ივანე მურუსიძე

ივანე მურუსიძემ 1979 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი წარჩინების დიპლომით. 1983 წელს – მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტის ასპირანტურა (თეორიული და მათემატიკური ფიზიკა, დისერტაცია: სოლიტონების მიერ დაბალსიხშირული ტალღების გამოსხივება პლაზმაში). 1984 წლიდან მუშაობდა ფიზიკის ინსტიტუტში, 1992-2006 წწ. იყო ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1995-2000 წლებში კვლევებს ატარებდა თეორიული ფიზიკის საერთაშორისო ცენტრში იტალიაში (ცენტრის ასოცირებული წევრი). 1999-2002 […]

მერაბ სვანაძე

მერაბ სვანაძემ 1977 წელს წარჩინებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1984 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო 1998 წელს – სადოქტორო დისერტაცია და მიენიჭა ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. 1989 წელს მიენიჭა უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის, ხოლო 2004 წელს – პროფესორის წოდება. 2006 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობს პროფესორის თანამდებობაზე.

გიორგი ხიმშიაშვილი

დაიბადა 28.10.1951 თბილისში, საქართველოს მოქალაქე. მამა – ნიკოლოზ ხიმშიაშვილი, დედა – ვიოლეტა ბრეგვაძე. ჰყავს მეუღლე თამარ ლომაძე და ქალიშვილი ნინო ხიმშიაშვილი. 1968 წელს დაამთავრა თბილისის N42 საშუალო სკოლა ოქროს მედლით. 1973 წელს წარჩინებით დაამთავრა მ.ლომონოსოვის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკური ფაკულტეტი, დიპლომი  С57284. 1977 წელს მიენიჭა ფიზიკა-მათემატიკური მეცნიერების კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი, უმაღლესი საატესტაციო კომისიის დიპლომი MFM […]

დავით გამყრელიძე

დავით გამყრელიძე არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ფულადი სახსრების პროგნოზირებისა და მართვის დეპარტამენტის ხელმძრვანელი. წარსულში, იგი მუშაობდა სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციებზე, როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში. დავითი 2012 წლიდან კითხულობს ფინანსებთან დაკავშირებულ კურსებს სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებებში. იგი ამჟამად არის დოქტორანტურის სტუდენტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მუშაობს სადოქტორო ნაშრომზე სახელწიდებით “საერთაშორისო საფინანსო ბაზრები და კაპიტალის ბაზრის […]

თორნიკე გურული

თორნიკე გურულმა დაამთავრა ქემნიცის ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (გერმანია) და სხვადასხვა დროს სწავლობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მაინის ფრანკფურტის გოეთეს სახელობის უნივერსიტეტში. პარალელურად გაიარა საერთაშორისო ტრენერების სპეციალური განათლების სამწლიანი პროგრამა თეოდორ ჰოისის კოლეგიაში (გერმანია) და მოიპოვა კოლეგიის საერთაშორისო ტრენერის სტატუსი. სხვადასხვა დროს ასწავლიდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, […]

ნიკოლოზ ქოიავა

Nikoloz Koiava is since October 2016 Associated Professor in a faculty of Business Administration at the Ilia State University, Tbilisi and since July 2016 the head of Academic Programs Department at the Bank of Georgia University. Nikoloz is delivering lectures in Accounting (BBA and MBA), Financial Management (MBA) and Financial Analysis (MBA). He received his […]

გიორგი დანელია

გიორგი დანელია ამჟამად სს „საპარტნიორო ფონდის“ საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორია. იგი ფონდში 2011 წლიდან მუშაობდა და სხვადასხვა პოზიცია ეკავა: მართავდა უძრავი ქონების პორტფელს, რომლის ჯამური ღირებულება 100$ მილიონს აჭარბებს. 2017 წლიდან ხელმძღვანელობს ფონდის საინვესტიციო მიმართულებას, რომელიც საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორს მოიცავს. ფონდში საქმიანობამდე, გიორგი მუშაობდა სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“, ხოლო მანამდე საკონსულტაციო კომპანია „სინერჯი ჯგუფში“ ანალიტიკოსად. გიორგის […]

გიორგი ქემერტელიძე

გიორგი ქემერტელიძე 2011 წლიდან არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის მოწვეული ლექტორი, 2012 წლიდან კი ბიზნესის სკოლის ტურიზმის მენეჯმენტის ცენტრის მთავარი სპეციალისტია. ამავე დროს ხელმძღვანელობს ბიზნესის სკოლის რამდენიმე ტრენინგკურსს. 2011-2014 წლებში იყო ტრენინგცენტრ „BDC აკადემიის“ ტრენერი, 2013 წლიდან არის ტურისტული კომპანების – „TIIANGBEI TRAVEL“ ისა და „Gamarjoba Travel“ ის დამფუძნებელი, ხელმძღვანელი. 2010-2013 წლებში მუშაობდა პროფესიულ […]

თამარ მაღალაშვილი

2017 წელს მიენიჭა ბიზნეს ადმინისტირირების დოქტორის წოდება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. 2006-2008 წლებში სწავლობდა „თავისუფალ უნივერსიტეტში“ (ყოფილი ESM-თბილისი) და მიღებული აქვს ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის დიპლომი (MBA) მარკეტინგის მენეჯმენტის მიმართულებით. 1991-2001 წლებში სწავლობდა „კავკასიის უნივერსიტეტში“ (ყოფილი „კავკასიის ბიზნესის სკოლა“). მიღებული აქვს ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის (BBA) დიპლომი მარკეტინგის მენეჯმენტის სპეცილობით. 2001-2005 წლებში გაიარა სამაგისტრო პროგრამა ამავე უნივერსიტეტში ბიზნესის […]

გივი ჭანუყვაძე

გივი ჭანუყვაძე საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „რეფორმატიკსში“ საერთაშორისო კონსულტანტის პოზიციაზე მუშაობს – სხვადასხვა ქვეყნის მთავრობას საჯარო ადმინისტრირებისა და ეკონომიკური რეფორმების განხორციელებაზე უწევს კონსულტაციებს. მისი პროფესიული გამოცდილება მოიცავს საქართველოს საჯარო და კერძო სტრუქტურებში 11-წლიან სამუშაო გამოცდილებას სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციაზე. 2011-2013 წწ. გივი ჭანუყვაძე თბილისისა და რუსთავის იუსტიციის სახლებს ხელმძღვანელობდა. მანამდე, სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობის დროს, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში, […]