თამარ ბრეგვაძე

თამარ ბრეგვაძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია. იგი კოორდინაციას უწევს მოსწავლეთა მიღწევის სახელმწიფო შეფასებებსა და მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა  PISA-ს საქართველოში. თამარ ბრეგვაძე  უმაღლესი განათლების ექსპერტთა ეროვნული ჯგუფის წევრია (ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაცია, ერზმუს + ეროვნული ოფისი, საქართველო). ბოლო სამი წლის განმავლობაში ის იყო ასევე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭოს და განათლების პოლიტიკის საერთაშორისო ქსელის გამგეობის […]

ია კუპატაძე

ია კუპატაძე – არქიტექტორი, მკვლევარი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, სადაც იგი ასევე ხელმძღვანელობს არქიტექტურის სამაგისტრო პროგრამას. მას აქვს არქიტექტურის დოქტორის ხარისხი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან, სახვითი ხელოვნების მაგისტრის ხარისხი (MFA) ლამარ დოდის ხელოვნებისა და დიზაინის სკოლიდან და არქიტექტურის მაგისტრის ხარისხი საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტიდან. მისი აკადემიური საქმიანობა კონცენტრირებულია მდგრად არქიტექტურასა და თანამედროვე ქალაქის ურბანული განვითარების […]

ალექსანდრე რამიშვილი

დაიბადა 17.06.1965 წელს ქ.თბილისში. 1982 წელს დაამთავრა 51-ე  საშუალო სკოლა და ამავე წელს მოეწყო საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. 1987 დაიწყო მუშაობა თბილქალაქპროექტში. 1991-1992 წლებში მუშაობდა  ბელგიაში, ქ.ბრიუსელში არქიტექტურისა და ურბანიზმის ატელიეში (AAU). სქართველოში დაბრუნებისთანავე მონაწილეობდა „SOS კინდერდორფ“ ბავშვთა სოფლების (თბილისი-ქუთაისი) პროექტირებაში და მშენებლობაში. შემდგომ წლებში განახორციელა რიგი პროექტებისა კერძო კომპანიებში. 2004  წელს მსოფლიო ბანკის პროგრამით  იმყოფებოდა […]

ქისი ოზგურ

დოქტორმა კისიმ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი სამოქალაქო ინჟინერიაში მიიღო კუკუროვას უნივერსიტეტში (თურქეთი) 1997 წელს, ჰიდრავლიკის მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი – ერჯიესის უნივერსიტეტში (თურქეთი) 1999 წელს, ხოლო დოქტორის ხარისხი – სტამბოლის ტექნიკურ უნივერსიტეტში (თურქეთი) 2003 წელს. მისი საკვლევი სფეროებია: ახალ ალგორითმთა და მეთოდთა შექმნა ჰიდროლოგიური პროგნოზისა და მოდელირების პრობლემისთვის ინოვაციური გადაწყვეტილების პოვნის მიმართულებით; დაგვიანებული ნალექების მოდელირება; ჰიდროლოგიურ ცვლად […]

თამარ ტალიაშვილი

თამარ ტალიაშვილმა 1975 წელს დაამთავრა ალ. პუშკინის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის რუსულ-ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1978 წელს დაასრულა ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრასთან არსებული ასპირანტურა. 1985 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „მიხეილ ჯავახიშვილის შემოქმედების პრობლემატიკა და პოეტიკა“. 1986-1992 წლებში მუშაობდა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სწავლული მდივნის თანამდებობაზე. 2002 წელს უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს მიერ არჩეულ იქნა ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე, […]

დავით მალაზონია

1995 წელს დაამთავრა ს.ს. ორბელიანის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი. 1998 წელს დაიცვა საკანდიდატო, ხოლო 2002 წელს სადოქტორო დისერტაცია (საქართველოს ისტორიის მიმართულებით). 1993 წლიდან მუშაობს სკოლაში ისტორიის მასწავლებლად. არის წამყვანი მასწავლებელი. 1996-2006 წლებში მუშაობდა სახლემწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში ჯერ დოცენტის, შემდეგ კი პროფესორის თანამდებობაზე. 2005-2006 წლებში ასრულებდა პედაგოგიური უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობას. 2006 წლიდან არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის […]

ეკატერინე შავერდაშვილი

ეკატერინე შავერდაშვილი – ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი განათლების მეცნიერებებში; წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი. ფლობს კასელის (გერმანია) უნივერსიტეტის უმაღლესი სკოლის სერტიფიკატს გერმანისტიკაში და ამავე უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორის ხარისხს; 2009-2015 წლებში მუშაობდა ენების დიდაქტიკის კვლევით ცენტრში დირექტორის პოზიციაზე; 2015-2019 წლებში მუშაობდა განათლების სამინისტროს სასწავლო გეგმების დეპარტამენტის ექსპერტად და აქტიურად მონაწილეობდა და მონაწილეობს საქართველოს საგანმანათლებლო პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებში; […]

მარიკა კაპანაძე

მარიკა კაპანაძემ წარმატებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბიოფიზიკის სპეციალობით, სწავლა განაგრძო რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ცილის ინსტიტუტის ასპირანტურაში და დაიცვა დისერტაცია თემაზე: „ადამიანის პანკრეასის პოლიპეპტიდის მუტანტების სტაბილურობის შესწავლა“. 2004 წლიდან აქტიურად მუშაობს საბუნებისმეტყველო განათლების მიმართულებით, 2008 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია. პედაგოგიურ საქმიანობასთან ერთად კოორდინირებას უწევს საბუნებისმეტყველო მეცნიერებების განათლების პროექტების დანერგვას საქართველოში. 2010-2012 წლებში იყო TEMPUS-ის […]

სოფიკო ლობჟანიძე

სოფიკო ლობჟანიძემ 1986 წელს დაამთავრა თბილისის პუშკინის სახელობის სახელმწიფო ინსტიტუტი ქიმიისა და ბიოლოგიის სპეციალობით, ხოლო 1994 წელს თბილისის სასულიერო აკადემია ქრისტიანული ანთროპოლოგიის სპეციალობით. 1996 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია არაორგანულ და კოორდინაციულ ქიმიაში და მიენიჭა ქიმიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი (Ph.D), ხოლო 2006 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია პედაგოგიკაში თემაზე – „აღზრდის ეთიკური პრინციპები ეპოქალური ცვალებადობის შუქზე“ […]

ავთანდილ თავხელიძე

ავთავდილ თავხელიძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ფიზიკა), 1982. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში  თემაზე – „მაღალტემპერატურული ზეგამტარობა“ 1991 წელს. მუშაობდა – ბირთვული კვლევების გაერთიანებულ ინსტიტუტში, დუბნა, რუსეთი,  1982-1984; მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რუსეთი, 1986-1992, პაულ შერეის ინსტიტუტში, ციურიხი, შვეიცარია 1993; ფიზინა ტექნიკური ინსტიტუტში, ბრაუნშვაიგი, გერმანია 1994; დანიის ტექნიკური უნივერსიტეტში, ლინგბი, დანია 1994-1997; ბორეალის ტექნიკალში, პორტლანდი, […]