პროფესორი, კულტურული მემკვიდრეობის იდენტიფიკაციის, დაცვის და მართვის მიმართულებით
დაიბადა თბილისში 1968 წლის 26 მაისს. 1990 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახ. სამხატვრო აკადემია, მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში, 1997 წელს დაიცვა დისერტაცია შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრული სკოლების შესახებ (ჯავახეთი). 1991 წლიდან კითხულობს ლექციებს სახ. სამხატვრო აკადემიაში, თეატრალურ ინსტიტუტში, სასულიერო აკადემიაში, თავისუფალ უნივერსიტეტსა და ილიას სახ. უნივერსიტეტში. იყო რამდენიმე საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების წევრი. 2004-2012 წლებში იყო საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მინისტრის მოადგილე, პირველი მოადგილე და მინისტრი. 2013 წლიდან თავისუფალი და აგრარული უნივერისტეტების პროფესორია, 2014 წლიდან კი – ილიას სახ. უნივერსიტეტის სრული პროფესორი. ამავე უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრის – „კულტურული მემკვიდრეობა და გარემო“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, დირექტორი და სამეცნიერო კონსულტანტი.
შუა საუკუნეების ხელოვნება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, კულტურული ლანდშაფტის კვლევა, თანამედროვე ტექნოლოგიები კულტ. მემკვიდრეობის კვლევაში, რესტავრაციასა და კონსერვაციაში
წიგნები
2010 – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები (თანაავტორი დ. თუმანიშვილთან ერთად);
2001 – გამოფენის კატალოგის „საქართველო და წმ. მიწა იერუსალიმი“ რედაქტორი (იერუსალიმი);
2000 – „ჯავახეთი“ – ისტორიულ-ხუროთმოძღვრული გზამკვლევი (თანაავტორი და რედაქტორი);
1995 – კატალოგი: ტაო-კლარჯეთის არქიტექტურა და მხატვრობა (დ. ხოშტარია და მ. დიდებულიძესთან ერთად);
კულტურის პოლიტიკა და საბიუჯეტო დაგეგმარება; კულტურული მემკვიდრეობა; საქართველოს კულტურული ლანდშაფტი
კულტურის ანატომია I - შესავალი კურსი; კულტურის ანატომია II - შესავალი