მარიკა კირვალიძე

ასისტენტ-პროფესორი ზოგადი მეთოდიკის მიმართულებით

მარიკა კირვალიძემ 2010 წელს დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივვერსიტეტი და მიენიჭა განათლების ბაკალავრის ხარისხი. მან მან ამავე უნივერსიტეტში 2013 წელს მოიპოვა მაგისტრის ხარისხი, ხოლო 2024 წელს მიენიჭა განათლების დოქტორის აკადემიური ხარისხი. მისი სადისერტაციო თემა იყო „მასწავლებელთა თანამშრომლობაზე მოქმედი ფაქტორები საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში“.

მარიკა კირვალიძე ზოგადი განათლების სფეროში მუშაობს 2014 წლიდან, ხოლო საუნივერსიტეტო განათლების სფეროში ჩართულია 2016 წლიდან.

იგი ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის და უმაღლესი განათლების პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში. ხოლო მასწავლებლის პროფესიის რეგულირებისა და სკოლების მხარდაჭერის პროგრამის ზოგადი განათლების ექსპერტი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში.

არის რამდენიმე პუბლიკაციის ავტორი. აქტიურად მონაწილეობს ზოგადი და უმაღლესი განათლების საკითხებისადმი მიძღვნილ ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობს 2016 წლიდან, ჯერ მოწვეული ლექტორის, ხოლო 2026 წლიდან ასისტენტ პროფესორის პოზიციაზე.

მარიკა კირვალიძე, როგორც მკვლევარი, ექსპერტი და ტრენერი 2013 წლიდან აქტიურადაა ჩართული  ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებში, მათ შორის ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ საერთაშორისო პროექტებში.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები
  • სასკოლო და უმაღლესი პედაგოგიკა
  • სწავლების მეთოდოლოგია
  • პედაგოგიური ეთიკა
  • მასწავლებელთა პროფესიული განვითარება
  • მასწავლებელთა თანამშრომლობა
  • ხარისხის მართვა განათლებაში

რჩეული პუბლიკაციები

  • სასწავლო პროცესის ხარისხის მართვა სკოლაში – გზამკვლევი ხარისხის განვითარების შიდასასკოლო ჯგუფებისთვის. (2024). დიოგენე. https://diogene.ge/ka/shop/1295-sastsavlo-protsesis-khariskhis-martva-skolashi
  • Professional Development and Performance Assessment System Focused on Strengthening Teachers’ Collaboration: The Case of Georgia. (2023). Problems of Education in the 21st Century. https://doi.org/10.33225/pec/23.81.66
  • Critical Friend Approach. (2020). Publication co-funded by EU ERASMUS+ Project. Tbilisi, Georgia.

 

წიგნები

  • სასწავლო პროცესის ხარისხის მართვა სკოლაში – გზამკვლევი ხარისხის განვითარების შიდასასკოლო ჯგუფებისთვის. (2024). დიოგენე. https://diogene.ge/ka/shop/1295-sastsavlo-protsesis-khariskhis-martva-skolashi
  • სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარებაგზამკვლევი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მასწავლებლებისა და ლიდერებისთვის (2023) https://shorturl.at/usHmB
  • Critical Friend Approach. (2020). Publication co-funded by EU ERASMUS+ Project. Tbilisi, Georgia.

 

სტატიები ჟურნალებში

  • Professional Development and Performance Assessment System Focused on Strengthening Teachers’ Collaboration: The Case of Georgia. (2023). Problems of Education in the 21st Century. https://doi.org/10.33225/pec/23.81.66
  • ლობჟანიძე, ს., & კირვალიძე, მ. (2019). ქართულ კონტექსტში მასწავლებელთა თანამშრომლობაზე მოქმედი ფაქტორები. განათლების მეცნიერება, (10). http://www.jes.org.ge/number/10/article/60

 

პუბლიკაციების ვრცელი სია

  • სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარება – გზამკვლევი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მასწავლებლებისა და ლიდერებისთვის (2023) https://shorturl.at/usHmB
  • ლობჟანიძე, ს., & კირვალიძე, მ. (2019). ქართულ კონტექსტში მასწავლებელთა თანამშრომლობაზე მოქმედი ფაქტორები. განათლების მეცნიერება, (10). http://www.jes.org.ge/number/10/article/60/

მიმდინარე სალექციო კურსები

თანამედროვე მიდგომები სწავლებაში 2020-2021 სასწავლო წლიდან საბაკალავრო-სამაგისტრო
სასკოლო ურთიერთობების ეთიკა 2016-2017 სასწავლო წლიდან საბაკალავრო;

სამაგისტრო;  სასერტიფიკატო

ეფექტური სწავლება, კომუნიკაცია და საკლასო მენეჯმენტი 2016-2017 სასწავლო წლიდან სამაგისტრო;

სასერტიფიკატო

სამაგისტრო ნაშრომი 2022-2023 სასწავლო წლიდან საბაკალავრო-სამაგისტრო

სალექციო კურსების კატალოგი

პედაგოგიური რეფლექსია

 

2024-2025 საბაკალავრო-სამაგისტრო
სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარება 2024-2025 სასერტიფიკატო
სასკოლო პრაქტიკა 2020-2021 სასერტიფიკატო
კლასის მართვა და კომუნიკაცია 2019-2020

2017-2018

საბაკალავრო,

სამაგისტრო

სწავლებისა და შეფასების სტრატეგიები 2016-2017 სადოქტორო
საკლასო შეფასება 2016-2017 სასერტიფიკატო
სამაგისტრო ნაშრომი განათლების ადმინისტრირებაში 2023-2024 სამაგისტრო