პროფესორი, ფილოსოფიის მიმართულებით
დაიბადა 1967 წლის 27 ნოემბერს. 1984 წელს დაამთავრა თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის 23-ე საშუალო სკოლა. 1984-1991 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე ფილოსოფიის სპეციალობით. 1991-1995 წლებში დაამთავრა ასპირანტურა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის ფილოსოფიის ისტორიის კათედრაზე. 1993.05-დან 1993.07 წლამდე მუშაობდა მასწავლებელთა გადამზადების ინსტიტუტის რელიგიის კათედრის მეცნიერ-მუშაკად. 1993-1956 წლებში თბილისის სასულიერო აკადემიაში კითხულობდა ლექციებს. 2001 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 2002.26.08-დან დაინიშნა თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის უნივერსიტეტის დასავლური ფილოსოფიის კათედრის გამგედ. 2006 წლის 2 თებერვლიდან 2008 წლის 1-ელ ოქტომბრამდე (კონკურსით) ეკავა ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის მიმართულებით ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა. 2006.22.05 წლიდან 2006.28.11-მდე იყო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი. 2006 წლის 28 ნოემბერს აირჩიეს და 2012 წლის 21 ოქტომბრამდე იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. 2008 წლის 1-ელ ოქტომბერს აირჩიეს და დღემდე უკავია მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე ფილოსოფიის მიმართულებით პროფესორის აკადემიური თანამდებობა. იყო 2012-2016 და 2016-2020 წლების მოწვევის პარლამენტის წევრი და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. 2013-2016 წლებში – პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი. 2015 წელს იყო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური მდივანი, 2015-2016 წლებში კი – ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელი მდივანი და გენერალური მდივანის მოვალეობის შემსრულებელი. 2017 – 2021 წლებში იყო პოლიტიკური გაერთიანება „ევროპული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრი.
სამეცნიერო ინტერესი: გერმანული კლასიკური ფილოსოფია, სიცოცხლის ფილოსოფია, ეგზისტენციალიზმი, ფენომენოლოგია, რელიგიის ფილოსოფია, ნაციონალიზმი, მოდერნულობა.
მიმდინარე კვლევითი ინტერესი: ნაციონალიზმი, როგორც იდენტობა. რელიგია, ფუნდამენტალიზმი, ტოტალიტარიზმი, მოდერნულობის კვლევა.
რჩეული პუბლიკაციები
სტატიები ჟურნალებში
პუბლიკაციების ვრცელი სია
შესავალი თანამედროვე აზროვნებაში, 2007-2018 (პირველი და მეორე სემესტრი), ბაკალავრიატი
კონცეპტუალური პერსონაჟები, 2009-2010; 2012-2013; 2015-2016; სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი. 2013-2014, 2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი, ბაკალავრიატი.
სიცოცხლის ფილოსოფია, 2017-2018; სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი, ბაკალავრიატი.
მოდერნულობის თეორიები,2014-2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი. 2016-2017 ; 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი, ბაკალავრიატი.
ყოფნა და დრო (კარტეზიანული მედიტაციები), 2010-2011;2011-2012 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი; 2011-2012 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი, ბაკალავრიატი.
კონტინენტური ფილოსოფიის საფუძვლები; 2009-2010 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი, ბაკალავრიატი.
რელიგია და ტოტალიტარიზმი; 2013-2014 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი, მაგისტრატურა;2010-2011; 2014-2015; 2015-2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი.