მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

პროფესორი, ისტორიის მიმართულებით





ბეჟან ჯავახია-ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.ისტორიის საბაკალავრო და სადოქტორო და შუა საუკუნეების კვლევების სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი.
1982-1986 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში შუა საუკუნეების ისტორიის სპეციალობით, 1986 წელს დაიცვა დისერტაცია მსოფლიო ისტორიის სპეციალობით, 1986 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შუა საუკუნეების კათედრაზე ჯერ მეცნიერ-თანამშრმლის, შემდეგ კი – დოცენტის თანამდებობაზე.1992 წელს გაიარა პოსტდოქტორალის პროგრამა საარლანდის უნიერსიტეტში შუა საუკუნეების ისტორიის კათედრაზე. 1990-92 წწ, იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის პარლამენტის წევრად – პოლიტიკური ორგანიზაცია მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველოდან. საქართველოს პირველი მოწვევის პარლამენტში იყო ზოგადი განათლების ქვეკომიტეტის თავმჯდომარე 2006-დან 2013 წლის მარტამდე მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შუა საუკუნეების ისტორიის სრული პროფესორის თანამდებობაზე, ხელმძღვანელობდა შუა საუკუნეების ისტორიის დეპარტამენტს; ის აქტიურად მონაწილეობდა უნივერსიტეტში ახალი სასწავლო პროგრამების შექმნასა და ასევე სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობაში, სხვადასხვა დროს , გერმანიის აკადემიის გაცვლითი სამსახურის და ერაზმუს მუნდუსის სტიპენდიის საშუალებით, ის იყო მიწვეული გერმანიის სხადასხვა უნივერსიტეტებში (ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი, საარლანდის უნივერსიტეტი, ტიუბინგენის უნივერსიტეტი…) ასევე იღებდა მონაწილეობას ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამეცნიეროი პროქტებში. ბეჟან ჯავახია არის რამდენიმე სამეცნიერო მონოგრაფიის და ასამდე სამეცნიერო სტატიის ავტორი. ის არის ასევე რამდენიმე საუნივერსიტეტო, ასევე სასკოლო სახელმძღვანელოს ავტორი; მისი სტატიები იბეჭდება, როგორც საქართველოში ასევე მის ფარგლებს გარეთ. ის არის რამდენიმე სამეცნიერო საზოგადოების გამგეობისა და სამეცნიერო ჟურნალების რედკოლეგიის წევრი.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

მედიევისტიკა, შუა საუკუნეების და ახალი ეპოქის ისტორია, ეკლესიის ისტორია, ბიზანტიის ისტორია , ისტორიული ანთროპოლოგია , შედარებითი ისტორია

წიგნები

  • გვიანი შუა საუკუნეები და რენესანსის ეპოქა, მასალები სალექციო კურსისათვის, თბ., 2012;
  • მარადიული რომი „სხვა რომი“ რომის შემდეგ, თბ., 2009;
  • ბიზანტინიზმი და ბიზანტიის მემკვიდრეობის საკითხი, თბ.,2009;
  • რაინდობა შუა საუკუნეების ევროპაში, თბ., 2008;
  • შუა საუკუნეების ისტორია, VII კლასის სახელმძღვანელო, თბ., 2005;
  • შუა საუკუნეების ისტორია, მასწავლებლის სარეკომენდაციო წიგნი, VII კლასი, თბ., 2005;
  • შუა საუკუნეების ისტორია, სახელმძღვანელო სტუდენტებისათვის (ძველი გერმანელები, მეროვინგების ფრანკთა სამეფო, ეკლესია ადრეულ შუა საუკუნეებში, ეკლესია XI-XV საუკუნეებში; დასავლეთ ევროპის შუა საუკუნეებრივი კულტურა), თბ., 2005;
  • ანტიკურობიდან შუა საუკუნეებისაკენ (დასავლეთ ევროპა, ბიზანტია, საქართველო), თბ., 2005;
  • საქართველო და ქართველები ადამ ოლეარიუსის მოგზაურობათა წიგნში, თბ., 2005;

სტატიები ჟურნალებში

  • L’idea di Roma nella Georgia medieval, Roma e I Georgiani, Le relazioni diplomatiche tra la Georgia e la Santa Sede (1992-2017), Studium, Roma, 2017;
  • Exemplum — საისტორიო წყარო შუა საუკუნეების ყოველდღიურობის შესახებ – ტექსტზე ორიენტირებული კვლევები. თბ., 2014, გვ. 467-674;
  • ცნობები საქართველოსა და ქართველების შესახებ შუა საუკუნეების დასავლეთევროპელ მოგზაურთა წიგნებში (ბენედიქტ პოლონელი, ჟან დე მანდევილე) – საისტორიო კრებული 1,2011, გვ. 171-185;
  • საქართველოს ევროპული იდენტობა ადრეშუასაუკუნეებში – საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „საქართველო ევროპულ სივრცეში“, შრომები, თბ., 2011, გვ. 100-122;
  • Georgian Settlement in the Late Medieval Iran – International Conference “Cultural Dialogue and the Role of Diaspora”, Tb., 2009 p. 71-79;
  • Georgien an den Anfangen der mittelalterlichen europaischen christlichen Zivilisation – Georgica, 2007, s. 56-70;
  • Protestantism (Luter’s Church) in Georgien – მრგავალი მაგიდა „კავკასია ინტერკულტურული დიალოგის პერსპექტივა“, Round Table “Caucasus –Perspective of Intercultural Dialogue” 2007, გვ. 29-35;
  • იერუსალიმის ბერძნული საპატრიარქოს არქივის დოკუმენტი იერუსალიმის ქართული კოლონიის შესახებ, – ბიზანტინოლოგია საქართველოში-2, ბათუმი-ტრაპიზონი, 2007;
  • „სხვადასხვა ევროპა“ შუა საუკუნეების დამდეგს – ცივილიზაციური ძიებანი, 2006, გვ. 45-50;

პუბლიკაციების ვრცელი სია

  • ივ. ჯავახიშვილი საქართველოსთვის კონსტანტინოპოლის დაცემის მნიშვნელობის შესახებ – ივ. ჯავახიშვილი და საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების გარდამტეხი მომენტები,თბ., 2012, გვ. 5-20;
  • მეფეები იდენტობის მარკერი შუა საუკუნეების ევროპაში: წმინდა – ქართული და ევროპული იდენტობის საკითხები- ევროპა და იდენტობა,თბ.2011, გვ.4-17;
  • New Rome – The idea of united Christian Empire in Georgian medieval write- Abstracts of Papers 4th International Conference “Via Egnatia: Peoples and States –Cultural, Political, Regional Identities in the Past and Today”, 2009. გვ. 37-39 http://viaegnatia.ucoz.ua/publ/1-4-2
  • ჟან დე მანდევილეს მოგზაურობა აღმოსავლეთში და ცნობები საქართველოს შესახებ –საერთაშორისო კონფერენციის „ჰაინრიხ თეოდორ ველეს მოგზაურობა საქართველოში“ მასალები, თბ., 2009, გვ. 95-101;
  • ლიონის II საეკლესიო კრება და პირველი საეკლესიო უნია – თბილისის სასულიერო აკადემიის სამეცნიერო შრომები, I, თბ., 2009, გვ. 131-142;
  • სახელმწიფო გადატრიალებიდან დსთ-საკენ – ამირანი, კავკასიოლოგიის საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მოამბე, XIV-XVI მონრეალი-თბილისი, 2009, გვ. 167-172;
  • ქართული ახალშენები ირანში XVII საუკუნეში-საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისია – დიასპორის როლი კულტურათა დიალოგში (ქართული დიასპორის მაგალითზე) მასალები, თბ., 2009, გვ. 50-65;
  • ისტორია და თეოლოგია შუა საუკუნეების დამდეგს – Bulletin of the AGIBAS, არქეოლოგიის კვლევის ამერიკულ-ქართული ინსტიტუტის ბიულეტენი, თბ., 2009, გვ., 88-95;
  • ეროვნული ერთობის გაგებისათვის შუა საუკუნეების დასავლეთ ევროპაში -იდენტობა და ნაციონალიზმი, 2009, გვ. 34-44;
  • კონსტანტინოპოლი – „ახალი რომი“ – ისტორიული ვერტიკალები, თბ., 2009, გვ. 76-87
  • ბიზანტიური მემკვიდრეობა მართლმადიდებლურ სამყაროში- პოლიტიკურ მეცნიერებათა საკითხები, კრებული III, 2009, გვ. 64-82;
  • ომისადმი დამოკიდებულების საკითხისათვის ადრე შუა საუკუნეებში და სახელმწიფო ქრისტიანული მსოფლმხედველობის ჩამოყალიბება – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კონფერენცია, გრიგოლ კიკნაძე 100, თბ., 2009, გვ. 155-156;
  • ევროპის ცნების გაგებისათვის დასავლეთის შუა საუკუნეებში – ცივილიზაციური ძიებანი, VI, თბ., 2008;
  • რომის იმპერატორი წარმართულ წარმოდგენებსა და ქრისტიანულ სარწმუნეობაში (ღმერთი იმპერატორიდან ღვთის ნებით იმპერატორამდე) – წარმართობიდან ქრისტიანობამდე, რესპუბლიკური კონფერენციის მასალები, 2008, გვ. 84-85;
  • V ჯვაროსნული ლაშქრობა და საქართველო პილიგრიმულ ლიტერატურაში – საფაკულტეტო სამეცნიერო კონფერენცია II, შალვა ნუცუბიძე – 120, Tb., 2008 გვ. 160-162 press.tsu.ge /GEO/internet/conference/nutsubidze.pdf;
  • თომას ჰერბერტი ირანის ქართველების შესახებ – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კონფერენცია – აკაკი შანიძე – 120, 2007, გვ. 48-49;
  • კავკასია შუა საუკუნეების ევროპის კულტურულ ლანდშაფტში – კავკასიოლოგთა პირველის საერთაშორისო კონგრესის მასალები, თბ., 2007, გვ., 231-235;
  • XIII საუკუნის დომინიკანელი ბერი საქართველოს შესახებ – შუა საუკუნეების ისტორიის საკითხები, , VII, თბ., 2005, გვ. 62-68;
  • გოთი ეპისკოპოსი საქართველოში (VIII) – კულტურის ისტორიისა და თეორიის საკითხები. 2004, XVIII, გვ., 276-280;
  • ევროპელი მოგზაურები ირანის სეფიანთა კარის მოღვაწე ქართველების შესახებ – „ჩვენებურები“, 2007, გვ. 59-64;
  • ეკლესია და სახელმწიფო ქრისტიანობის დევნის ხანაში – შუა საუკუნეების ისტორიის საკითხები, თბ., 2005, VII, გვ. 5-13;
  • თამარ მეფე უცხოელთა თვალით – წმინდა თამარ მეფე – საერთაშორისო კონფერენციის მასალები, 2006, გვ. 32-43;
  • საქართველო ერთიან ევროპულ სამყაროში (ანტიკურობისა და შუა საუკუნეების მიჯნაზე) – ცივილიზაციური ძიებანი, 2005, III გვ. 31-37;
  • საქართველოში ლუთერანობის გავრცელების ერთი მცდელობისათვის – კრიტერიუმი, 2005, XIII, გვ.142-147;
  • გოთები და „დიდი ომიანობა“ ეგრისში – კულტურის თეორიისა და ისტორიის საკითხები, 13, 2002;
  • ბიზანტიური კულტურა – კულტუროლოგია, თბ., 2000, 2002;
  • XIII საუკუნის დაპირისპირებანი. ინოკენტი III-ის ასკეტური ტრაქტატი – შუა საუკუნეების ისტორიის საკითხები, III, თბ., 2001, გვ. 31-44;
  • ქრისტიანული რენესანსი და ფრანცისკ ასიზელის „მზის საგალობელი“ – კრიტერიუმი, თბ., 2000, გვ. 42-48.

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

ისტორიის შესავალი: რა არის ისტორიკოსის ხელობა წარსულის კვლევა თუ შექმნა?; საქართველო ადრე შუა საუკუნეებში (IV-VIII); შუა საუკუნეების ისტორია; ისტორიის კვლევა, თეორიული მიდგომები და მეთოდები; ევროპის ჩამოყალიბება: იდენტობა, საზოგადოება და სახელმწიფო (ისტორიული პერსპექტივა-ანტიკურობიდან განმანათლებლობამდე)
ბიზანტიის ისტორია; გვიანი შუა საუკუნეების და აღორძინების ეპოქის ევროპა – რენესანსი და რეფორმაცია; შუა საუკუნეების ისტორია; ბიზანტიური ცივილიზაცია (ძირითადი მახასიათებლები და თავისებურებანი); თანამედროვე მედიევისტიკა (კვლევის მეთოდები, ფორმები და პერსპექტივები)

  • შუა საუკუნეების ისტორია – 2006 წლიდან დღემდე, საბაკალავრო კურსი;
  • ბიზანტიის ისტორია, 2006 წლიდან დღემდე, საბაკალავრო კურსი;
  • ქართული სახელმწიფოს განვითარების ძირითადი ეტაპები –2014-15 სასწ.წ. , 2016-17 მეორე სემესტრი; საბაკალავრო კურსი;
  • საქართველო ადრეშუასაუკუნეებში – 2014-15; 2017-18, პირველი სემესტრი, საბაკალავრო კურსი;
  • გვიანი შუა საუკუნეები და აღორძინების ეპოქა – 2014-2015; 2016-2017, საბაკალავრო კურსი, მეორე სემესტრი;
  • ეკლესიის ისტორია – 2014-2015, მეორე სემესტრი, საბაკალავრო კურსი;
  • მეხსიერება და საისტორიო მეცნიერება – საბაკლავრო კურსი, 2017-2018, მეორე სემესტრი;
  • საღვთო ომი და სასულიერო სარაინდო ორდენები – 2012-2013, საბაკლავრო კურსი,
  • მეორე სემესტრი;
  • თანამედროვე მედიევისტიკა (კვლევის ფორმები და მეთოდები) – სამაგისტრო კურსი, 2013-2014; 2014-2015; 2015-2016; 2016-2017; 2017-2018, პირველი სემესტრი;
  • ბიზანტიური ცივილიზაცია (ძირითადი მახასიათებელნი და თავისებურებანი) –სამაგისტრო კურსი, 2013-2014; 2014-2015; 2015-2016; 2016-2017; 2017-2018, პირველი სემესტრი;
  • ევროპის ჩამოყალიბება: იდენტობა, საზოგადოება და სახელმწიფო (ისტორიული პერსპექტივა – ანტიკურობიდან განმანათლებლობამდე) – სამაგისტრო კურსი; 2016-2017; 2017-2018, მეორე სემესტრი;
  • ისტორია და მეხსიერება. წარსულის რეკონსტრუქცია და რეპრეზენტაცია (მეთოდოლოგიური საფუძვლები) – სადოქტორო პროგრამა, 2014-2015 ,მეორე სემესტრი;
  • აღმოსავლეთი და დასავლეთი (შედარებითი კვლევები) – სამაგისტრო პროგრამა (2006- დან 20013 მდე;
  • რუსეთის ისტორია და კულტურა მსოფლიო ცივილიზაციათა კონტექსტში (2010-2012)
  • დასვლური კულტურის მსოფლმხედველობრივი საფუძვლები – საბაკალავრო კურსი (2006-2012);
  • სახელმწიფო და საზოგადოება შუა საუკუნეების ევროპაში (2013-2014, მეორე სემEსტრი) – სამაგისტრო კურსი.