მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ასოცირებული პროფესორი, მუსიკის მიმართულებით





ნინო მამრაძემ 1977 წელს დაამთავრა პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორიის საფორტეპიანო ფაკულტეტი (ხელმძღვანელი: პროფ. იაკობ ზაკი, სსრკ სახალხო არტისტი), ხოლო 1981 წელს – ამავე
კონსერვატორიის ასპირანტურა წითელ დიპლომზე სსრკ სახალხო არტისტ, პროფესორ ლევ ვლასენკოს ხელმძღვანელობით. 1979-1993 წლებში ნინო აქტიურ საშემსრულებლო მოღვაწეობას ეწევა როგორც
საქართველოს ფილარმონიის სოლისტი. 1993-2003 წლებში ის ქაიროს ხელოვნების აკადემიის მოწვევით იწყებს მუშაობას კლასიკური მუსიკის მოწვეულ ექსპერტად. ამავდროულად, ქაიროს ოპერის სოლისტი და
კონცერტმაისტერია, და ასწავლის ამავე ოპერის სკოლაში. 2004 წელს ნინო ბრუნდება საქართველოში და ამ დროიდან 2008 წლამდე თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ლექტორია. 2005-2011 წლებში ის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის №1 ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის (ნიჭიერთა ათწლედის) დირექტორად გვევლინება. პარალელურად აქტიურ მონაწილეობას იღებს მუსიკალური განათლების საშუალო რგოლის რეფორმირებაში: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად მან შეიმუშავა რეფორმის ძირითადი მიმართულებები და ახალი სასწავლო პროგრამები. 2009 წელს პროფესორ მარინა ადამიასთან ერთად ნინო მამრაძე აარსებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მუსიკის ცენტრს, სადაც ამჟამად ასწავლის საფორტეპიანო ხელოვნების ისტორიას, თეორიასა და პრაქტიკას როგორც საბაკალავრო, ისე სადოქტორო საფეხურებზე.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

ნინო მამრაძის ინტერესების ერთ-ერთ მნიშვნელოვან სფეროს მუსიკის სწავლების მეთოდიკა წარმოადგენს საშუალო და უმაღლეს დონეებზე. ასევე, საქართველოში ძველებური (კერძოდ, რენესანსისა და ბაროკოს პერიოდის) და
თანამედროვე მუსიკის შესრულების ტრადიციების გაძლიერება და განვითარება.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მუსიკის ცენტრის სტუდენტის, ბადი
ანთაძის სოლო კონცერტი (ხელმძღვანელი ნინო მამრაძე). ბერლინი, 2020
 ცოტნე ზედგინიძის სოლო კონცერტი (ხელმძღვანელი ნინო მამრაძე).
თბილისი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2019
 ირინა სულხანიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო (ხელმძღვანელი
ნინო მამრაძე), 2019
 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის
ბენეფიციარებისათვის ორგანიზებული საქველმოქმედო კონცერტი
(მონაწილეები- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მუსიკის ცენტრის
სტუდენტები და ცოტნე ზედგინიძე; ხელმძღვანელი ნინო მამრაძე),
თბილისი, 2019
 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მუსიკის ცენტრის სტუდენტის, ბადი
ანთაძის სოლო კონცერტი. (ხელმძღვანელი ნინო მამრაძე), თბილისი, 2019
 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მუსიკის ცენტრის დოქტორანტებისა
და ამსტერდამის სამეფო აკადემიის დოქტორანტების გაერთიანებული
კონცერტი (ორგანიზატორი და ხელმძღვანელი ნინო მამრაძე), თბილისი,
2018
 დოქტორანტების ნათია ბერაიას და დაჩი თაქთაქიშვილის სოლო
კონცერტი (ხელმძღვანელი ნინო მამრაძე), 2018
 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მუსიკის ცენტრის სტუდენტის, ბადი
ანთაძის სოლო კონცერტი (ხელმძღვანელი ნინო მამრაძე), 2018

 საშემსრულებლო მიმართულების სტუდენტთა სისტემატური
ყოველსემესტრული საანგარიშო კონცერტები (ხელმძღვანელი ნინო
მამრაძე), 2010-დღემდე
 საკლავიშო ხელოვნების მიმართულების საჯარო ლექცია -კონცერტების
ციკლი, 2010-2017.
 ფლეიტისა და საფორტეპიანო მუსიკის კონცერტების ციკლი.
შემსრულებლები: მაგდალენა კუნი (ფლეიტა) და ნინო მამრაძე
(ფორტეპიანო), თბილისი, 2009-2010
 კამერული მუსიკის კონცერტების სერია (აკომპანიატორი ნინო მამრაძე),
თბილისი, 2005
 კამერული მუსიკის კონცერტების სერია (აკომპანიატორი – ნინო მამრაძე),
2004
 მონაწილეობა ქაიროს ოპერის საკონცერტო სერიებში (15-ზე მეტი, როგორც
სოლისტი და აკომპანიატორი), ეგვიპტე, 2002-2003
 მონაწილეობა სოლო და კამერულ კონცერტებში (12-ზე მეტი, როგორც
სოლისტი და აკომპანიატორი). ქაირო, რუსეთის კულტურის ცენტრი;
იტალიის კულტურის ცენტრი), 2000-2003
 კამერული მუსიკის კონცერტები. აკომპანიატორი – ნინო მამრაძე (ქაიროს
ოპერის მცირე დარბაზი), 2000-2003
 ლექცია-კონცერტების, სოლო კონცერტებისა და დუეტების სერია (ქაიროს
ამერიკის უნივერსიტეტის საკონცერტო დარბაზი), 2000-2002

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

საფორტეპიანო ხელოვნება 2; საფორტეპიანო ხელოვნება 5; საფორტეპიანო ხელოვნების ისტორია

საფორტეპიანო ხელოვნება 1; საფორტეპიანო ხელოვნება 2; საფორტეპიანო ხელოვნება 4

საკლავიშო უნარები (საბაკალავრო) – 2009-დღემდე
საფორტეპიანო ხელოვნება 1: საბაზისო კურსი – 2011-დღემდე
საფორტეპიანო ხელოვნება 2, 3, 4 და 5 (საბაკალავრო) – 2011-დღემდე
საშემსრულებლო პროექტი: ფორტეპიანო (საბაკალავრო) – 2011-
დღემდე
საფორტეპიანო ხელოვნება (სადოქტორო) – 2013-დღემდე
სპეციალური ფორტეპიანო 1, 2, 3, 4, 5, 6, 7 (საბაკალავრო) – 2004-2008
საშემსრულებლო პორტფოლიოზე/დიპლომზე მუშაობა (საბაკალავრო
და სამაგისტრო) – 2004-2008
ლექცია-კონცერტები – 2004-2008
კლასიკური ფორტეპიანო 1,2,3,4,5 – 1993-2003
საკონცერტმეისტერო 1,2,3,4, 5 და 6 – – 1993-2003
საშემსრულებლო დიპლომზე/პორტფოლიოზე მუშაობა (საბაკალავრო
და სამაგისტრო) – – 1993-2003

1969 წელს, ნინო მამრაძე გახდა ამიერკავკასიის მუსიკალური კონკურსის
ლაურეატი. გარდა საშემსრულებლო მოღვაწეობისა, ნინო 1975 წლიდან
აქტიურად მუშაობს როგორც საშუალო, ისე უმაღლესი სასწავლოს რგოლის
პედაგოგი. ნინო მამრაძე ცნობილია, როგორც ნამდვილი პროფესიონალი, მიზანზე
ორიენტირებული პიროვნება, რომელსაც ნათელი და პროგრესული სტრატეგიული
ხედვა გააჩნია. „ნიჭიერთა ათწლედში“ მისი მუშაობის შედეგად განხორციელდა
არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი როგორც დარგობრივი, ისე
ინფრასტრუქტურული მიმართულებით: შეიქმნა თანამედროვე სწავლების
მოთხოვნებზე ორიენტირებული პროგრამები, სერიოზულად გაფართოვდა
სასწავლებლის კონტაქტების ქსელი, სწავლების ხარისხის ამაღლების მიზნით
მოწვეულ იქნა საზღვარგარეთ მოღვაწე მრავალი ქართველი და უცხოელი
მუსიკოსები, საფუძველი ჩაეყარა ჯაზის მიმართულებას, ჩამოყალიბდა სიმებიანი
კვარტეტი, კამერული ორკესტრი, კლასიკური და ხალხური გუნდები და მრავალი
სხვა. სწორედ ამ ღონისძიებების მეშვეობით მოხერხდა მრავალი მნიშვნელოვანი
პროექტის და ინიციატივის განხორციელება.