მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

პროფესორი, რომანისტიკის მიმართულებით





მაია თევზაძემ 1980 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის ფრანგულ განყოფილება; პარალელურად წარმატებით დაამთავრა მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის თბილისის მე-3 სამუსიკო სასწავლებელი. 1980 წელს ჩაირიცხა მოსკოვის მორის ტორეზის სახელობის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტის ასპირანტურაში. 1987 წელს მოსკოვში საკანდიდატო დისერტაციის დაცვის შემდეგ მუშაობა დაიწყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჯერ მეცნიერ-თანამშრომლის, ხოლო შემდეგ უცხო ენათა კათედრის დოცენტად. 1995-2006 წლებში მუშაობდა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში ფრანგული ენის კათედრის გამგედ, აღმზრდელობით, საგარეო ურთიერთობათა და სამეცნიერო დარგების პრორექტორად, უცხო ენათა ფაკულტეტის დეკანად. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შექმნის დღიდან უკავია რომანული ფილოლოგიის მიმართულების ჯერ ასოცირებული, ხოლო შემდგომ სრული პროფესორის აკადემიური თანამდებობა. 2006-2009 წლებში იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უცხო ენათა ფილოლოგიის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, უცხო ენების ფილოლოგიის ფაკულტეტის II-V კურსების სასწავლო პროგრამების კოორდინატორი, ხოლო 2010 -2012 წლებში – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი. 2012 წლიდან უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრია.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

ინტერკულტურული კომუნიკაციის, პრაგმატიკის, პოლიტიკური ლინგვისტიკის, გენდერული ლინგვისტიკის საკითხების შეპირისპირებითი კვლევა

რჩეული პუბლიკაციები
• კომუნიკაციური მნიშვნელობის ლინგვო-პრაგმატიკული ხასიათი. მეცნიერება და ცხოვრება, 2016;
• კულტურათაშორისი კომუნიკაციის პრობლემათა აქტუალობა თანამედროვე სამყაროში. მეცნიერება და ცხოვრება, 2016;
• სამყაროს ხატის ასახვის პრობლემა მხატვრულ ლიტერატურაში. მეცნიერება და ცხოვრება, 2013;
• მეტაფორის ხასიათი ვიქტორ ჰიუგოს ნაწარმოებებში, მეცნიერება და ცხოვრება, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალები, №1 (7), 2013
• 5. მხატვრულ ტექსტში სამყაროს ხატის ამსახველი ენობრივი საშუალებები. საქართველოს მეცნიერების განვითარების ფონდის საერთაშორისო სამეცნიერო პერიოდული ჟურნალი „ინტელექტი“, №3 (44), 2012
• თხოვნის კომუნიკაციური აქტი. საქართველოს მეცნიერების განვითარების ფონდის პერიოდული ჟურნალი „ინტელექტი“, №1, 2010;
• ეროვნულ ცნობიერებათა განსხვავება, როგორც ინტერკულტურული კომუნიკაციის დამაბრკოლებელი ფაქტორი. საქართველოს მეცნიერების განვითარების ფონდის პერიოდული ჟურნალი „ინტელექტი“, №3, 2009;
• ადამიანთა კომუნიკაციური ქცევის დარეგულირების პრონციპები – საქართველოს მეცნიერების განვითარების ფონდის სამეცნიერო პერიოდული ჟურნალი „ინტელექტი“, №2, 2008;
• ზრდილობა და სხვადასხვა ენაში მისი გამოხატვის პირობები. საქართველოს მეცნიერების განვითარების ფონდის პერიოდული ჟურნალი „ინტელექტი“, №1, 2008;
• Фактор автора и адресата в языке французской прессы. ს. ს. ორბელიანის სახ. თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი, „პრომეთე“, თბილისი, 2005 წ. ტ. № 6 ( 18 )
• Несколько вопросов использования чужой речи во французском языке – ი. გოგებაშვილის სახ. პედაგოგიურ მეცნიერებათა ეროვნული ინსტიტუტი, ჟურნალი „საზრისი“, თბილისი, 2005 წ. № 18;
• 12. კომუნიკაციური კომპეტენციის შეძენა, როგორც უცხო ენის შესწავლის აუცილებელი პირობა. ი. გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიურ მეცნიერებათა ეროვნული ინსტიტუტი, „საზრისი“, თბილისი, 2005 წ. № 17
• 13. დედა ენა და უცხო ენის შესწავლის პრობლემები – ქართულ-ევროპული ინსტიტუტი „ივერია“, პარიზი, 2002 – 2003 წწ. № VIII-IX;
• 14. Несколько вопросов относительно межкультурного изучения вербальных интеракций – ერევნის ბრიუსოვის სახ. ლინგვისტური უნივერსიტეტის საერთაშორისო კონფერენციის მასალები. ერევანი, 2001 წ.
• 15 . Понятие межкультурного в изучении иностранного языка – ბაქოს უცხო ენათა უნივერსიტეტის შრომები, ბაქო, 2001;

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

ენათა და კულტურათა მრავალფეროვნება და კულტურათაშორისი ურთიერთობები; ფრანგული ენის ლექსიკოლოგია; ფრანგული ენის მორფოლოგია; ფრანგული ენის სინტაქსი; ფრანგული ენის სტილისტიკა; ენობრივი სიტუაციის ანალიზი თანამედროვე ევროპაში და ევროგაერთიანების ლინგვისტური პოლიტიკა; თანამედროვე ლინგვისტური მიმდინარეობები: პრაგმატიკა და სამეტყველო აქტების თეორია

ბაკალავრიატი
• ფრანგული ენის მორფოლოგია (შემოდგომის სემესტრი);
• ფრანგული ენის სინტაქსი (გაზაფხულის სემესტრი);
• ფრანგული ენის ლექსიკოლოგია (შემოდგომის სემესტრი);
• ფრანგული ენის სტილისტიკა (გაზაფხულის სემესტრი);
• ენათა და კულტურათა მრავალფეროვნება და კულტურათაშორისი ურთიერთობები (შესავალი კურსი);
• თანამედროვე ლინგვისტური მიმდინარეობები: პრაგმატიკა და სამეტყველო აქტების თეორია (შემოდგომის სემესტრი);
• სოციოლინგვისტიკა: ენათა კონტაქტები ფანკოფონულ სივრცეში (გაზაფხულის სემესტრი);
• ფრანგული ენის სემანტიკა
• საუბრის ანალიზი
მაგისტრატურა
• ენობრივი სიტუაციის ანალიზი თანამედროვე ევროპაში და ევროგაერთიანების ლინგვისტური პოლიტიკა (შესავალი კურსი, გაზაფხულის სემესტრი);
• კოლექტიური წარმოსახვები და კულტურული გამოხატულებები (საგაზაფხულო სემესტრი);
• ინტერკულტურული კომუნიკაცია.