პროფესორი, ჟურნალისტიკის მიმართულებით
ნინო დანელია არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი და ჟურნალისტიკისა და მედიამენეჯმენტის კავკასიური სკოლის მოწვეული პროფესორი. ამჟამად მუშაობს სადოქტორო თემაზე და იკვლევს საბჭოთა პერიოდში ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების არაოფიციალურ არხებს. მისი კვლევის ინტერესია კომუნიკაციისა და მედიის როლი პოლიტიკურ და სამოქალაქო ჩართულობაში, სამოქალაქო სივრცის შექმნაში.
სხვადასხვა მედიაში მუშაობის რვაწლიანი გამოცდილების შემდეგ მან აკადემიურ სფეროში გადაინაცვლა. იგი ჟურნალისტებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტებისთვის შექმნილი რამდენიმე გზამკვლევისა და ქართული მედიის შესახებ კვლევის ავტორია.
ნ. დანელია ამჟამად არასამთავრობო ორგანიზაციების – „ფონდი ღია საზოგადოება – საქართველო“ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ საბჭოების წევრია. ასევე არის ქალთა მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებელი და წევრი, „კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის“ დამფუძნებელი და წევრი.
ნ. დანელია ასწავლის საბაკალავრო კურსს „რა არის ჟურნალისტიკა“ და რამდენიმე სამაგისტრო კურსს, მათ შორის, მასობრივი კომუნიკაციის თეორია, ჟურნალისტური ეთიკა, შინაარსობრივი კვლევის მეთოდები, საზოგადოებრივი აზრის ფორმირება, წერა საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში.
ნ. დანელიამ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურისა და ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტი (1996) და ლუიზიანის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და მას. კომუნიკაციის სკოლა.
კომუნიკაციისა და მედიის როლი პოლიტიკურ და სამოქალაქო ჩართულობაში, დემოკრატია და სამოქალაქო სივრცე, და მედია, პლიტიკური კომუნიკაცია, საბჭოთა დისიდენტური მედია, ჟურნალისტების პროფესიული და სამოქალაქო ღირებულებები.
პუბლიკაციების ვრცელი სია
მიმდინარე სალექციო კურსები |
სალექციო კურსების კატალოგი |
---|---|
“რა არის ჟურნალისტიკა” – 2017 შემოდგომა (საბაკალავრო), _საზოგადოებრივი აზრის ფორმირება – 2017 შემოდგომა (სამაგსტრო), სოციალური კამპანიების წარმოება – 2017 (სამაგსტრო) |
ჟურნალისტიკის სტანდარტები – 2015 შემოდგომა (საბაკალავრო), მას-კომუნიკაციის თეორია – 2016 გაზაფხული, (სამაგისტრო), მედიის კვლევის მეთოდები – 2016 შემოდგომა, (სამაგსტრო), მედიის შინაარსობრივი კვლევის მეთოდები – 2017 შემოდგომა, (სამაგსტრო), წერა საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში – 2017 შემოდგომა, (სამაგსტრო), |