სოფიო მალაშხია

ასისტენტ- პროფესორი,ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით

სოფიო მალაშხია ბიზნესის მართვის, მონიტორინგისა და შეფასების სპეციალისტი, ლექტორი, ტრენერი და ფასილიტატორია. მას აქვს ოცდახუთ წლამდე მუშაობის გამოცდილება  სხვადასხვა საერთაშორისო  და სახელმწიფო ორგანიზაციაში: ქეა საერთაშორისო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ქემონიქსი? საერთაშორისო, გაეროს განვითარების ფონდი და ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭო. 2019 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიების და განათლების ფაკულტეტზე კითხულობს ლექციებს.

მას აქვს სამოქალაქო საზოგადოების, ბიზნესის მენეჯმენტისა და განათლების სექტორის განვითარების, ასევე პროექტის დიზაინის, მონიტორინგისა და შეფასების, მენეჯმენტის, გენდერული თანასწორობის, სოციოლოგიური კვლევის მეთოდებისა და პოლიტიკის ანალიზის სიღრმისეული ცოდნა. მინიჭებული აქვს სახელმწიფო მართვის მაგისტრის ხარისხი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მიერ. საფუძვლიანად ერკვევა სახელმწიფო და ბიზნესის ადმინისტრირების საკითხებში.
ამჟამად ხელმძღვანელობს მრავალფუნქციურ კერძო ბიზნესს.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები
  • მენეჯმენტში ხელოვნური ინტელექტის დანერგვის  შესაძლებლობებისა და გამოწვევების ანალიზი საქართველოს ბიზნესის სექტორის მაგალითზე;
  • ბიზნეს სექტორის ადამიანური რესურსების ეფექტური მართვა.

მიმდინარე სალექციო კურსები

  • მენეჯმენტის საფუძვლები, 2019 – 2024 საბაკალავრო საფეხური
  •  მონიტორინგი და შეფასება, 2020-2024 სამაგისტრო საფეხური