ასოცირებული პროფესორი, მუსიკის მიმართულებით
1980 წელს დაამთავრა თბილისის ზ.ფალიაშვილის სახ. მე-2 სამუსიკო სასწავლებლის თეორიული განყოფილება, 1986 წელს – ვ.სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის მუსმცოდნეობა-საკომპოზიტორო ფაკულტეტი მუსიკის მაგისტრისა და მასწავლებლის კვალიფიკაციით, ხოლო 2016 წლის დეკემბერში–ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურა. არის სამუსიკო ხელოვნების დოქტორი და საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის წევრი. 1986-2009 წლებში მუშაობდა თბილისის ზ.ფალიაშვილის სახ. მე-2 სამუსიკო სასწავლებელში ჯაზისა და საესტრადო ხელოვნების განყოფილების პედაგოგად, ხოლო 2009 წლის მარტიდან დღემდე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მუსიკის ცენტრის ლექტორად. 1993-1995 წლებში თანამშრომლობდა „რადიო 105“-თან და არის მისი პირველი საეთერო გადაცემის წამყვანი. 1998-2001 წლებში მუშაობდა ქართულ-ამერიკული კომპანია „რადიო საქართველოს“ რადოსადგურ „ფორტუნას“ მუსიკალურ წამყვანად, მუსიკალურ რედაქტორად და პროგრამების დირექტორად. ეწევა აქტიურ საშემსრულებლო მოღვაწეობას, 2003 წელს იყო თბილისის ჯაზ-ფესტივალის მონაწილე. მის აღზრდილებს შორის არიან: ვაჟა მანია, მარიკო ებრალიძე, ელენე ფოჩხუა, თეონა წიკლაური, ირაკლი კვანჭიანი, გოგა გარსევანიშვილი, ლაშა სხილაძე, ლევან რუსია, ლევან კემულარია და სხვ.
ჯაზის თეორიისა და შემსრულებლობის მიმართულება
წიგნები
1. „სოლფეჯიო. ჯაზი და ესტრადა“, თბილისი, 2003 (პირველი ქართული სახელმძღვანელო)
2. „ჯაზის თეორია და ჰარმონია“ , თბილისი, 2005 (პირველი ქართული სახელმძღვანელო)
3. „ქართული მუსიკის ენციკლოპედია ლექსიკონი“ (ავტორ-შემდგენელები რ. ქუთათელაძე, მ. ჯაფარიძე), თბილისი, 2015 – ესტრადასა და ჯაზთან დაკავშირებული სტატიების ავტორი და რედაქტორ-კონსულტანტი
სტატიები ჟურნალებში
1. „იქნებ ჯერ კიდევ გვიანი არ არის“, ჟურნალი „ანშლაგი“, 2005 წ. N 2, გვ. 7-8
2. „თვითგანათლება თურმე „ვარსკვლავად“ გადაქცევის საწინდარია“, ჟურნალი „ანშლაგი“, 2005 წ. N 3, გვ. 7
3. “The Art of Miles Davis”, ჟურნალი „ანშლაგი“, 2005 წ. N 3, გვ. 12-13
4. „იყო და არა იყო რა…“, ჟურნალი „ანშლაგი“, 2005 წ. N 4, გვ. 14 -15
5. „ჯონ მაკლაფლინი და Mahavishnu Orchestra”, ჟურნალი „ანშლაგი“, 2005 წ. N 4, გვ. 38-39
6. „უძაღლო ქვეყანაში კატებიც იყეფებიან“, ჟურნალი „ანშლაგი“, 2005 წ. N 5, გვ. 14-15
7. „სადღეგრძელო. ოთარ ტატიშვილი 50 წლისაა“, ჟურნალი „ანშლაგი“, 2005 წ. N 6, გვ. 12
8. „ნახევარი საუკუნე სცენაზე. ანსამბლი „დიელო“, ჟურნალი „მუსიკა“, 2010 წ. N 3, გვ. 61- 63
9. „პოპ-მუსიკა საქართველოში“, ჟურნალი „მუსიკა“, 2011 წ. N 1, გვ. 56 – 61
10. „უნიკალური პიროვნებები ჯაზში. სტეფან გრაპელი“, ჟურნალი „მუსიკა“, 2011 წ. N 1, გვ. 67-69
მიმდინარე სალექციო კურსები |
სალექციო კურსების კატალოგი |
---|---|
Combo-ანსამბლი 1; XX საუკუნის ჯაზის მნიშვნელოვანი სტილების ისტორიული მიმოხილვა; XXI საუკუნის ჯაზი: ძირითადი მიმართულებები და ტენდენციები; ჯაზ-ვოკალი და სმენის განვითარება 4; ჯაზური ლიტერატურა 1 ჯაზ-ვოკალი და სმენის განვითარება 1; ჯაზ-ვოკალი და სმენის განვითარება 3; ჯაზ-ვოკალი და სმენის განვითარება 5 |
• ჯაზური იმპროვიზაციის თეორიულ-პრაქტიკული კურსი – 2013-2015, გაზაფხულის სემესტრი, საბაკალავრო |