ასოცირებული პროფესორი, სოციოლოგიის მიმართულებით
თათია კეკელიამ უმაღლესი განათლება მიიღო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციოლოგიის მიმართულებით, დისერტაცია დაიცვა 2018 წლის მაისში თემაზე „საჯაროობის შოკი: პრივატული და საჯარო სფეროების კონფლიქტი თანამედროვე ქართულ საზოგადოებაში“. როგორც მკვლევარს, მონაწილეობა აქვს მიღებული რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტში, მათ შორის „პოლიტიკური პლურალიზმის გაძლიერება საქართველოში“ (2016), „რელიგია, დემოკრატია და ნაცია სამხრეთ კავკასიაში. ძირითადი ცნებების შედარებითი ანალიზი სომხეთში, საქართველოსა და აზერბაიჯანში“ (2011-2014), „მართლმადიდებელი ეკლესიის როლი ქართული ნაციონალური იდენტობის ჩამოყალიბებაში“ (2010-2012) და „სექსუალური ქცევის შესწავლა საქართველოში“ (2009-2011). თათია კეკელიას აკადემიური საქმიანობა აგრეთვე მოიცავს ფრანგულენოვანი ტექსტების თარგმნასა და რედაქტირებას: კერძოდ, მიშელ ფუკოს შეშლილობის ისტორია კლასიკურ ხანაში (ჯერ გამოუცემელი) და ამონარიდები რეიმონ არონის (Raymond Aron) სოციოლოგიური აზროვნების ეტაპები-დან (Les étapes de la pensée sociologique).
ამჟამად თათია კეკელია კითხულობს ორ სალექციო კურსს: „შესავალი თანამედროვე აზროვნებაში“ და „მოდერნიზაცია და საქართველო“. ასევე, არედაქტირებს რენე ჟირარის ტექსტის თარგმანს “განტევების ვაცი”.
თათია კეკელიას აკადემიური ინტერესები მოიცავს საზოგადოების საჯარო და პრივატული სივრცეების კვლევას, სოციალურ ტრანსპარენტულობას, მოდერნიზაციას, დემოკრატიზაციას, გენდერისა და სექსუალობის საკითხებს.
რჩეული პუბლიკაციები
წიგნები
მიმდინარე სალექციო კურსები |
სალექციო კურსების კატალოგი |
---|---|
მოდერნიზაცია და საქართველო; შესავალი თანამედროვე აზროვნებაში II პოსტმოდერნიზმი: კონცეპტი და თეორიები; შესავალი თანამედროვე აზროვნებაში I |
|