ასისტენტ-პროფესორი ზოგადი მეთოდიკის მიმართულებით
მარიკა კირვალიძემ 2010 წელს დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივვერსიტეტი და მიენიჭა განათლების ბაკალავრის ხარისხი. მან მან ამავე უნივერსიტეტში 2013 წელს მოიპოვა მაგისტრის ხარისხი, ხოლო 2024 წელს მიენიჭა განათლების დოქტორის აკადემიური ხარისხი. მისი სადისერტაციო თემა იყო „მასწავლებელთა თანამშრომლობაზე მოქმედი ფაქტორები საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში“.
მარიკა კირვალიძე ზოგადი განათლების სფეროში მუშაობს 2014 წლიდან, ხოლო საუნივერსიტეტო განათლების სფეროში ჩართულია 2016 წლიდან.
იგი ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის და უმაღლესი განათლების პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში. ხოლო მასწავლებლის პროფესიის რეგულირებისა და სკოლების მხარდაჭერის პროგრამის ზოგადი განათლების ექსპერტი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში.
არის რამდენიმე პუბლიკაციის ავტორი. აქტიურად მონაწილეობს ზოგადი და უმაღლესი განათლების საკითხებისადმი მიძღვნილ ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობს 2016 წლიდან, ჯერ მოწვეული ლექტორის, ხოლო 2026 წლიდან ასისტენტ პროფესორის პოზიციაზე.
მარიკა კირვალიძე, როგორც მკვლევარი, ექსპერტი და ტრენერი 2013 წლიდან აქტიურადაა ჩართული ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებში, მათ შორის ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ საერთაშორისო პროექტებში.
რჩეული პუბლიკაციები
წიგნები
სტატიები ჟურნალებში
პუბლიკაციების ვრცელი სია
| თანამედროვე მიდგომები სწავლებაში | 2020-2021 სასწავლო წლიდან | საბაკალავრო-სამაგისტრო |
| სასკოლო ურთიერთობების ეთიკა | 2016-2017 სასწავლო წლიდან | საბაკალავრო;
სამაგისტრო; სასერტიფიკატო |
| ეფექტური სწავლება, კომუნიკაცია და საკლასო მენეჯმენტი | 2016-2017 სასწავლო წლიდან | სამაგისტრო;
სასერტიფიკატო |
| სამაგისტრო ნაშრომი | 2022-2023 სასწავლო წლიდან | საბაკალავრო-სამაგისტრო |
| პედაგოგიური რეფლექსია
|
2024-2025 | საბაკალავრო-სამაგისტრო |
| სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარება | 2024-2025 | სასერტიფიკატო |
| სასკოლო პრაქტიკა | 2020-2021 | სასერტიფიკატო |
| კლასის მართვა და კომუნიკაცია | 2019-2020
2017-2018 |
საბაკალავრო,
სამაგისტრო |
| სწავლებისა და შეფასების სტრატეგიები | 2016-2017 | სადოქტორო |
| საკლასო შეფასება | 2016-2017 | სასერტიფიკატო |
| სამაგისტრო ნაშრომი განათლების ადმინისტრირებაში | 2023-2024 | სამაგისტრო |