო და ახალი გერმანია https://www.youtube.com/watch?v=jTuRBV2QdP0&t=12s
  7. პავლიკ მოროზოვის ლეგენდა და ბეჟას მდელო https://www.youtube.com/watch?v=iF6aGfcRxp4&t=24s