ნინო მახაშვილი

ნინო მახაშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი ექიმის დიპლომით და თბილისის ფსიქიატრიის ინსტიტუტი – ფსიქიატრის დიპლომით; მას აქვს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორის წოდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. წლების მანძილზე ინტენსიურად იყო ჩართული სათემო ფსიქიატრიისა და ფსიქოტრავმატოლოგიის სფეროებში და მუშაობდა ისეთ მოწყვლად ჯგუფებთან, როგორებიც არიან: დევნილები და ლტოლვილები, პატიმრები, ასევე წამებისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლნი და სხვ. ნინო […]
რესან ქიქავა

რესან ქიქავა არის სს „გამოფენების ცენტრის“ დირექტორი, 10-წლიანი მენეჯერული გამოცდილებით საბანკო, საკონსულტაციო, უძრავი ქონებისა და ნავთობპროდუქტებით საერთაშორისო ვაჭრობის მიმართულებებით. 2010-2013 წლებში რესანი მუშაობდა ქ. ლონდონში (დიდი ბრიტანეთი), ერთ-ერთ საერთაშორისო ტრეიდერულ კომპანიაში, რომელშიც ეკავა ჯერ რისკების მენეჯერი და შემდეგ – გენერალური დირექტორის თანამდებობა. სხვადასხვა წლებში რესან ქიქავა იყო ბრიტანული კომპანია Virgin-ის სტრატეგიული კონსულტანტი, აგრეთვე რამდენიმე საერთაშორისო […]
ალექსანდრე ერგეშიძე

ალექსანდრე ერგეშიძეს აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის დოქტორის აკადემიურ ხარისხს. მისი სადისერტაციო ნაშრომი განიხილავს გაცვლითი კურსის გავლენას მაკროეკონომიკურ გარემოზე. მინიჭებული აქვს ეკონომიკის მაგისტრის ხარისხი თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლიდან (ISET) და ეკონომიკასა და ბიზნესის ადმინისტრირებაში – ბაკალავრის ხარისხი თსუ-დან; ა.ერგეშიძე 2012 წლიდან ასწავლის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მიკროეკონომიკის, სტატისტიკისა და ეკონომეტრიკის კურსებს. იყო მიწვეული ლექტორი შავი ზღვის […]
ალექსანდრე ასათიანი

ალექსანდრე ასათიანს 2014 წლიდან უკავია GeoLab-ის (geolab.edu.ge) დირექტორის თანამდებობა. იგი იმავდროულად GeoLab-ის ერთ-ერთი თანადამფუძნებელია. 2013-2017 წლებში საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA) ასისტენტ-პროფესორის თანამდებობა ეკავა. 2009 წლიდან ლექციებს კითხულობს საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სახელმწიფო და კერძო სასწავლებელში: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ILIAUNI), საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA), საქართველოს უნივერსიტეტი (GU), კავკასიის უნივერსიტეტი (CU). ა. ასათიანი წლების განმავლობაში მუშაობს […]
გიორგი პაპავა

გიორგი პაპავამ 2012 წელს მიიღო სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრის წოდება ეკონომიკის მიმართულებით ჩიკაგოს უნივერსიტეტში. იგი ამავე უნივერსიტეტში ეკონომიკის სადოქტორო პროგრამის ფარგლებში მუშაობს თემაზე „სავაჭრო პოლიტიკა ლობიზმისა და ჰეტეროგენულად იგნორანტი ამომრჩევლების პირობებში“. გ.პაპავას 2008 წელს მიღებული აქვს ეკონომიკის მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ეკონომიკის სკოლაში – ISET. იგი ხუთი წლის მანძილზე ჩიკაგოს უნივერსიტეტში იყო სასწავლო ასისტენტი საჯარო პოლიტიკის, სამართლისა […]
თამარ ჯინჭველაძე

თამარ ჯინჭველაძე ჰოლანდიის ტვენტეს უნივერსიტეტის აკადემიური ხარისხის მფლობელია ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით. მას აქვს ადამიანური კაპიტალის მართვის 10 წელზე მეტი ხნის პრაქტიკული გამოცდილება როგორც საჯარო, კერძო, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში. მისი ინიციატივით განხორციელებულია არაერთი პროექტი HR პროცესების დახვეწისა და განვითარების მიმართულებით. ამჟამად თამარი საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს ჰოლდინგში – საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში – ხელმძღვანელობს ადამიანური რესურსების განვითარების […]
დარეჯან ქობელაშვილი

დარეჯან ქობელაშვილმა 1988 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი, 1991 წელს კი – ამავე ინსტიტუტის ასპირანტურა. 2005 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ბიოლოგიაში თემაზე: ”თავის ტვინის ფუნქციური ლატერალიზაციისა და სენსო-მოტორული ასიმეტრიის პროფილის მნიშვნელობა მოზარდთა სპორტული მონაცემების შეფასებისათვის”. წლების განმავლობაში მუშობდა ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის ფიზიოლოგიის კათედრის ასოცირებული პროფესორის […]
სოფიო ლებანიძე

სოფიო ლებანიძემ 2003 წელს დაამთავრა თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტი საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალობით და მოიპოვა მაგისტრის ხარისხი. ამავე პერიოდიდად დაიწყო მუშაობა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში. მისი საქმიაობის სფეროს წარმოადგენდა ჯანდაცვის სისტემები და პოლიტიკა, დაფინანსება, რეგულირება და სხვა. მუშაობდა როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორებში. თანამშრომლობდა საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან. 2008 წლიდან ეწევა აკადემიურ საქმიანობას – კითხულობს ლექციებს, მუშაობს […]
მარინე ჩხიკვიშვილი

მარინე ჩხიკვიშვილმა 1981 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. 2005 წელს თბილისის სახელმეიფო სამედიცინო უნივერსიტეტში დაიცვა საკანდიტატო დისერტაცია თემაზე: ”ველომრბოლელ სპრინტერთა და სტაიერთა ფუნქციური მზაობის ფაქტორული სტრუქტურა მომზადების წლიური ციკლის სხვადასხვა პერიოდში”. მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიაში (1975-2007) და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში (2007-2011). ძირითადი კვლევითი საკითხებია: სპორტსმენთა ფუნქციური მზაობა, […]
ნიკოლოზ ყაველაშვილი

ნიკოლოზ ყაველაშვილმა 1991 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი. 1998 წელს დაამთავრა ნიუ-იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ბინგჰემტონი) მაგისტრატურა ეკონომიკისა და ფინანსების სპეციალობით, 2013 წელს კი მოიპოვა ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის წოდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლაში. ამჟამად საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი და ილიას სახელმწოფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის პროფესორია. 2016 წლის დასაწისამდე იყო […]