მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ფილოლოგიის მიმართულებით,ასოცირებული პროფესორი





ლიკა გორდეზიანმა 2009 წელს დაამთავრა ტულუზის ლე მირაის უნივერსიტეტის   ფილოლოგიის, ფილოსოფიისა და მუსიკის განყოფილების ბაკალავრიატი (Licence), სპეციალობით – კლასიკური ფილოლოგია. 2012 წელს დაამთავრა ამავე უნივერსიტეტის მაგისტრატურა ფილოლოგიის მიმართულებით, სპეციალობით – კლასიკური ფილოლოგია.

2013-2019 წლებში დოქტორანტურა გაიარა პარიზის სორბონ პარი სიტეს (ყოფილ პარი დიდროს) უნივერსიტეტში, ფილოლოგიის, ხელოვნებათმცოდნეობის და კინემატოგრაფიის განყოფილებაში, სადოქტორო პროგრამაზე „ტექსტისა და გამოსახულების ისტორია და სემიოლოგია“. 2019 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია.

2018 წელს მიიღო ლუდვიგ ბოლცმანის სახელობის ნეოლათინური კვლევების ინსტიტუტის სტიპენდია და მუშაობდა ამ ინსტიტუტში მოწვეულ მკვლევარად.

2019 წლის სექტემბრიდან 2023 წლის ივლისის ჩათვლით მოწვეულ ლექტორად მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკის და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტში.

2023 წლის ოქტომბრიდან ლიკა გორდეზიანი არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ფილოლოგიის მიმართულების ასოცირებული პროფესორი.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

  • ანტიკური დრამა და მისი რეცეფცია
  • ანტიკური მითოლოგია
  • ცხოველები მითებსა და ლიტერატურაში
  • შუა საუკუნეების ბესტიარიები
  • XVI-XVIII საუკუნეების ბუნებისმეტყველთა ნაშრომები
  • ცხოველთა სამეცნიერო და პოპულარული სახელები

რჩეული პუბლიკაციები

პლავტუსი, ამფიტრიონი, ლათინურიდან თარგმნა, შესავალი წერილი და განმარტებანი დაურთო ლიკა გორდეზიანმა, თბილისი, ლოგოსი, 2022.

« The Adagia as an Institutio Principis », Erasmus studies 38 (2018), Brill, p. 219-234.

« Petite fabrique d’adages modernes chez Érasme : réflexions sur la créativité érasmienne », Acta Conventus Neo-Latini Vindonensis. Proceedings of the Sixteenth International Congress of Neo-Latin Studies (Vienna, 2-8. 08. 2015), ed., Astrid Steiner-Weber, Franz Römer, Leiden, Boston, Brill, 2018, p. 311-319.

პუბლიკაციების ვრცელი სია

« Quelques observations sur les adaptations françaises de l’Amphitruo de Plaute », Actes de la visioconférence internationale « Antiquité et Culture française » (28-29.09. 2021), soutenue par l’Agence Universitaire de la Francophonie (AUF), de l’Université d’État Akaki Tsérétéli et du Centre de Réussite Universitaire (CRU). Visioconférence organisée à l’occasion des Journées « Agence Universitaire de la Francophonie -60 », Koutaïssi, 2021, pp.46-60.

« La figure du tyran dans les Adages d’Érasme », Acta Conventus Neo-Latini Albasitensis. Proceedings of the Seventeenth International Congress of Neo-Latin Studies, gen.ed. Florian Schaffenrath, María Teresia Santamaría Hernández, Leiden, Boston, Brill, 2020, p. 312-322.

« Sélection, réécriture et interprétation d’expressions antiques dans les Adagiorum chiliades d’Érasme », Rursus [revue numérique], 2016. URL : http://rursus.revues.org/1245 DOI : 10.4000/rursus.1245

« La figure d’Agamemnon dans les Adagiorum Chiliades d’Érasme », Actes, Phasis n°18 (Actes du colloque international Topical issues of ancient culture and its heritage, Tbilissi, 23-27 septembre 2014), Tbilissi, Logos, 2015, p. 90-99.

„ ამფიტრიონის სახის ტრანსფორმაციისათვის მხატვრულ ლიტერატურაში ანტკურობიდან თანამედროვეობამდე“, კრებული „მნემოსინე“, სტუდენტთა შრომები ელინოლოგიაში და ლათინისტიკაში № 4 (2009-2011), თბილისი, „ლოგოსი“, გვ. 70-78.

„თვითკრიტიკულობის ფენომენი ჰომეროსის პერსონაჟებში“, კრებული „მნემოსინე“,  სტუდენტთა შრომები ელინოლოგიაში და ლათინისტიკაში № 4 (2009-2011), თბილისი, „ლოგოსი“, გვ. 12-17.

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

ანტიკური მითოლოგია შუა საუკუნეებსა და რენესანსში; რომაული დრამა; ანტიკური დრამის რეცეფცია ფრანგულ ლიტერატურაში; რომაული თეატრი

სემინარი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საფაკულტეტო არჩევითი კურსისა „ ანტიკური ლიტერატურის ისტორია“ (2019-2023, ბაკალავრიატი, თსუ)

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბერძნულ-რომაული ფილოლოგიის პროგრამის სტუდენტებისთვის განკუთვნილი სავალდებულო კურსი „ანტიკური ლიტერატურის ჟანრები. ლირიკა“ (2021, 2022, 2023, გაზაფხულის სემესტრი, მაგისტრატურა, თსუ)

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბერძნულ-რომაული ფილოლოგიის პროგრამის სტუდენტებისთვის განკუთვნილი სავალდებულო კურსი „ანტიკური ლიტერატურის ჟანრები. დრამა“ (2020, 2021, 2022, შემოდგომის სემესტრი, მაგისტრატურა, თსუ)

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის პროგრამის არჩევითი კურსი „ანტიკური მითოლოგია“(2021, გაზაფხულის სემესტრი, ბაკალავრიატი, თსუ).

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის პროგრამის  სტუდენტებისთვის განკუთვნილი სავალდებულო კურსი : „რომაელი ავტორი – პლავტუსი“ (2019, შემოდგომის სემესტრი, ბაკალავრიატი, თსუ).