ირაკლი კაჭარავა

ასოცირებული პროფესორი,  ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით

ირაკლი კაჭარავა ხელმძღვანელობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტს. მას აქვს სახელმწიფო ვალის მართვის სფეროში მუშაობის 15-წლიანი გამოცდილება და მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის საქართველოში ვალის მართვის ინსტიტუციური და სამართლებრივი ჩარჩოს განვითარებასა და გაძლიერებაში.

სხვადასხვა პერიოდში ირაკლი კაჭარავას ფინანსთა სამინისტროში ეკავა არაერთი მენეჯერული პოზიცია. მისი საქმიანობა მოიცავდა როგორც სახელმწიფო ვალის მართვის, ისე მაკროეკონომიკური პროგნოზირების, ფისკალური პოლიტიკის ანალიზისა და ფისკალური რისკების შეფასების მიმართულებებს. ამ პოზიციებზე მუშაობისას აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნის მაკროეკონომიკური და ფისკალური მართვის სისტემების განვითარებასა და გაუმჯობესებაში.

საქართველოში საქმიანობის პარალელურად იგი მოკლევადიანი საერთაშორისო ექსპერტის სტატუსით მონაწილეობს საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF), მსოფლიო ბანკისა (WB) და აზიის განვითარების ბანკის (ADB) ტექნიკური დახმარების მისიებში და ხელს უწყობს სახელმწიფო ვალის მართვის უნარების გაძლიერებას აღმოსავლეთ და დასავლეთ აფრიკის, აღმოსავლეთ ევროპისა და აზიის ქვეყნებში.

2011 წლიდან ირაკლი კაჭარავა საქართველოს სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტში კითხულობს სტატისტიკისა და ეკონომიკის კურსებს.

მას მინიჭებული აქვს საერთაშორისო ეკონომიკის სკოლის (ISET) ეკონომიკის მაგისტრის ხარისხი.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები
  • ფისკალური პოლიტიკა
  • მთავრობის ფასიანი ქაღალდების ბაზარი
  • რაოდენობრივი ფინანსები
  • განვითარების ეკონომიკა

მიმდინარე სალექციო კურსები

  • სტატისტიკის საფუძვლები (2025-2026, ბაკალავრიატი)
  • სტატისტიკის საფუძვლები (ENG) (2025-2026, ბაკალავრიატი)

სალექციო კურსების კატალოგი

  • ეკონომიკისა და ბიზნესის სტატისტიკის საფუძვლები (2018-2023, ბაკალავრიატი)
  • მენეჯერული სტატისტიკა (2018-2023, ბაკალავრიატი)
  • რაოდენობრივი მეთოდები I, II (2017-2018, მაგისტრატურა)
  • რაოდენობრივი მეთოდები I, II (2016-2017, მაგისტრატურა)
  • ეკონომეტრიკა (2015-2016, მაგისტრატურა)
  • ეკონომიკისა და ბიზნესის სტატისტიკა (2012-2014, ბაკალავრიატი)
  • ეკონომიკის პრინციპები (2013-2017, ბაკალავრიატი)
  • სახელმწიფო ეკონომიკა (2014-2015, ბაკალავრიატი)