მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ასოცირებული პროფესორი, მედიის მიმართულებით





თამარ კინწურაშვილი ილიას უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორად 2015 წლიდან მუშაობს. მანამდე ის ლექციებს, როგორც მოწვეული ლექტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტებში კითხულობდა.

თამარ კინწურაშვილი 2013 წლიდან არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიის განვითარების ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორია. 2010 წლიდან ის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე იყო, ხოლო 2005 წლიდან 2009 წლამდე – საზოგადოებრივი მაუწყებლის გგენერალური დირექტორი. 2002-2005 წლებში თამარ კინწურაშვილი არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფლების ინსტიტუტში“ მუშაობდა, 1998-2002 წლებში კი – გაზეთ „დრონში“ ჯერ საპარლამენტო კორესპონდენტად, შემდეგ – გაზეთის რედაქტორად.

თამარი არაერთი კვლევის ავტორია, რომლებიც ჟურნალისტური ეთიკის საკითხებს, სიძულვილის ენასა და პროპაგანდის მეთოდებს შეეხება. იგი ილიას უნივერსიტეტში ჟურნალისტურ ეთიკას და თვითრეგულირებას, პროპაგანდის თეორიასა და კვლევის მეთოდებს, ასევე მრავალფეროვნების გაშუქებას ასწავლის. 2017 წელს გენდერის მკვლევრებთან ერთად მან ახალი სასწავლო კურსი – გენდერი და მედიაკვლევები შეიმუშავა.

თამარ კინწურაშვილმა 2010 წელს ედინბურგის უნივერსიტეტში – პოლიტიკური სწავლებების მენიერებათა მაგისტრის ხარისხი, ხოლო 1994 წელს ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის მაგისტრის წოდება მიიღო.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

ჟურნალისტური ეთიკა, პროპაგანდის მეთოდები, მრავალფეროვნების გაშუქება, სიძულვილის ენა

რჩეული პუბლიკაციები
2017 – Kremlin Influence Index; Black Sea Trust; Implemented by Detector Media (Ukraine), European Values (Czech Republic), Media Development Foundation – MDF (Georgia) and Political Capital (Hungary); Author of the Study (MDF, Georgia).
2016 – Council of Europe report Study on Funding of Media Outlets, Council of Europe expert.
2015 – Council of Europe report Mapping the Status of the Ethical Rights and Responsibilities of the Georgian Journalists, Council of Europe expert.
წიგნები
2016 – „ანტიდასავლური პროპაგანდა“, მედიის განვითარების ფონდი.
2016 – „სიძულვილის ენა“, მედიის განვითარების ფონდი
2014 – „ქალები წარსულიდან“,UNESCO, მედიის განვითარების ფონდი.
2004 – „გამოხატვის თავისუფლება“, ტომი I-II, თავისუფლების ინსტიტუტი, IREX.
2003 – „მედიის თვითრეგულირების ქრესტომათია“, თავისუფლების ინსტიტუტი.
სტატიები ჟურნალებში
2016 – Further from ‘Russkiy Mir’, Closer to the West, Brīvības un Solidaritātes Fonds, “Resisting Foreign State Propaganda in the New Information Environment: the case of the EU, Russia, and the Eastern Partnership countries”.

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

მედია და ინფორმაციული წიგნიერება სკოლებში; მედიის რეგულირება და თვითრეგულირება

მედიის რეგულირება და თვითრეგულირება; პროპაგანდის თეორია და მეთოდები

  • 2014 – რა არის ჟურნალისტიკა, საბაკალავრო კურსი.
  • 2008-2009 – მედია სამართალი, ჟურნალისტური ეთიკა და თვითრეგულირება, საბაკალავრო კურსი.