მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

პროფესორი,  ორიენტალისტიკის მიმართულებით





ლალი გულედანმა უმაღლესი განათლება მიიღო თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე სემიტოლოგიის სპეციალობით.

1986 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 2006  წლიდან დღემდე  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ორიენტალისტიკის მიმართულების პროფესორია.

1994 წლიდან დღემდე – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ებრაულ-არამეული ფილოლოგიის მიმართულებაზე როგორც მიწვეული პედაგოგი კითხულობს ებრაული ენის კურსს.

1995-2006 წლებში სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიურ უნივერსიტეტში აღმოსავლური ენებისა და ლიტერატურის კათედრის ებრაული ენის პედაგოგად მუშაობდა. 1991-2009 წლებში იყო ებრაული ენის პედაგოგი აზია-აფრიკის ინსტიტუტსა და თავისუფალ უნივერსიტეტში.

1980-2006 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გ. წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის სემიტოლოგიის განყოფილების  წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი.

1975-1985 წლებში იყო თბილისის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლის უცხო ენების განყოფილების არაბული ენის პედაგოგი.

2003 წლიდან დღემდე ”მუზეუმების გაერთიანების” აკადემიკოს კოტე და მხატვარ სოსო წერეთლების მუზეუმის  ჯერ ფონდების უფროსი, ხოლო 2017 წლიდან კურატორია.

იყო ილიას უნივერსიტეტის პირველი მოწვევის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი.

 

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

ებრაული ფილოლოგია (კერძოდ, ებრაული გრამატიკის, ლექსიკოლოგიისა და ლიტერატურის საკითხები);  ქართულ-ებრაული ლიტერატურული ურთიერთობები.

წიგნები

  • ესოპეს “ცხოვრებისა” და იგავების ქართული ვერსია, თბილისი, 2018
  • ზმნის სწავლების მეთოდიკა თანამედროვე ებრაულში, თბილისი, 2005
  • ებრაულ-ქართული ლექსიკონი (მ. გოცირიძესთან თანაავტორობით), თბილისი, 2003

სტატიები

  • The Judaic Phenomenon According to Ancient Georgian Sources, “Frankfurter Judaistische Beiträge”, Frankfurt Jewish Studies Bulletin, volume 41, 2017
  • აბრევიატურები თანამედროვე ებრაულ ენაში, კულტურის, ისტორიისა და თეორიის საკითხები (ებრაული კრებული), XXIX, 2014
  • ებრაული ფენომენი გრ. რობაქიძის შემოქმედებაში, კულტურის ისტორიისა და თეორიის საკითხები, XXVIII, 2013
  • ”მამათა შეგონებანი” (פרק’ אבות) _ ბიბლიური პარალელები, შედარებითი ლიტერატურის კრებული, I , 2013
  • ანსკის ”დიბუკი” – მისტიკურ-ფილოსოფიური პარალელები გრ. რობაქიძესთან, ჰუმანიტარულ კვლევათა ჟურნალი ”კადმოსი”, №3 , 2011
  • აბსტრაქტული სახელების წარმოების თავისებურებანი ებრაულ ენაში, ჰუმანიტარულ კვლევათა ჟურნალი  ”კადმოსი”,  I,

პუბლიკაციების ვრცელი სია:

  • “მამათა შეგონებანის” – פרק’ אבות (ბრძენ ებრაელ მამათა რელიგიურ-ზნეობრივი გამონათქვამების კრებული), ახლო აღმოსავლეთი და საქართველო, 6, 2013
  • ებრაული თემატიკა ძვ. ქართულ მწერლობაში, “კულტურის ისტორიისა და თეორიის საკითხები”, XXVII, 2012
  • “მამათა შეგონებანის” იდეურ-თემატური თავისებურებანი, სამეცნიერო ჟურნალი “სემიოტიკა”, №10, 2011
  • -უთ სუფიქსიანი აბსტრაქტული სახელები თანამედროვე ებრაულში – “კულტურის ისტორიისა და თეორიის საკითხები”, XXVI, (ებრაული კრებული), 2010
  • ინტერნაციონალიზმები თანამედროვე ებრაულში, `სემიტოლოგიური ძიებანი”, VII, 2008
  • ებრაული ენის არაკომუნიკაციური ფრაზეოლოგიზმები, `პერსპექტივა XXI”, #9, 2007
  • ებრაული ფრაზეოლოგიზმების სწავლებისათვის; “კულტურის ისტორიისა და თეორიის საკითხები”, XXIII (ებრაული კრებული), 2007
  • ებრაული ანდაზების ერთ-ერთი წყაროს – ”მამათა სწავლანის” შესახებ, “პერსპექტივა XXI”, #7 (II), 2005
  • ებრაული ანდაზების სწავლებისათვის, “კულტურის ისტორიისა და თეორიის საკითხები”, XXII, 2005
  • იცხაკ დავიდი, “ნაწერები” (რეცენზია), კ. წერეთლის სახელობის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალები, 2005
  • ებრაული ენის განვითარების მეორე პერიოდი (მიშნის ებრაული), `ენა, თარგმანი, ლიტერატურა” (სამეცნიერო შრომათა კრებული), X, 2004
  • სინონიმების წარმოქმნის ძირითადი ფაქტორები ებრაულ ენაში (ლ. ბახტაძესთან თანაავტორობით), თსუ შრომები, 361, აღმოსავლეთმცოდნეობა, 2004
  • რთული ქვეწყობილი წინადადების სწავლებისათვის, თსუ შრომები, 361, აღმოსავლეთმცოდნეობა, 2004
  • פעל თემის სუსტი ძირეულის მქონე ზმნების სწავლებისათვის, თსუ შრომები 361, აღმოსავლეთმცოდნეობა, 2004
  • ზმნის უღლების სწავლებისათვის נפעל თემის მიხედვით, “კულტურის ისტორიისა და თეორიის” საკითხები, XV, 2003
  • פעל თემის გუტურალი თანხმოვნის მქონე ზმნების სწავლებისათვის, “კულტურის ისტორიისა და თეორიის საკითხები”, XVI, 2003
  • ომონიმების საკითხისათვის თანამედროვე ებრაულში, “სემიტოლოგიური ძიებანი”, VI, 2003

კონფერენციები:

  • ქართველ ებრაელთა გვარების ტრანსფორმაციისათვის ისრაელში, აკად. კ. წერეთლის სახელობის II საერთაშორისო კონფერენცია, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, 15-17 ოქტომბერი, 2018 (თანამომხსენებელი თამარ ლომთაძე)
  • სოციალური ფაქტორების ასახვა ისრაელის ქართველ ებრაელთა მეტყველებაში, ვორკშოფი თემაზე: ”ქართველ ებრაელთა მეტყველება ისრაელში”, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენათმეცნიერების ინსტიტუტი, 25 სექტემბერი, 2018
  • ქართველ ებრაელთა მეტყველების სოციოლინგვისტური ასპექტები, ევროპის ებრაული კვლევების მე-11 კონგრესი, კრაკოვი, პოლონეთი, ივლისი, 2018 (თანამომხსენებელი თ. ლომთაძე)
  • სიძულვილის ენა ისრაელურ და ქართულ პოლიტიკურ დისკურსში, ISA-ს XIX მსოფლიო კონგრესი, ტორონტო, კანადა, 15-21 ივლისი, 2018 (თანამომხსენებელი ანი კვირიკაშვილი)
  • ებრაული ფენომენი ქართულ მწერლობაში (მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში), იუდაიკის მე-17 მსოფლიო კონგრესი, იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტი, 6-10-VIII , 2017
  • პირველი ”ალიები” და კულტურულ-ლიტერატურული ძვრები ისრაელში, მეოთხე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ”კულტურათაშორისო დიალოგები”, 27-28-29 ოქტომბერი, თელავი, 2017
  • ებრაული ფენომენი ილია ჭავჭავაძის შემოქმედებაში, შედარებითი ლიტერატურის მე-6 საერთაშორისო კონფერენცია, ოქტომბერი, თბილისი, 2017
  • ებრაული ფენომენი აკაკი წერეთლის შემოქმედებაში, პირველი საერთაშორისო კონფერენცია ”სემიტოლოგიური ძიებანი”, კოტე და სოსო წერეთლების მიზეუმი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, თბილისი, 16-17 სექტემბერი, 2017
  • იერუსალიმში/ისრაელში ასვლა (თანაავტორი თ. ლომთაძე), არნ. ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტის კონფერენცია, არნ. ჩიქობავას საკითხავები 28, 24-28 აპრილი, 2017
  • იგავთმწერლობის ზოგიერთი ნიმუში ქართული ხელნაწერების მიხედვით, შედარებითი ლიტერატურის მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია, ოქტომბერი, თბილისი, 2015
  • ებრაული ფენომენი ქართულ ლიტერატურაში (მე-20 საუკუნე), იერუსალიმი (ვორკშოფი), 2015
  • ნაცვალსახელი და ნაცვალსახელური სუფიქსები სალმას ებრაელთა ნეო-არამეულ დიალექტში, EAJS -ის X კონგრესი, პარიზი, 20-24 ივლისი, 2014
  • ან-სკის ”დიბბუკის” ბიალიკისეული თარგმანი, კონფერენცია თემაზე ”საქართველოს, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ებრაელობა” – ბარ-ილანის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენცია, 7-12 სექტემბერი, 2014
  • ან-სკის ”დიბბუკის” ქართული და ებრაული თარგმანები-შედარებითი ლიტერატურის მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია, სექტემბერი, თბილისი, 2014
  • ანტიიუდაისტური შინაარსის ქართული ხელნაწერები, შედარებითი ლიტერატურის მეოთხე საერთაშორისო კონფერენცია, თბილისი, 2013
  • “მამათა შეგონებანის” ენობრივი თავისებურებანი, შედარებითი ლიტერატურის მესამე საერთაშორისო კონფერენცია, თბილისი, 2012
  • “ებრაული ფენომენი ქართულ მწერლობაში”, საერთაშორისო კონფერენცია თემაზე “მრავალეთნიკური ქალაქის მოდელი და ებრაელი ინტელექტუალები კულტურულ-ენობრივი იდენტობის ძიებაში”, თბილისი, 2011
  • ან-სკის “დიბუკი” – პარალელები ვაჟა-ფშაველასთან და გრ. რობაქიძესთან, შედარებითი ლიტერატურის მეორე საერთაშორისო კონფერენცია, თბილისი, 2011
  • ებრაული ანდაზების ძირითადი წყაროები, კ. წერეთლის 85 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციის თეზისები, (ქართულ და ინგლისურ ენებზე), თბილისი, 2006

ებრაული თემატიკის ქართული ხელნაწერები, კ. წერეთლის სახელობის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალები (თეზისები ქართულ და ინგლისურ ენებზე), 2005

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

ბიბლიის ენა; ბიბლიის შესავალი (ძველი აღთქმა); ბიბლიის ძველი აღთქმის წიგნები; ივრითი – „გაცოცხლებული“ ბიბლიის ენა
ახლო აღმოსავლური ცივილიზაცია და კულტურა; ბიბლიის ენა; ბიბლიის შესავალი (ძველი აღთქმა); ივრითი – „გაცოცხლებული“ ბიბლიის ენა

ბაკალავრიატი:
• ებრაული ლიტერატურის ისტორია (ძველი პერიოდი)
• ებრაული ლიტერატურის ისტორია (ახალი პერიოდი)
• ებრაული ენის ფონეტიკის თავისებურებანი
• ებრაული ენის მორფოლოგია I
• ებრაული ენის მორფოლოგია II
• ებრაული ენის სინტაქსი
• ებრაული ენის ლექსიკოლოგია
• „ალიების“ ისტორია და თანამედროვე საზოგადო მოღვაწენი
• შალომ ალეიხემისა და პერეცის მოთხრობები და ცნობილი ებრაელი პოეტების პოეზიის ნიმუშები
• აღმოსავლეთი – სტერეოტიპი და რეალობა
• ახლო აღმოსავლეთის (ებრაული) კულტურა და ცივილიზაცია
• ბიბლიის შესავალი
• ბიბლიის ძველი აღთქმის წიგნები
• ბიბლიის ენა
• ბიბლიური წინასწარმეტყველნი
• ებრაული ენის პრაქტიკული კურსი – საბაზო დონე I
• ებრაული ენის პრაქტიკული კურსი – საშუალო დონე I, I I
• ებრაული ენის პრაქტიკული კურსი-საშუალო დონე I I I, IV
მაგისტრატურა:
• ეკონომიკური ტექსტების ლინგვისტური ანალიზი
• პოლიტიკური დოკუმენტების ლინგვისტური ანალიზი
• იურიდიული და სოციალური დოკუმენტების ლინგვისტური ანალიზი

მნიშვნელოვან საერთაშორისო და ადგილობრივ საგრანტო პროექტებში მონაწილეობა:

2016-2019 _ ქართველი ებრაელების მეტყველება ისრაელში, რუსთაველის ფონდის დაფინანსებით

2013-2017 _ “ებრაული იდენტობა საქართველოში გლობალიზაციის დასაწყისში”; საერთაშორისო გრანტი ფრანკფურტის, გოეთეს უნივერსიტეტთან თანამშრომლობით და ვოლკსვაგენის ფონდის დაფინანსებით

2005 _ ”ლინგვისტური ტერმინოლოგია სემიტურ ენებში – არაბული, ებრაული, ეთიოპური – გეეზი (აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი)

2003-2004 – “ზმნის უღვლილების სისტემა თანამედროვე სემიტურ ენებში” (აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი)

2000-2001-2002 – “არაბულ-ქართული და ებრაულ-ქართული ლექსიკონი” (აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი)

1997-1998-1999 – “ქართულ-არაბულ-ებრაული ლექსიკონი” (აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი).