1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სემიტოლოგიის განხრით, 1956-1960 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტურაში სწავლობდა შუმეროლოგიას. საკანდიდატო დისერტაციის თემა – „გილგამეშის ეპოსი”, 1965 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „ქართულ მითოლოგიურ გადმოცემათა სისტემა”.
ზურაბ კიკნაძე 1977 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოლკლორისტიკის კათედრის გამგე და უნივერსიტეტის დიდი საბჭოს წევრი. 1963 წელს გამოაქვეყნა პირველი თარგმანი, „გილგამეში” (შესავლით, ლექსიკონითა და კომენტარებით), 1978 წელს თამაზ ჩხენკელთან ერთად თარგმნა ჰომეროსის „ოდისეა“.
2006 წლიდან იყო ილიას უნივერსიტეტის პროფესორი.
ზურაბ კიკნაძის კვლევის სფერო იყო შუამდინარული ლიტერატურა, შუამდინარული მითოლოგია და შუამდინარული რელიგია; ქართული მწერლობა, ქართული ფოლკლორი და მითოლოგია; ქრისტიანობა და ქრისტიანული კულტურა; ბიბლიის (ძველი და ახალი აღთქმის) თარგმანი და ეგზეგეტიკა, საზოგადოებრივი პრობლემები.
ბიბლიოგრაფია
- გილგამეშიანი(მთარგმნელი). თბილისი, მემკვიდრეობა, 2009. 212 გვ. ISBN: 978-9941-9106-0-9
- ქართული მითოლოგია(ავტორი). თბილისი, ბაკმი, 2007. 267 გვ. ISBN: 978-99940-27-10-1
- შუამდინარული მითოლოგია(ავტორი). თბილისი, საარი, 2006. 408 გვ. ISBN: 99940-60-01-5
- ძველი აღთქმის წუთისოფელი(ავტორი). თბილისი, გ.ბ.ს. საქ., 2003. 192 გვ. ISBN: 99928-13-63-6
- ეკლესია გუშინ, ეკლესია ხვალ: სტატიები (ავტორი). თბილისი, ლომისი, 2002. 188 გვ.
- ქართული ხალხური ეპოსი(ავტორი). თბილისი, ლოგოს პრესი, 2001. 136 გვ. ISBN: 99928-924-0-4
- ავთანდილის ანდერძი(ავტორი). თბილისი, მერანი, 2001. 292 გვ. ISBN: 99928-16-25-2
- შობიდან შობამდე(ავტორი). თბილისი, ლომისი, 1997. 272 გვ.
- ცხოვრება იესო ქრისტესი = Leben Jesus Christi=The Life of Jesus Christ = La vie de Jesus Christ = Жизнь Иисуса Христа(რედაქტორი). თბილისი, ბენეფისი, 1996. 57 გვ.
- ქართული მითოლოგია: წ. 1: ჯვარი და საყმო (ავტორი). ქუთაისი, პირველი სტამბა, 1996. 288 გვ.
- საუბრები ბიბლიაზე(ავტორი). თბილისი, მეცნიერება, 1989. 190 გვ.
- ძველი შუამდინარული პოეზია(ავტორი). თბილისი, მერანი, 1987. 182 გვ.
- შუამდინარული მითოლოგიის ლექსიკონი(ავტორი). თბილისი, მეცნიერება, 1984. 60 გვ.
- თამუზის სიზმარი(მთარგმნელი). თბილისი, ნაკადული, 1969. 171 გვ.
სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები