ასოცირებული პროფესორი, საერთაშორისო სამართლის მიმართულებით
თინათინ გოლეთიანი – იურისტი, საერთაშორისო სამართლის სპეციალობით. თინათინს აქვს საჯარო სტრუქტურებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში, საერთაშორისო სამართლისა და დემოკრატიული მმართველობის გაძლიერების მიმართულებით მუშაობის 15 წლიანი პროფესიული გამოცდილება. მას ეკავა მენეჯერული პოზიციები საგარეო საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში, სახალხო დამცველის აპარატსა და გენერალური პროკურატურაში. ბოლო 3 წლის განმავლობაში, თინათინი ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობას უწევდა კონსულტაციას რეგულირების ზემოქმედების შეფასების ქვეყანაში დაგეგმის პროცესში.
თინათინს ასევე 10 წელზე მეტია აქვს აკადემიური სწავლების გამოცდილება საქართველოსა და უცხო ქვეყნების უმაღლეს სასწავლებლებში. 2002 წლიდან, იგი აქტიურად არის ჩართული საქართველოში საერთაშორისო სამართლის იმიტირებული სასამართლოების პოპულარიზაციის პროცესში.
თინათინს განათლება მიღებული აქვს კიევის საერთაშორისო უნივერსიტეტში (უკრაინა (2002)). იგი ფლობს მაგისტრის 2 დიპლომს საერთაშორისო ადამიანის უფლებათა სამართალში (American University Washington College of Law, ვაშინგტონი, აშშ, (2009)) და დავების მშვიდობიან მოგვარების სამართალში (Queen Mary University of London, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი (2014).
თინათინი სრულფასოვნად ფლობს ინგლისურ, ესპანურ, რუსულ და უკრაინულ ენებს. ასევე, აქვს იტალიური ენის სამუშაო ცოდნა.
სტატიები ჟურნალებში
მიმდინარე სალექციო კურსები |
სალექციო კურსების კატალოგი |
---|---|
საერთაშორისო საჯარო სამართალი; ადამიანის უფლებები სისხლის სამართლის პროცესში; საერთაშორისო სამართლის იმიტირებული პროცესები საერთაშორისო სამართლის იმიტირებული პროცესები |
|