ბიზნესის, ტექნოლოგიის და განათლების
ფაკულტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ასოცირებული პროფესორი, მდგრადი განვითარებისა და ენერგეტიკული კვლევების მიმართულებით





მურმან მარგველაშვილი (1956), თსუ ფიზიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებული (1978) და ფიზ-მათ მეცნიერებათა კანდიდატი მოსკოვის ბირთვული კვლევების ინსტიტუტის (1989). ეწეოდა თეორიულ კვლევებს მაღალი ენერგიების ფიზიკაში და არის 20მდე საერთაშორისო პუბლიკაციის ავტორი. 1994 წლიდან მ.მარგველაშვილი მუშაობს საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში საგანგებო უზუნველყოფის, ინფრასტრუქტურულ, დანერგვის, განაწილების ოპერირების, რეფორმების და ბაზრის გამართვის, ასევე ჰიდროენერგეტიკის, განახლებადი ენერგიის და ენერგოეფექტიანობის პროექტებზე. საერთაშორისო კონსულტანტის რანგში ის კონსულტაციებს უწევს საერთაშორისო ენერგეტიკულ სააგენტოს, ევროკომისიას და ყოფილი საბჭოთა ქვეყნების მთავრობებს.
2007 წლიდან მ.მარგველაშვილი ხელმძღვანელობს ანალიტიკურ ცენტრს მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის სადაც იკვლევს ეროვნული და საერთაშორისო ენერგეტიკული პოლიტიკის, ენერგეტიკული უსაფრთხოების, მდგრადი ენერგეტიკის და კლიმატის ცვლილების, ენერგეტიკული დაგეგმვის, სოციალური ასპექტებს
2013 წლიდან მ.მარგველაშვილი ილიაუნის ასოცირებული პროფესორი და ენერგეტიკის და მდგრადი განვითარების ინსტიტუტის დირექტორი. ის უძღვება ენერგეტიკის მართვის და მდგრადი განვითარების სამაგისტრო პროგრამას. ხელმძღვანელობდა ენერგეტიკის პოლიტიკის, სისტემებით აზროვნების და მდგრადი განვითარების და კლიმატის ცვლილების წიგნების დამუშავებას, თარგმნას და გამოცემას.
მ.მარგველაშვილი არის საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის წევრი და ხშირი გამომსვლელი ადგილობრივ და საერთაშორისო ფორუმებზე მათ შორის იყო ექსპერტი EURONEST საპარლამენტო ასამბლეაზე.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

⦁ პუბლიკაციები: მ.მარგველაშვილი არის წამყვანი ექსპერტი და ავტორი ენერგეტიკის პოლიტიკის საკითხებში. მისი სტატიები ხელმისაწვდომია საიტზე ⦁ www.weg.ge
რჩეული პუბლიკაციები
⦁ წიგნები
⦁ ენერგეტიკული და მოწყვლადი მომხმარებლების დახმარება – საერთაშორისო პუბლიკაცია Routledge – იბეჭდება 2020
⦁ დონელა მედოუსის წიგნის „სისტემებით აზროვნება – საწყისები“ თარგმანის სამეცნიერო რედაქტორი Donella Meadows -WEG/ILIAUNI 2019, Editor
⦁ კლიმატის ცვლილება და მდგრადი განვითარება კურსის სახელმძღვანელო – თანაავტორი, რედაქტორი და გამომცემელი WEG/Heinrich Boell St.. 2017–
⦁ ენერგეტიკული გაერთიანება და ენერგეტიკული რეფორმები საქართველოში– თანაავტორი, რედაქტორი და გამომცემელი WEG 2015

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

  • ევროკავშირის ენერგეტიკული და სატრანსპორტო პოლიტიკა;
  • მდგრადი განვითარება და სისტემური ხედვა;
  • სამაგისტრო ნაშრომი;
  • საწარმოო პრაქტიკა
  • ევროკავშირის ენერგეტიკული და სატრანსპორტო პოლიტიკა;
  • ენერგეტიკული პოლიტიკა

⦁ ენერგეტიკა და მდგრადი განვიპოიიი;თარება – სისტემები ჩვენს გარშემო საბაკალავრო კურსი მე-2 სემესტრი
⦁ ევროკავშირის ენერგეტიკული და სატრანსპორტო პოლიტიკა
⦁ ენერგეტიკული პოლიტიკა – სამაგისტრო კურსი 1 სემესტრი
⦁ ენერგეტიკული სისტემები სამაგისტრო კურსი 1 სემესტრი
⦁ კლიმატის ცვლილება სასერტიფიკატო კურსი

⦁ ენერგეტიკული პოლიტიკის საჯარო სემინარების ორგანიზება, კონფერენციების ორგანიზება, მათ შორის ნატოს და ევროკავშირის ეგიდით. ენერგეტიკული აუდიტის ბიომასის ენერგეტიკული გამოყენება,

https://www.myvideo.ge/v/2456897