მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

პროფესორი, ეკონომიკის მიმართულებით





დიმიტრი ჯაფარიძემ 1983 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ტურიზმისა და მხარეთმცოდნეობის სპეციალობით, ხოლო 1999 წელს – იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობთ. სწავლის დროს დაკავებული იყო სპორტით, არის პირველი თანრიგის მფლობელი ცურვასა და კალათბურთში, საქართველოს ორგზის და საბჭოთა კავშირის საკლუბო გათამაშების ჩემპიონი კალათბურთში. 1991-1992 წლებში სწავლობდა შვეიცარიაში, ნეშატელის უნივერსიტეტის ბიზნესის პროგრამაზე, გაიარა სასწავლო პრაქტიკა შვეიცარიის ტურიზმის უმაღლეს სკოლაში. 1999-2003 წლებში სწავლობდა ციურიხის რ. კენედის სახელობის კოლეჯში, სადაც მიენიჭა ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის ხარისხი.
გაიარა ტრეინინგები ევროპისა და აშშ-ის 20-მდე უმაღლეს სასწავლებელსა და საერთაშორისო ორგანიზაციაში ბიზნესის, საბანკო, საფინანსო და საერთაშორისო სავაჭრო პროგრამების განხრით. მონაწილეობდა ევროკავშირის არაერთ საგანმანათლებლო პროექტში. 2013 წელს მოიპოვა კემბრიჯის უნივერსიტეტის კვლევითი სტიპენდია, 2015 წელს კი – კარნეგის ფონდის სტიპენდია. მიწვეული მკვლევრის სტატუსით 2015 წელს მუშაობდა აშშ-ის კენტუკის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო 2016 წელს – ნიუ-იორკში, კოლუმბიის უნივერსიტეტში.
1993-2004 წლებში საქართველოს კომერციულ ბანკებში იკავებდა სხვადასხვა ხელმძღვანელ პოზიციას. 2003-2008 წლებში იყო საერთაშორისო სავაჭრო პალატის საქართველოს ეროვნული კომიტეტის პრეზიდენტი. 2005-2008 წლებში არჩეული იყო გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (ჟენევა) ვაჭრობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ, 2005-2009 წლებში კი – „ათასწლეულის გამოწვევა – საქართველოს“ სადამკვირვებლო საბჭოს თავმჯდომარედ.
2006 წლიდან არჩეულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორად, ხოლო 2012 წლიდან – სრულ პროფესორად. 2008-2009 წლებში ხელმძღვანელობდა სპორტის აკადემიას, ხოლო 2009-2010 წლებში – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტებს. მონაწილეობდა მრავალ საერთაშორისო კონფერენციაში.

მისი კვლევითი ინტერესის სფეროებია: მცირე ბიზნესი, მეწარმეობა, ტურიზმი, სტრატეგიული მართვა, განვითარების ეკონომიკა, სასოფლო განვითარება, ევროკავშირის ეკონომიკური ინტეგრაცია, გლობალური პოლიტიკურ ეკონომიკა, სამხრეთ კავკასიის ეკონომიკა და ა.შ.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

მცირე ბიზნესი, მეწარმეობა, ტურიზმი, სტრატეგიული მართვა, განვითარების ეკონომიკა, სასოფლო განვითრება, ევროკავშირის ეკონომიკური ინტეგრაცია, გლობალური პოლიტიკურ ეკონომიკა, სამხრეთ კავკასიის ეკონომიკა და ა. შ.

წიგნები

  • ფასები და ხელფასები მსოფლიოში, 1993;
  • გეოგრაფიული აღნიშვნები კომერციულ პრაქტიკაში, 2005;
  • Rural Development in Georgia – Improving Competitiveness by Promoting Tourism and Small – Business(Satsire Case, Georgia) – under preparation to be published as a monograph.

არის შემდეგი გამოცემების სამეცნიერო რედაქტორი  

  •  შესავალი ეფექტური ბაზრების ჰიპოთეზაში – უმსხვილესი ბანკების მაგალითი, ნ. ყაველაშვილი, 2013;
  • სახელმწიფო საგადასახადო პოლიტიკის თეორიული ასპექტები, 2011;
  • პოლონეთის ეკონომიკა გარდამავალ პერიოდში, 2010;
  • კალათბურთი ახალგაზრდა მოთამაშეებისათვის (სახელმძღვანელო მწვრთნელთათვის) – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს კალათბურთის ფედერაცია, 2009;
  • გადასახადები – მ. მიქელაიშვილი, გამომცემლობა “სიტყვა”, თბილისი, 2009.                                                                             

სტატიები ჟურნალებში

  • ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტურისტულ-რეკრეაციული რესურსების შეფასება, 2017;
  • თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტურისტულ-რეკრეაციული რესურსების შეფასება, 2017;
  • Georgian Macroeconomic Forecasting Using Bayesian Vector Autoregressive Approach, 2017, Bulletin of Taras Shevchenko National University of Kyiv. Economics, 2017; 2(191): 42-49;
  • Improving Institutional Effectiveness Through Human Resources Development – Awarding Tenure at University of Kentucky, 2015, Lexington, University of Kentucky;
  • მაღალი პერფორმანსის მქონე ორგანიზაციები საქართველო საბანკო სექტორში, ეროვნული ბანკის ჟურნალი – „ეკონომიკა და საბანკო საქმე“, ტომი 2, N3, 2014;
  • მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პოლიტიკის ანალიზი საქართველოში“, 2012, GFSIS;

სტატიები გაზეთებში

ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგია საქართველოში, 2003

პუბლიკაციების ვრცელი სია

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

ეკონომიკის პრინციპები II (მაკროეკონომიკა); ენერგეტიკა და გარდამავალი ეკონომიკა სამხრეთ კავკასიაში (ENG); გლობალური პოლიტიკური ეკონომია; ეკონომიკური ინტეგრაცია ევროპაში
ენერგეტიკა და გარდამავალი ეკონომიკა სამხრეთ კავკასიაში (ENG); გლობალური პოლიტიკური ეკონომია; ეკონომიკური ინტეგრაცია ევროპაში; ენერგო საკითხები და გარდამავალი ეკონომიკა სამხრეთ კავკასიაში (ENG)

  • მიკროეკონომიკა – 2006-2011/საბაკალავრო
  • მაკროეკონომიკა – 2006-2011/საბაკალავრო
  • ადამ სმითი – 2009/ საბაკალავრო
  • ბიზნესის კვლევის მეთოდები – 2010-2014/სადოქტორო
  • კვლევის დიზაინი – 2011-2015/სადოქტორო
  • Экономика Кавказа-2012-2013/სამაგისტრო
  • სადისერტაციო პროექტის მართვა – 2011-12/სადოქტორო
  • კვლევის მეთოდები( ჯანდაცვის მენეჯმენტი))-2012-2-13/სადოქტორო

საზაფხულო სწავლების ფარგლებსი ჩატარებული სალექციო კურსი – South Caucasus Economy