თინათინ კიღურაძე

ასისტენტ-პროფესორი თინათინ კიღურაძე მუშაობს ქართულის, როგორც მეორე ენისა და გერმანული ენის მასწავლებლის მომზადების პროგრამებზე, კითხულობს ლექციებს გერმანისტიკის პროგრამებზე ენათმეცნიერების მიმართულებით საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურებზე. 2010-2017 წწ. ის ჩართული იყო „ქართულ ენაში მომზადებისა და ინტეგრაციის“ პროგრამის განვითარებასა და მართვაში, ახალი მასალების შემუშავებითა და პროგრამისთვის ახალი კადრების მომზადების ჩათვლით. მისი ამჟამინდელი ინტერესის სფეროს, ქართულის, როგორც მეორე/უცხო ენისა […]
სულხან მუხიგულაშვილი

სულხან მუხიგულაშვილი დაიბადა 1967 წლის 20 ივნისს ქ. თბილისში. ფიზიკისა და მათემატიკის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი გამოავლინა სკოლაში სწავლის ბოლო წლებში. 1984 წელს თბილისის N 23 სკოლის დამთავრებისთანავე გახდა თსუ-ის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტის სტუდენტი. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 1991 წელს, ჩააბარა ასპირანტურაში ა. რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტში პროფესორ ი. კიღურაძესთან ჩააბარა, ხოლო 1999 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. პროფ. ი. […]
ხათუნა დოლიძე

1992 წელს დაამთავრა ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტი, სოციალური ფსიქოლოგიის მიმართულებით. 2010 წელს გახდა ჩაილდ ლაიფის სერტიფიცირებული სპეციალისტი (სერტიფიკატი გაცემულია ა.შ.შ-ის ჩაილდ ლაიფ საბჭოს მიერ). ხ. დოლიძის სადოქტორი ნაშრომი ეხება ფსიქოსოციალური ინტერვენციების მნიშვნელობას ჰოსპიტალიზაციით გამოწევული სტრესის შემცირებაში. მისი სამეცნიერო, სასწავლო და პრაქტიკული საქმიანობა მოიცავს პედიატრიულ დაწესებულებებში ბავშვსა და ოჯახზე ორიენტირებული მიდგომისა და […]
ზურაბ მათიაშვილი

ბიოგრაფია ზურაბ მათიაშვილმა 1978 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტი. დამთავრებისთანავე იწყებს მუშაობას სპი-ის სტუდენტთა საპროექტო ბიუროში,არქიტექტორად, უფროს არქიტექტორად, ჯგუფის უფროსად, ბიუროს უფროსის მოადგილედ. მუსაობისას ყურადღება მიიპყრო, როგორც პრაქტიკოსმა არქიტექტორმა, გამორჩეული ხედვითა და თეორიული მომზადებით. იგი ავტორია არაერთი საინტერესო არქიტექტურული პროექტისა და რეალიზაციის.სისტემატურად მონაწილეობს არქიტექტურულ კონკურსებში, 1987 წელს მიენიჭა ახალგაზრდა არიტეტქტორთა საკავშირო და რესპუბლიკური […]
ნინო ჭიაბრიშვილი

ნინო ჭიაბრიშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია, სადაც კითხულობს თეორიულ და პრაქტიკულ კურსებს ინტერკულტურულ განათლებასა, და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სწავლების მეთოდებში. 1999 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: “დაწყებით კლასებში ეკონომიკური განათლების შინაარსი და ორგანიზაცია” (მე–6 კლასის მაგალითზე)”. არის 30-ზე მეტი სამეცნიერო სტატიისა და სახელმძღვანელოს ავტორი/თანაავტორი. 2012-2016 წლებში იყო TEMPUS-ის პროექტის – „კურიკულუმის რეფორმის საერთაშორისო მოდელის შემუშავება […]
მარიამ დალაქიშვილი

მარიამ დალაქიშვილმა 2008 წელს დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი. 2012 წელს მიენიჭა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიის მაგისტრის ხარისხი. 2012 წლიდან დღემდე არის ამავე უნივერსიტეტის დოქტორანტი. 2007 წლიდან ის აქტიურად მონაწილეობს როგორც სამეცნიერო, ისე გამოყენებითი ხასიათის კვლევით პროექტებში. ამ კუთხით, სხვადასხვა დროს თანამშრომლობდა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებთან (მსოფლიო ბანკი, საქართველოს წითელი […]
ერეკლე მაღრაძე

ერეკლე მაღრაძემ 2006 წელს დაასრულა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი გამოყენებითი მათემატიკის მიმართულებით. 2009 წელს კი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო მაგისტრის ხარისხი კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით. მისი კვლევის საგანს წარმოადგენდა სტატისტიკური მეთოდებისა და არამკაფიო სიმრავლეთა თეორიის გამოყენებით გადაწყვეტილების მიმღები სისტემების შექმნა. 2007 წლიდან ის ასევე ჩართული იყო LHC, ATLAS ექსპერიმენტის […]
გიორგი ვეშაპიძე

გიორგი ვეშაპიძემ 1997 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის ბაკალავრიატი. 1999 წელს დაამთავრა იმავე უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის მაგისრატურა. 2003 წელს დაამთავრა ტოკიოს მეტროპოლიტან უნივერსიტეტის დოქტორანტურა ექსპერიმენტული ფიზიკური ქიმიის მიმართულებით და 2004 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „მრავალჯერად დამუხტული ბენზოლის, დაჯახებით გამოწვეული დისოციაციის პოზიციურად მგრძნობიარე ფრენის დროითი შესწავლა“. 2004-2005 წლებში მუშაობდა ივ. […]
მურმან მარგველაშვილი

მურმან მარგველაშვილი (1956), თსუ ფიზიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებული (1978) და ფიზ-მათ მეცნიერებათა კანდიდატი მოსკოვის ბირთვული კვლევების ინსტიტუტის (1989). ეწეოდა თეორიულ კვლევებს მაღალი ენერგიების ფიზიკაში და არის 20მდე საერთაშორისო პუბლიკაციის ავტორი. 1994 წლიდან მ.მარგველაშვილი მუშაობს საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში საგანგებო უზუნველყოფის, ინფრასტრუქტურულ, დანერგვის, განაწილების ოპერირების, რეფორმების და ბაზრის გამართვის, ასევე ჰიდროენერგეტიკის, განახლებადი ენერგიის და ენერგოეფექტიანობის პროექტებზე. საერთაშორისო კონსულტანტის […]
მანანა რატიანი

მანანა რატიანმა 1992 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი, ტურიზმისა და მხარეთმცოდნეობის მიმართულებით. 2004 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „განათლების სისტემის გეოგრაფიული თავისებურებები, საქართველოს მაგალითზე“. 2004 წლიდან გუნდთან ერთად მუშაობდა ეროვნულ სასწავლო გეგმაზე, რომელიც 2005 წელს დამტკიცდა. 2011 წელს კვლავ მონაწილეობა მიიღო ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზიაში. 2011 წლიდან გადავიდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში […]