მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

გენდერის და კინოს მიმართულება ასისტენტ-პროფესორი





სალომე ცოფურაშვილმა დოქტორის ხარისხი დაიცვა 2017 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული გენდერის კვლევების საერთაშორისო სადოქტორო პროგრამაზე. მისი სადისერტაციო ნაშრომი, იკვლევს ქალთა როლების ტრანსფორმაციას 1920-იანი წლების საბჭოთა ქართულ ფილმებში. 2018 წელს ღია საზოგადოების ფონდის (OSF) ფინანსური მხარდაჭერთ იყო საერთაშორისო გენდერის კვლევის ცენტრის (IGS) პოსტ-სადოქტორო მკვლევარი ოქსფორდის უნივერსიტეტში. 2019-2020 წელს მიწვეული იყო მკვლევრად ახალი ევროპის კოლეჯში (NEC) სასტიპენდიო პროგრამის Pontica Magna 2019-2020 ფარგლებში, ფოლსვაგენის ფონდის (Volgkswagen Sfiftung) ფინანსური მხარდაჭერით, ხოლო 2020-2021 წლებში განახორციელა პოსტ-სადოქტორო კვლევა ოქსფორდის უნივერსიტეტში, ოქსფორდის უნივერსიტეტისა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი კვლევითი პროგრამის „საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების“ ფარგლებში. ამჟამად იგი მუშაობს ინგლისურენოვან მონოგრაფიაზე From Victimhood to Empowerment: Representing Women in 1920s Soviet Georgian Cinema

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

გენდერული როლების ასახვა კინოში, საბჭოთა კინო, ქალთა საკითხები ისტორიულ კონტექსტში.

სტატიები ჟურნალებში

  • „კინემატოგრაფიული კულტურა საქართველოში რევოლუციამდელი პერიოდიდან გასაბჭოებამდე.“ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ფორმისა და შინაარსის ძიებაში, ტომი II: კულტურა. (იბეჭდება).
  • „კინო როგორც ისტორიული დოკუმენტი ალექსანდრე წუწუნავას ფილმ ხანუმა (1926) მაგალითზე“ კინ-O, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ჟურნალი (იბეჭდება).
  • „ქალები ორიენტალისტური მზერის ქვეშ“ კინ-O, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ჟურნალი, 2020/I. გვ.  106-115.
  • „Image of New Soviet Woman in Georgian Films“ in Gender in Georgia: Feminist Perspectives on Culture, Nation and History in the South Caucasus (eds. Maia Barkaia & Alisse Waterston), Berghahn Books, 2018, pp. 155-171.
  • „1920-იანი წლების ახალი საბჭოთა ქალი: მოლოდინები, რეალობა, რეპრეზენტაცია,“ ჟურნალში: ხმა ქართველი ქალისა, ტომი1, ნომერი 1, 2017, გვ. 1-10.
  • Meet the New Soviet Woman of 1920s: Incompatibility of Strength and Femininity”  in Journal of Young Researchers, 3, July, 2016, pp. 94-110.

 

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

გენდერი და ვიზუალური ხელოვნება; კინო და ისტორია: მხატვრული ფილმი,როგორც ისტორიული დოკუმენტი; შესავალი თანამედროვე აზროვნებაში II; ქალთა რეპრეზენტაცია 1920-1930-იანი წლების საბჭოთა კინოში

ქალთა საკითხები საქართველოში: გლობალური და ლოკალური კონტექსტები; შესავალი თანამედროვე აზროვნებაში I