მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ასისტენტ პროფესორი, სოციოლოგიის მიმართულებით





თათია კეკელიამ უმაღლესი განათლება მიიღო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციოლოგიის მიმართულებით, დისერტაცია დაიცვა 2018 წლის მაისში თემაზე „საჯაროობის შოკი: პრივატული და საჯარო სფეროების კონფლიქტი თანამედროვე ქართულ საზოგადოებაში“. როგორც მკვლევარს, მონაწილეობა აქვს მიღებული რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტში, მათ შორის „პოლიტიკური პლურალიზმის გაძლიერება საქართველოში“ (2016), „რელიგია, დემოკრატია და ნაცია სამხრეთ კავკასიაში. ძირითადი ცნებების შედარებითი ანალიზი სომხეთში, საქართველოსა და აზერბაიჯანში“ (2011-2014), „მართლმადიდებელი ეკლესიის როლი ქართული ნაციონალური იდენტობის ჩამოყალიბებაში“ (2010-2012) და „სექსუალური ქცევის შესწავლა საქართველოში“ (2009-2011). თათია კეკელიას აკადემიური საქმიანობა აგრეთვე მოიცავს ფრანგულენოვანი ტექსტების თარგმნასა და რედაქტირებას: კერძოდ, მიშელ ფუკოს შეშლილობის ისტორია კლასიკურ ხანაში (ჯერ გამოუცემელი) და ამონარიდები რეიმონ არონის (Raymond Aron) სოციოლოგიური აზროვნების ეტაპები-დან (Les étapes de la pensée sociologique).

ამჟამად თათია კეკელია კითხულობს ორ სალექციო კურსს: „შესავალი თანამედროვე აზროვნებაში“ და „მოდერნიზაცია და საქართველო“. ასევე, არედაქტირებს რენე ჟირარის ტექსტის თარგმანს “განტევების ვაცი”.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

თათია კეკელიას აკადემიური ინტერესები მოიცავს საზოგადოების საჯარო და პრივატული სივრცეების კვლევას, სოციალურ ტრანსპარენტულობას, მოდერნიზაციას, დემოკრატიზაციას, გენდერისა და სექსუალობის საკითხებს.

რჩეული პუბლიკაციები

  • Tatia KekeliaFrom Soviet to Contemporary Transparency: Social Changes in Georgia, European Journal of Transformation Studies, Vol. 6, N. 1.
  • Kekelia, T. Building Georgian National Identity. In A. Agadjanian, A. Jodicke and E. van der Zweerde, (eds.), Religion, Nation and Democracy in the South Caucasus. London and New York: Routledge, 120-134.

წიგნები

  • Kekelia, T. Building Georgian National Identity. In A. Agadjanian, A. Jodicke and E. van der Zweerde, (eds.), Religion, Nation and Democracy in the South Caucasus. London and New York: Routledge, 120-134.
  • კეკელია, თ., გავაშელიშვილი, ე., ლადარია, კ., სულხანიშვილი, ი., 2013. მართლმადიდებელი ეკლესიის როლი ქართული ნაციონალური იდენტობის ჩამოყალიბებაში. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
  • კეკელია, თ., გავაშელიშვილი, ე., ბრეგვაძე, თ., სექსუალობა საქართველოში: რაოდენობრივი კვლევის შედეგები. გ. ზედანია (რედ.), სექსუალობა თანამედროვე საქართველოში: დისკურსი და ქცევა. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, 7-136.
  • კეკელია, თ., გავაშელიშვილი, ე., 2012. სექსუალობა საქართველოში: თვისობრივი კვლევის შედეგები. გ. ზედანია (რედ.), სექსუალობა თანამედროვე საქართველოში: დისკურსი და ქცევა. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, 137-155.
  • სტატიები ჟურნალებში
  • Tatia KekeliaFrom Soviet to Contemporary Transparency: Social Changes in Georgia, European Journal of Transformation Studies, Vol. 6, N. 1.
  • Kekelia, T. 2012. Modernization and Secularization: Georgian Case Study. Identity Studies, 4.
  • სტატიები გაზეთებში
  • „ანდაზებით მოამბე“. 24 საათი, “Weekend”, 13 ივნისი
  • „ქალის კულტი საქართველოში“. 24 საათი, “Weekend”, 6 ივნისი 2014.
  • „რაინდის ფორმა“. 24 საათი, “Weekend”, 24 მაისი 2014.
  • „ქართული იდენტობა 17 მაისიდან 17 მაისამდე“. 24 საათი, “Weekend”, 16 მაისი 2014.
  • „ერთმორწმუნე (მტ)ერი“.24 საათი, “Weekend”, 9 მაისი 2014.
  • „ინფანტილიზმი ქართულად“. 24 საათი, “Weekend”, 2 მაისი 2014.
  • „მშვენიერ გზაზე“. სოლიდარობა, N11-12(20-21), 2007.
  • „დისლექსია“.სოლიდარობა, N6(15), 2007.
  • „ცერებრული დამბლა“. სოლიდარობა, N3(12), 2007.
  • „რელიგიის თავისუფლების საერთაშორისო ასოციაციის კონგრესი“. სოლიდარობა, N2(11), 2007.
  • „უკაცრავად, თქვენ არა გაქვთ სიყვარულის უფლება!“. სოლიდარობა, N2(11), 2007.
  • „აირჩიეთ სიყვარული“. სოლიდარობა, N5, 2006.
  • „ბაჰაის სარწმუნოება“. სოლიდარობა, N2, 2006.
  • „რელიგია სახელმწიფო სკოლაში“. თავისუფლება, N6(42), ივნისი 2005.

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

მოდერნიზაცია და საქართველო; შესავალი თანამედროვე აზროვნებაში II

პოსტმოდერნიზმი: კონცეპტი და თეორიები; შესავალი თანამედროვე აზროვნებაში I

  • „სოციოლოგია“ – 2008-2009 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი, საბაკალავრო საფეხური.