მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ასოცირებული პროფესორი, მუსიკის მიმართულებით





1980 წელს დაამთავრა თბილისის ზ.ფალიაშვილის სახ. მე-2 სამუსიკო სასწავლებლის თეორიული განყოფილება, 1986 წელს – ვ.სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის მუსმცოდნეობა-საკომპოზიტორო ფაკულტეტი მუსიკის მაგისტრისა და მასწავლებლის კვალიფიკაციით, ხოლო 2016 წლის დეკემბერში–ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურა. არის სამუსიკო ხელოვნების დოქტორი და საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის წევრი. 1986-2009 წლებში მუშაობდა თბილისის ზ.ფალიაშვილის სახ. მე-2 სამუსიკო სასწავლებელში ჯაზისა და საესტრადო ხელოვნების განყოფილების პედაგოგად, ხოლო 2009 წლის მარტიდან დღემდე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მუსიკის ცენტრის ლექტორად. 1993-1995 წლებში თანამშრომლობდა „რადიო 105“-თან და არის მისი პირველი საეთერო გადაცემის წამყვანი. 1998-2001 წლებში მუშაობდა ქართულ-ამერიკული კომპანია „რადიო საქართველოს“ რადოსადგურ „ფორტუნას“ მუსიკალურ წამყვანად, მუსიკალურ რედაქტორად და პროგრამების დირექტორად. ეწევა აქტიურ საშემსრულებლო მოღვაწეობას, 2003 წელს იყო თბილისის ჯაზ-ფესტივალის მონაწილე. მის აღზრდილებს შორის არიან: ვაჟა მანია, მარიკო ებრალიძე, ელენე ფოჩხუა, თეონა წიკლაური, ირაკლი კვანჭიანი, გოგა გარსევანიშვილი, ლაშა სხილაძე, ლევან რუსია, ლევან კემულარია და სხვ.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

ჯაზის თეორიისა და შემსრულებლობის მიმართულება

წიგნები 
1. „სოლფეჯიო. ჯაზი და ესტრადა“, თბილისი, 2003 (პირველი ქართული სახელმძღვანელო)
2. „ჯაზის თეორია და ჰარმონია“ , თბილისი, 2005 (პირველი ქართული სახელმძღვანელო)
3. „ქართული მუსიკის ენციკლოპედია ლექსიკონი“ (ავტორ-შემდგენელები რ. ქუთათელაძე, მ. ჯაფარიძე), თბილისი, 2015 – ესტრადასა და ჯაზთან დაკავშირებული სტატიების ავტორი და რედაქტორ-კონსულტანტი
სტატიები ჟურნალებში 
1. „იქნებ ჯერ კიდევ გვიანი არ არის“, ჟურნალი „ანშლაგი“, 2005 წ. N 2, გვ. 7-8
2. „თვითგანათლება თურმე „ვარსკვლავად“ გადაქცევის საწინდარია“, ჟურნალი „ანშლაგი“, 2005 წ. N 3, გვ. 7
3. “The Art of Miles Davis”, ჟურნალი „ანშლაგი“, 2005 წ. N 3, გვ. 12-13
4. „იყო და არა იყო რა…“, ჟურნალი „ანშლაგი“, 2005 წ. N 4, გვ. 14 -15
5. „ჯონ მაკლაფლინი და Mahavishnu Orchestra”, ჟურნალი „ანშლაგი“, 2005 წ. N 4, გვ. 38-39
6. „უძაღლო ქვეყანაში კატებიც იყეფებიან“, ჟურნალი „ანშლაგი“, 2005 წ. N 5, გვ. 14-15
7. „სადღეგრძელო. ოთარ ტატიშვილი 50 წლისაა“, ჟურნალი „ანშლაგი“, 2005 წ. N 6, გვ. 12
8. „ნახევარი საუკუნე სცენაზე. ანსამბლი „დიელო“, ჟურნალი „მუსიკა“, 2010 წ. N 3, გვ. 61- 63
9. „პოპ-მუსიკა საქართველოში“, ჟურნალი „მუსიკა“, 2011 წ. N 1, გვ. 56 – 61
10. „უნიკალური პიროვნებები ჯაზში. სტეფან გრაპელი“, ჟურნალი „მუსიკა“, 2011 წ. N 1, გვ. 67-69

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

Combo-ანსამბლი 1; XX საუკუნის ჯაზის მნიშვნელოვანი სტილების ისტორიული მიმოხილვა; XXI საუკუნის ჯაზი: ძირითადი მიმართულებები და ტენდენციები; ჯაზ-ვოკალი და სმენის განვითარება 4; ჯაზური ლიტერატურა 1

ჯაზ-ვოკალი და სმენის განვითარება 1; ჯაზ-ვოკალი და სმენის განვითარება 3; ჯაზ-ვოკალი და სმენის განვითარება 5

• ჯაზური იმპროვიზაციის თეორიულ-პრაქტიკული კურსი – 2013-2015, გაზაფხულის სემესტრი, საბაკალავრო
• მსოფლიო პოპვარსკვლავები სცენაზე და მის მიღმა – 2012-2014, საბაკალავრო
• უნიკალური პიროვნებები ჯაზში 1 და 2 – 2011-2014, საბაკალავრო
• პოპვოკალის ტექნიკა – 2010, საბაკალავრო
• როკმუსიკის სტილების ისტორიული მიმოხილვა – 2009-2015, საბაკალავრო
• პოპმუსიკის წარმოშობის და განვითარების ისტორია – 2009-2014, საბაკალავრო