მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ასოცირებული პროფესორი, ენისა და მეტყველების თერაპიის მიმართულებით





ბავშვის განვითარების ინსტიტუტის დირექტორი, კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, ABC, Assisting Better Communication – Erasmus + პროექტის ხელმძღვანელი.
2006 წელს დააარსა პირველი ადრეული ჩარევის პროგრამა საქართველოში და დღემდე ამ პროგრამის ხელმძღვანელად მუშაობს. აქტიურად არის ჩართული ინკლუზიური სკოლამდელი განათლების ხელშეწყობასთან დაკავშირებულ საქმიანობაში; 2007 წლიდან დღემდე ხელმძღვანელობს UNICEF-ისა და OSI-ის მიერ დაფინანსებულ პროექტებს, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ინკლუზიური სკოლამდელი განათლების ხელშეწყობას.
2007-2011 წლებში იყო ჟურნალ „სოლიდარობის“ რედაქტორი.
ნინო ცინცაძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი კლასიკური ფილოლოგიის მიმართულებით. 2004 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „დრო და სივრცე „ოდისეაში“.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

ენობრივი განვითარება და განვითარების დარღვევები, ადრეული ჩარევა, ინკლუზიური განათლება.

  • კომუნიკაცია, ენა და მეტყველება, გზამკვლევი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისათვის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი, 2015
  •  ბაგა-ბაღის აღმზრდელ პედაგოგის სახელმძღვანელო, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, თბილისი, 2015
  •  სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამა ბაგა-ბაღებისათვის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი, 2012
  • ათი განსაკუთრებული გაკვეთილი, რესურსწიგნი ინკლუზიური განათლებისათვის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, 2010

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

ენობრივ განვითარებაზე მოქმედი ფაქტორები; სადოქტორო სემინარი 1; ენობრივი განვითარება და დარღვევები

ბავშვის განვითარება და კომუნიკაციურ-ენობრივი განვითარება; კლინიკური პრაქტიკა II: ენის შეფასება და ინტერვენცია; პროფესიული ეთიკა კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპიაში