მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის
აკადემიური პერსონალი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ანგლისტიკის მიმართულების სრული პროფესორი, დოქტორი





პაატა ჩხეიძემ 1977 წელს დაამთავრა ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ინგლისური ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა ინგლისური ენის მასწავლებლად სოფლის სკოლაში, სალიტერატურო ნაწილის გამგედ გორის გიორგი ერისთავის თეატრში, კითხულობდა ლექციებს გორის ნიკოლოზ ბარათაშვილის პედაგოგიურ ინსტიტუტში. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად (1987-92); იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, ხოლო მოგვიანებით – საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრი (1992-2005). მუშაობდა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ენისა და ლიტერატურის კათედრის გამგედ; უცხო ენების ფაკულტეტის დეკანად (1997-2006), ქალაქ გორის მერად (2002-2004). აშშ-ის კათოლიკური უნივერსიტეტის მიწვეულ პროფესორად, 2005-2006 წლებში, ფულბრაიტის გაცვლითი პროგრამით, იყო აშშ-ის National Humanities Institute-ის წევრ-კორესპონდენტი საქართველოში.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

ანგლო-ამერიკული ლიტერატურა. მხატვრული თარგმანი. კონსერვატიზმის ისტორია და თეორია.

წიგნები
რას ეუბნება ჰამლეტი ჰორაციოს და სხვა ესეები, თბ., 2014
კონსტიტუციისათვის, თბ., 2011
კონსერვატიზმის ისტორია, თბ., 2011
ივანე მაჩაბლის ტრადიცია, თბ., 2005

სტატიები ჟურნალებში

რჩეული პუბლიკაციები

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

ბაკალავრიატი
• ინგლისური ლიტერატურა ადრეული შუა საუკუნეებიდან ელიზაბეთურ ეპოქამდე (გაზაფხულის სემესტრი)
• ინგლისური ლიტერატურა პურიტანული ეპოქიდან საფრანგეთის რევოლუციამდე (შემოდგომის სემესტრი)
• ინგლისური ლიტერატურა, რომანტიზმი (გაზაფხულის სემესტრი)
• ინგლისური ლიტერატურა, ვიქტორიანული ეპოქა (შემოდგომის სემესტრი)
• ინგლისური ლიტერატურა, მოდერნიზმი (გაზაფხულის სემესტრი)
• ინგლისური ლიტერატურა, პოსტმოდერნიზმი (შემოდგომის სემესტრი)
მაგისტრატურა
• მეოცე საუკუნის ამერიკული ლიტერატურა (შემოდგომის სემესტრი)
• ევროპული სამწერლო ტრადიციის ნიშან-ფარგლები ამერიკული ლიტერატურის ჟანრებში (გაზაფხულის სემესტრი)
• კონსერვატიზმის ისტორია (შემოდგომის სემესტრი)