მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ასისტენტ-პროფესორი, არქეოლოგიის მიმართულებით





ირინე დემეტრაძე-რენცმა დოქტორის კადემიური ხარისხი არქეოლოგიაში მიიღო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2014 წელს. მისი კვლევის სფერო ინტერდისციპლინურია და მოიცავს ლანდშაფტის კვლევებს, ნამოსახლართა მოდელების შესწავლას, რომაული პერიოდის არქეოლოგიას და გეოგრაფიული ინფორმაციული სისტემების გამოყენებას არქეოლოგიაში. ამჟამად, მის განსაკუთრებულ ინტერესს რომის აღმოსავლეთი იმპერია და კავკასია წარმოადგენს. ეს თემები ირინე დემეტრაძე-რენცის სალექციო კურსებს შეადგენენ. იგი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2010 წლიდან ასწავლის.

ირინე დემეტრაძე-რენცი იყო მიწვეული მკვლევარი ფაკულტეტის განვითარების პროგრამით ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის დეპარტამენტში 2011-13 წლებში. 2015-16 წლებში კი ვილიამ ფულბრაითის სტიპენდიით იმყოფებოდა ბერკლის უნივერსიტეტის კლასიკის ფაკულტეტზე მიწვეულ მკვლევრად. 2017-18 წლებში იგი იყო აკადემიური ვიზიტორი ოქსფორდის უნივერსიტეტის სენ ენთონის კოლეჯის ინტერდისციპლინური კვლევების სკოლაში, სადაც შოთა  რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით მუშაობდა პროექტზე „სოციალური და რელიგიური სტრუქტურები რომაული პერიოდის იბერიაში”.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

  • ძველი საზოგადოებების სოციალური სტრუქტურები ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ კავკასიაში
  • მატერიალური კულტურა და იდენტობა რომაულ სამყაროში
  • რომაული ურბანიზმი სამხრეთ კავკასიაში

2014 „იბერიის კულტურული ლანდშაფტები: ნამოსახლართა მოდელები „მცხეთის ქვეყანაში” ძვ.წ. პირველ – ახ.წ. მესამე საუკუნეებში” 

სადოქტორო ნაშრომი (ქართულად, აბსტრაქტი ინგლისურად)

http://www.iliauni.edu.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=965

სტატიები

2021 “Defining Urban Space: Archaeology and Topography of Mtskheta”

Connecting the Ancient West and East, J. Boardman, J. Hargrave, A. Avram and A. Podossinov (eds.). Studies Presented to Prof. Gocha R. Tsetskhladze. 

Peeters of Louvain

2021   “Roman Urbanism in Caucasian Iberia: A New Look at the City of Armazi”

Ancient West & East. Volume 20. Peeters of Louvain

2012 დემეტრაძე, ი., ყიფიანი, გ.

“Cultural Landscapes of Seusamora in Eastern Georgia” 

  Landscape Archaeology between Art and Science. Amsterdam University Press

2010 დემეტრაძე, ი., მირცხულავა, გ.

“Cultural Continuity at Samshvilde” (ინგლისურად და ქართულად) 

კადმოსი No2. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა 

2010      დემეტრაძე, ი., მირცხულავა, გ. 

“Pipeline Archaeology in Georgia” 

Antiquity. Project Gallery. online publication. Volume 84. Issue 325

2009  „ბერძნული იმპორტული კერამიკა აწყურიდან” (აბსტრაქტი ინგლისურად)

იბერია-კოლხეთი No 5. ოთარ ლორთქიფანიძის არქეოლოგიის ცენტრი

საქართველოს ეროვნული მუზეუმი 

2006 დემეტრაძე, ი., მირცხულავა, გ. 

“The BTC Project and Pipeline Archaeology in Georgia” 

Eirene (XLII). Institute for Classical Studies of the Academy of Sciences 

of the Czech Republic

2002  “The Bronze Finger-Rings from Atsquri” 

Ancient West & East. Volume 1. No 2. LeidenBoston: Brill

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი