მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ასოცირებული პროფესორი, ისტორიის მიმართულებით





მანანა ჯავახიშვილი – ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი. მისი სამეცნიერო ინტერესები მოიცავს ევროპისა და საქართველოს შუა საუკუნეების ისტორიას, ქართულ-ევროპულ ურთიერთობებს, კათოლიკური ეკლესიისა და პაპობის ისტორიას, ყოველდღიურობის, გენდერის კვლევებს, განათლების ისტორიასა და სხვ. იგი არის 40-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათ შორის – 3 მონოგრაფიის („ქალთა საზოგადოებრივი საქმიანობა საქართველოში XIX საუკუნის მეორე ნახევარსა და XX საუკუნის დასაწყისში“, თანაავტორი ლ. ხომერიკი, 2005; „მონტობანის ქართველ კათოლიკეთა სავანე“, 2009, პაპობის ისტორია შუა საუკუნეებში, 2015) და არაერთი საერთაშორისო პუბლიკაციისა ფრანგულ, ინგლისურ და გერმანულ ენებზე. მ. ჯავახიშვილმა ქართულად თარგმნა ცნობილი ფრანგი ისტორიკოსის ჟ. დიუბის წიგნი „რაინდი, ქალი და მღვდელი.“ მიღებული აქვს არაერთი სამეცნიერო სტიპენდია (ვატიკანის კულტურული თანამშრომლობის კათოლიკური კომიტეტის, დენი დიდროს, დედოფალ იადვიგას ფონდის, ჰ. ბიოლის და სხვ.), ახორციელებდა სამეცნიერო პროექტებს საფრანგეთში (პარიზი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სახლი), შვეიცარიაში (ფრიბურგის უნივერსიტეტი), პოლონეთში (იაგელონიის უნივერსიტეტი), იტალიაში (რომის ფრანგული სკოლა), საბერძნეთში (ათენის ფრანგული სკოლა) და სხვ.; ქართულ-ევროპული ურთიერთობების ისტორიის შესახებ ლექციებს კითხულობს ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტში.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

შუა საუკუნეების ისტორია; ქართულ-ევროპული ურთიერთობების ისტორია; ჯვაროსნები და საქართველო; ყოველდღიურობის კვლევები; განათლების ისტორია.

რჩეული პუბლიკაციები

  1. საქართველო და დასავლეთ ევროპა XIV საუკუნის დასაწყისში (გვიანი ჯვაროსნული ლაშქრობა) // კადმოსი, ჰუმანიტარულ კვლევათა ჟურნალი, 8, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი, 2016. გვ.158-188.
  2. Les Géorgiens et la croisade selon des sources géorgiennes //Fondements historiques et ancrages culturels des langues. I. Histoire et philosophie, Série monographique en sciences humaines 20, sous la direction d’Ali Reguigui, Julie Boissonneault et Mzago Dokhtourichvili, Sudbury, Ontario, Canada, 2017, p. 159-172.
  3. მონტობანის ქართველ კათოლიკეთა სავანე (მონოგრაფია), თბილისი, 2009, 100 გვ.
  4. Canon Law in Georgia in the Middle Ages // Sacri Canones Servandi Sunt, Ius canonicum et status ecclesiae XII-XIV, edited by P. Kraft, Prague, 2008, p. 305-309.
  5. Le monastère catholique géorgien de Montauban (XIX siècle) // Revue d’Histoire de l’Eglise de France, t. 91(n 226), Janvier-Juin 2005, Société d’Histoire Religieuse de la France, Paris, p. 91-107.
  6. Что значит быть католиком в Грузии в XX веке // Идентичность, власть и город в работах молодых ученых Южного Кавказа, Тбилиси, Heinrich Boll Stiftung, 2005, с. 106-121.
  7. La diffusion des monastères en Géorgie au Moyen Age // Klasztor w mescie sredniowiecznym i nowozytnym, pod red. Marka Derwicha, Wroclaw, 2000, p.631-636.
  8. Zum problem der trennung georgischen orthodoxen Kirche von der romisch-katholischen Kirche // Georgica, 21, Jahrgang, Universitatsverlag Konstanz 1998, p. 61-68.

წიგნები

  1. ქალთა საზოგადოებრივი საქმიანობა საქართველოში XIX საუკუნის მეორე ნახევარსა და XX საუკუნის დასაწყისში, თბილისი, 2005 (თანაავტორი ლ. ხომერიკი);
  2. მონტობანის ქართველ კათოლიკეთა სავანე, თბილისი, 2009;
  3. პაპობა შუა საუკუნეებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი, 2015.

პუბლიკაციების ვრცელი სია

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

საზოგადოება შუა საუკუნეების ევროპაში; საფრანგეთი – ისტორია და კულტურა; ისტორიის კვლევა, თეორიული მიდგომები და მეთოდები; განათლება და ინტელექტუალები შუა საუკუნეებში; ყოველდღიურობის ისტორია შუა საუკუნეებში

ევროპა-ამერიკის ახალი ისტორია; ქრისტიანული ევროპა და ისლამური აღმოსავლეთი შუა საუკუნეებში-კულტურათა შეხვედრა; კათოლიკური ეკლესია და პაპობა შუა საუკუნეებში; რობერ დე კლარი და მისი „კონსტანტინოპოლის დაპყრობა“

  • ევროპა-ამერიკის ახალი და უახლესი ისტორია (2013-2014; შემოდგომის სემესტრი; საბაკალავრო)
  • მსოფლიო რელიგიები (2014-2015; შემოდგომის სემესტრი; საბაკალავრო)
  • ზოგადი წყაროთმცოდნეობა (2010-2012; გაზაფხულის; საბაკალავრო)
  • დასავლური კულტურის მსოფლმხედველობითი საფუძვლები (2009-2012; გაზაფხულის, საბაკალავრო)
  • შუა საუკუნეების ისტორია (2006-2010; შემოდგომის, საბაკალავრო)
  • ბიზანტიის ისტორია (2006-2012; შემოდგომის, საბაკალავრო)
  1. ჰაბსბურგთა მონარქია და დასავლეთ ევროპა ახალი დროის გარიჟრაჟზე (2010-2011; შემოდგომის, სამაგისტრო)