სოფიო გორგოძე

სოფო გორგოძეს აქვს მასწავლებლად, განათლების კონსულტანტად და განათლების პროექტების მართვის სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. ილიას უნვიერსიტეტში იგი კითხულობს სხვადასხვა სალექციო კურსს ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურებზე. სხვადასხვა დროს კოორდინაციას უწევდა განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამას და ტემპუსის უმაღლესი განათლების მართვის პროგრამას, რომელიც უმაღლესი განათლების სამაგისტრო პროგრამის დანერგვას ითვალისწინებდა საქართველოსა და სომხეთში. სოფო გორგოძე 2018 წლიდან ხელმძღვანელობს […]
ბერიკა შუკაკიძე

1995 წელს დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი; 2002 წელს მიიღო მაგისტრის ხარისხი ზოგადი განათლების მართვაში ნებრასკის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2013 წელს დაიცვა დისერტაცია განათლებაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. სადისერტაციო თემა: ოჯახის, სკოლისა და მოსწავლის ფაქტორების გავლენა მოსწავლის აკადემიურ მიღწევებზე კითხვაში (პიზა 2009 წლის კითხვის ტესტის შედეგების ანალიზი: განვითარებული (ესტონეთი) და განვითარებადი (აზერბაიჯანი) ქვეყნების […]
ნათია ანდღულაძე

ნათია ანდღულაძე არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის ასოცირებული პროფესორი. ის ასევე აფილირებულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრთან, სადაც მუშაობს სახელმწიფო და საერთაშორისო შეფასებებსა და განათლების პოლიტიკასთან დაკავშირებულ სხვა ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა მასწავლებლის შეფასება და სკოლის შეფასება. წინა წლებში მუშაობდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში კვლევის ჯგუფის ხელმძღვანელად. მას აქვს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების დოქტორის ხარისხი […]
გიორგი ზაუტაშვილი
გიორგი რაქვიაშვილი

გიორგი რაქვიაშვილი დაიბადა 1951 წელს სოფელ გურჯაანში. 1967 დაამთავრა თბილისის 117-ე საშუალო სკოლა ვერცხლის მედლით,1973 წელს – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი, 1981 წელს – თბილისის ა. რაზმაძის სახ. მათემატიკის ინსტიტუტის ასპირანტურა. 1982 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ბელორუსიის სსრ მინსკის მათემატიკის ინსტიტუტში თემაზე „ჯვარედინი ჯგუფური რგოლების კოჰომოლოიებისა და ალგებრული K-თეორიის შესახებ“ და მიენიჭა ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა […]
ლაურა ქუმსიაშვილი

1986 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია არქიტექტურის ფაკულტეტი, სამოქალაქო არქიტექტურა (წარჩინების დიპლომი). 1987 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფოტოხელოვნების ფაკულტეტი. 1998 წელს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, ასპირანტურა, ქალაქგეგმარების მიმართულებით. მუშაობდა სხვადასხვა არქიტექტურულ და სამშენებლო კომპანიებში, მათ შორის: „თბილქალაქპროექტი“; დიზაინისა და კეთილმოწყობის სამმართველო; სამშენებლო კომპანია „სასკო“; არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების საქალაქო სამსახური და სხვა. არის რიგი […]
ნინო მანჯავიძე

ნინო მანჯავიძემ 1970 წელს დაამთავრა ვ. კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა-ინტერნატი. 1975 წელს წარჩინებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. 1976-2001 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნ. მუსხე¬ლიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშ¬რომ¬ლად. 1990-2014 წლებში იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის №63 უმაღლე¬სი მათემატიკის კათედრის ასისტენტი/ასოცირებული პროფესორი. 2002-2004 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. რაზმაძის […]
თეიმურაზ ალიაშვილი

დაბადების წელი: 1958 სწავლა და სამეცნიერო ხარისხები: 1965 -1975 წწ.– წნორის I საშ. სკოლა (ოქროს მედალი); 1975-1980 წწ.–თბილისის სახ. უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი; 1980 -1984 წწ.–ასპირანტურა; 1994 წ.–ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი; 2006 წ.–ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი. სამუშაო გამოცდილება: 1980-1988 წწ.–ჰიდრომეტეროლოგიის სამმართველოს გამოთვლითი ცენტრის ინჟინერი; 1986 – 2006 წწ.-საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: მოწვეული ლექტორი, მათემატიკოსი, დოცენტი, ასოცირებული პროფესორი, სრული პროფესორი; […]
გიორგი ფარცხალაძე

დაიბადა 1968 წელს თბილისში. 1985 წელს დაამთავრა 42-ე ფიზიკა-მათემატიკური სკოლა. 1985-1992 წლებში სწავლობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. (1987-1989 – სავალდებულო სამხედრო სამსახური). 1992-1996 წლებში – ასპირანტურა. 1993-1995 წლებში – მუშაობდა გერმანიაში, ზაარის მიწის უნივერსიტეტში – გერმანიის აკადემიური გაცვლების სამსახურის (DAAD) საასპირანტო სტიპენდიით. 1998-2005 წლებში მუშაობდა ჩეხეთში, სილეზიის უნივერსიტეტში, ეკონომიკის ფაკულტეტის ინფორმატიკის კათედრაზე. 2005 წელს დაბრუნდა საქართველოში. […]
ელენე ჯიბლაძე

ელენე ჯიბლაძე არის განათლების პოლიტიკის სპეციალისტი და აქვს 10-ზე მეტწლიანი პროფესიული და კვლევითი გამოცდილება უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემების რეფორმების სფეროში პოსტსაბჭოთა რეგიონის ტრანზიტულ ქვეყნებში. განათლების სფეროში მისი პროფესიული ინტერესი მიმართულია უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმებსა და ხარისხის განვითარების სისტემებზე, უნივერსიტეტის ავტონომიისა და „ჩართული“ უნივერსიტეტის საკითხებზე. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის გუნდთან შეერთებამდე ელენე განათლების ხარისხის განვითარების […]