გიორგი ბეგაძე

1994 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახლმწიფო უნივერსიტეტის კომერციის ფაკულტეტი ეკონომისტის კვალფიკიციით; 1999 წელს დაამთავრა USAID სასწავლო მომზადების კურსი და მიიღო სასწავლო ინსტრუქტორის (სასწავლო ტრენერი) კვალიფიკაცია; 1995-დან 2005 წლამდე ფინანსთა, შემოსავლებისა და განათლების სამინისტროებში ეკავა სხვადასხვა თანამდებობა. 1999-2001 წლებში იყო საქართველოს შემოსავლების სამინისტროს სასწავლო ცენტრის შემოსავლების ადმინისტრირებისა და გადასახადების აკრეფის კურსის ტრენერი. 2002-2005 წლებში მუშაობდა […]
ნინო პატარაია

ნინო პატარაიამ 2002 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტი პედაგოგიკის (ინგლისური და გერმანული ენები) სპეციალობით. თუმცა, ამ დრომდე უკვე ფლობდა 2 საერთაშორისო სერტიფიკატს Blountstown High School-სა (Blountstown, FL, U.S) და Iowa State University-ში (Ames, IA, U.S.A) ზოგად განათლებასა და სოციალურ მეცნიერებებში. 2002-2003 წლებში გაიარა ადამიანური რესურსების მართვის ინტენსიური კურსი […]
რევაზ გერაძე

რევაზ გერაძე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში ბუნებრივი გაზის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეა. გასულ წლებში იგი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მაკროეკონომიკური ანალიზის სამსახურის უფროსის პოზიციას იკავებდა. რევაზი ფლობს ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის ხარისხს. მას ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში (ISET) მიღებული აქვს ეკონომიკის მაგისტრის ხარისხი და მაგდებურგის უნივერსიტეტში – საერთაშორისო ფინანსებისა და ეკონომიკის მაგისტრის ხარისხი. რევაზს […]
მაია როგავა

მაია როგავამ 1979 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი (კვალიფიკაცია: ფილოლოგი, ინგლისური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი) და 1983 წელს მოსკოვის მორის ტორეზის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ უცხო ენათა ინსტიტუტში (ამჟამად მოსკოვის სახელმწიფო ლინგვისტური უნივერსიტეტი) დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „ჰუმანიტარული პროფილის ინგლისურენოვანი სახელმძღვანელოების ლინგვო-სტილისტური ანალიზი“. ასპირანტურაში სწავლის დროს და […]
გიორგი ხიშტოვანი

გიორგი ხიშტოვანი არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიებისა და განათლების ფაკულტეტის ბიზნესის სკოლის სრული პროფესორი და ფინანსების მიმართულების ხელმძღვანელი. ამავდროუად, გიორგი არის ფინანსების სამაგისტრო პროგრამისა და ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი. გიორგი ხიშტოვანი ბრემენში (გერმანია), ტრიერში (გერმანია), ლიუნებურგსა (გერმანია) და თბილისში სწავლობდა ეკონომიკას, ბიზნესის ადმინისტრირებასა და სამართალს. გიორგი ფლობს ბრემენის უნივერსიტეტის ეკონომიკის დოქტორის აკადემიურ ხარისხს. […]