გენდერის და კინოს მიმართულება ასისტენტ-პროფესორი
სალომე ცოფურაშვილმა დოქტორის ხარისხი დაიცვა 2017 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული გენდერის კვლევების საერთაშორისო სადოქტორო პროგრამაზე. მისი სადისერტაციო ნაშრომი, იკვლევს ქალთა როლების ტრანსფორმაციას 1920-იანი წლების საბჭოთა ქართულ ფილმებში. 2018 წელს ღია საზოგადოების ფონდის (OSF) ფინანსური მხარდაჭერთ იყო საერთაშორისო გენდერის კვლევის ცენტრის (IGS) პოსტ-სადოქტორო მკვლევარი ოქსფორდის უნივერსიტეტში. 2019-2020 წელს მიწვეული იყო მკვლევრად ახალი ევროპის კოლეჯში (NEC) სასტიპენდიო პროგრამის Pontica Magna 2019-2020 ფარგლებში, ფოლსვაგენის ფონდის (Volgkswagen Sfiftung) ფინანსური მხარდაჭერით, ხოლო 2020-2021 წლებში განახორციელა პოსტ-სადოქტორო კვლევა ოქსფორდის უნივერსიტეტში, ოქსფორდის უნივერსიტეტისა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი კვლევითი პროგრამის „საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების“ ფარგლებში. ამჟამად იგი მუშაობს ინგლისურენოვან მონოგრაფიაზე From Victimhood to Empowerment: Representing Women in 1920s Soviet Georgian Cinema
გენდერული როლების ასახვა კინოში, საბჭოთა კინო, ქალთა საკითხები ისტორიულ კონტექსტში.
სტატიები ჟურნალებში
მიმდინარე სალექციო კურსები |
სალექციო კურსების კატალოგი |
---|---|
გენდერი და ვიზუალური ხელოვნება; კინო და ისტორია: მხატვრული ფილმი,როგორც ისტორიული დოკუმენტი; შესავალი თანამედროვე აზროვნებაში II; ქალთა რეპრეზენტაცია 1920-1930-იანი წლების საბჭოთა კინოში ქალთა საკითხები საქართველოში: გლობალური და ლოკალური კონტექსტები; შესავალი თანამედროვე აზროვნებაში I |